წმინდა წერილი
მორონი 4


თავი 4

ახსნილია, როგორ აკურთხებენ უხუცესები და მღვდლები ზიარების პურს. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 წესი, რომლის მიხედვით მათი უხუცესები და მღვდლები აკურთხებენ ეკლესიისთვის ქრისტეს ხორცსა და სისხლს; და ისინი აკურთხებდნენ მას ქრისტეს მცნებებისამებრ; ამიტომ, ვიცით, რომ ეს წესი არის ჭეშმარიტი; და უხუცესი ან მღვდელი აკურთხებდა ამათ –

2 და მუხლს იყრიდნენ ეკლესიასთან ერთად და ლოცულობდნენ მამისადმი ქრისტეს სახელით, სიტყვებით:

3 ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, ჩვენ გთხოვთ, შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით, რომ აკურთხო და განწმინდო ეს პური ყოველი ადამიანის სულისთვის, ვინც მიიღებს მას; რათა მიირთვან შენი ძის სხეულის მოსაგონებლად და მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ მზად არიან აიღონ საკუთარ თავზე შენი ძის სახელი, ყოველთვის ახსოვდეთ იგი და დაიცვან მის მიერ მათთვის მოცემული მცნებანი, დაე, მისი სული მარადჟამს იყოს მათთან. ამინ.