წმინდა წერილი
მორონი 5


თავი 5

მოყვანილია ზიარებისა და ღვინის კურთხევის წესი. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 ღვინის კურთხევის წესი. აჰა, ისინი იღებდნენ თასს და ამბობდნენ:

2 ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, ჩვენ გთხოვთ, შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით, რომ აკურთხო და განწმინდო ეს ღვინო ყოველი ადამიანის სულისთვის, ვინც შესვამს მას, რათა ეს აკეთონ შენი ძის, მათთვის დაღვრილი სისხლის მოსაგონებლად; რათა მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ ყოველთვის ახსოვდეთ იგი, დაე, მისი სული მარადჟამს იყოს მათთან. ამინ.