თავი 3
უხუცესები აკურთხებენ მღვდლად და მასწავლებლად. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 წესი, რომლის მიხედვითაც მოწაფეები, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ ეკლესიის უხუცესებად, აკურთხებდნენ მღვდლად და მასწავლებლად –
2 მას შემდეგ, რაც მათ ილოცეს მამისადმი ქრისტეს სახელით, ხელი დაასხეს მათ და თქვეს:
3 იესო ქრისტეს სახელით, გაკურთხებ მღვდლად (თუ უნდა ყოფილიყო მასწავლებელი – გაკურთხებ მასწავლებლად) რათა იქადაგო მონანიება და იესო ქრისტეს მეშვეობით ცოდვების მიტევება, მის სახელში ბოლომდე რწმენის სიმტკიცით. ამინ.
4 და ამგვარად აკურთხებდნენ ისინი მღვდლად და მასწავლებლად, ადამიანებისადმი ღმერთის ძღვენისა და მოწოდებების შესაბამისად; და აკურთხებდნენ სულიწმინდის ძალით, რომელიც მათში იყო.