მუსიკა
ო, მითხარი, რა არის სიმართლე?


31

ო, მითხარი, რა არის სიმართლე?

დაბეჯითებით

1. ო, მითხარი, რა არის სიმართლე?

მიჩვენე ჭეშმარიტება,

იგია ნამდვილი სიმდიდრე

და მარად ჟამს გვემახსოვრება,

მას მოაქვს ჩვენთვის სასოება.

2. ო, მითხარი, რა არის სიმართლე?

ჯილდო მოსაპოვებელი,

მიწის ქვეშეთში, ან მაღლა, ზეცაში

ყველაგან, დედამიწის ყველა კუთხეში

მას ესწრაფივის ყოველი.

3. თუმცა არსებობს მძიმე დროება,

როდესაც ძალაუფლება

უსამართლობას სჩადის ყოველიგან.

მაგრამ სიმართლის დიადი ძალა

აღადგენს კვლავ სამართალს.

4. მაშ, მითხარი, რა არის სიმართლე?

ჭეშმარიტება დიადი.

იგი მარადჟამს დაისადგურებს,

ჟამთა სვლა ვერაფერს მას ვერ დააკლებს,

მისია სასუფეველი.

სიტყვები: ჯონ ჟაკი, 1827–1900

მუსიკა: ელენ ნოულს მელინგი, 1820–1905

Doctrine and Covenants 93:23–28

John 18:37–38