მუსიკა
მოდით, ყველამ ვიხაროთ


32

მოდით, ყველამ ვიხაროთ

მხნედ

1. მოდით, ყველამ ვიხაროთ ამ ხსნის წმინდა დღეს,

ვეღარვინ დაგვიმალავს ჩვენ სიმართლეს.

სიხარულის ჰანგები გაისმის ყველგან,

აღსრულდა, ხსნის წუთები ახლოვდება.

წმინდანნი ღმერთისგან

კურთხევას ელიან,

მათი სიხარული სანატრელია,

როდესაც მიწაზე ედემის ბაღია

და ღმერთი გიხმობს, „ეს შენი სახლია.“

2. სიყვარული მუდამ გაგვაერთიანებს,

კეთილი საქმე ჩვენ აგვივსებს გულებს.

შიშით და თრთოლვით მოველით იმ წმინდა დღეს,

როდესაც მეუფე მოვა მიწაზე.

წმინდანნი ღმერთისგან კურთხევას ელიან,

მათი სიხარული სანატრელია,

როდესაც მიწაზე ედემის ბაღია

და ღმერთი გიხმობს, „ეს შენი სახლია.“

3. გასაჭირისა და სიბნელის დღეებში

ჩვენ რწმენა გვაქვს, გვჯერა იეღოვასი

და როცა მეუფე გამოგვეცხადება,

ქვეყანაზე ბოროტება გაქრება.

წმინდანნი ღმერთისგან კურთხევას ელიან,

მათი სიხარული სანატრელია,

როდესაც მიწაზე ედემის ბაღია

ქრისტე და მისი ხალხი ერთად არიან.

სიტყვები: უილიამ უ. ფელფსი, 1792–1872

მუსიკა: ჰენრი ტაკერი, ca. 1863

Moses 7:61–67

Articles of Faith 1:10