წმინდა წერილი
მორონი 1


მორონის წიგნი

თავი 1

მორონი წერს ლამანიელთა სასარგებლოდ. ხოცავენ ნეფიელებს, რომლებიც ქრისტეს არ უარყოფენ. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 ახლა, მე, მორონი, მას შემდეგ, რაც შევამოკლე იარედის ხალხის ამბის ჩანაწერები, აღარ ვაპირებდი მეტის დაწერას, მაგრამ ჯერ არ დავღუპულვარ; და ლამანიელებს არ ვუმხელ თავს, რათა არ გამანადგურონ.

2 ვინაიდან, აჰა, მათ შორის ომები ძალზედ სასტიკია; და თავიანთი სიძულვილის გამო, ისინი კლავენ ყოველ ნეფიელს, ვინც არ უარყოფს ქრისტეს.

3 და მე, მორონი, არ ვიტყვი უარს ქრისტეზე; ამიტომ, სადაც კი შემიძლია, დავეხეტები საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

4 ამიტომ, ვწერ კიდევ ცოტაოდენს, საწინააღმდეგოდ იმისა, რასაც ვვარაუდობდი; ვინაიდან ვფიქრობდი, რომ მეტს აღარ დავწერდი; მაგრამ დავწერ კიდევ ცოტაოდენს, ეგებ ეს გამოადგეთ ჩემს ძმებს, ლამანიელებს, ოდესმე მომავალ დღეებში, უფლის ნების შესაბამისად.