მუდამ მაგრად ჩაჭიდებული
დაე მუდამ მაგრად ჩაჭიდებულნი ვიყოთ რკინის მოაჯირს, რომელსაც მამაზეციერის გარემოცვაში მივყავართ.
მამაჩემს ახსოვდა ის დღე და საათიც კი, როცა მისი ოჯახი – მამა, დედა და ოთხი შვილი წავიდნენ ეკლესიიდან და მრავალნი სიცოცხლის მანძილზე აღარც დაბრუნებულან იქ. მაშინ იგი 13 წლის დიაკვანი იყო, და ეს იყო დრო, როცა ოჯახები საკვირაო სკოლაში დილით დადიოდნენ და შემდეგ შუადღეს ზიარების შეკრებას ესწრებოდნენ. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, საკვირაო სკოლის შემდეგ, სახლში დაბრუნებული ოჯახი სადილობდა. მამაჩემის დედა თავის მეუღლისკენ შებრუნდა და უბრალოდ ჰკითხა „ძვირფასო, როგორ ფიქრობ, დღეს ზიარების შეკრებას უნდა დავესწროთ თუ სოფელში სასეირნოდ წავიდეთ?“
მამაჩემს არასდროს აზრადაც არ მოსვლია, რომ ზიარებაზე დასწრებას რაიმე ალტერნატივა ჰქონდა, მაგრამ მან და მისმა სამმა მოზარდმა ძმამ ყურები დაცქვიტეს. კვირადღის სოფელში გასეირნება ალბათ სასიამოვნო საოჯახო ღონისძიება იყო, მაგრამ ისევ ის პატარა გადაწყვეტილება გახდა ახალი მიმართულების საფუძველი, რომელმაც ოჯახი საბოლოოდ წაიყვანა ეკლესიიდან მთელი თავისი უსაფრთხოებითა და ლოცვა-კურთხევებით და სხვა გზაზე დააყენა.
მათთვის საყურადღებოდ, ვინც ჩვენს დროში შეიძლება სხვა გზაზე დადგომის ცდუნების წინაშე აღმოჩნდეს, წინასწარმეტყველმა ლეხიმ მორმონის წიგნიდან გაუზიარა თავის ოჯახს ხილვა, რომელშიც მან დაინახა მრავალი ხალხის თავყრილობა, მრავალი მათგანი მიისწრაფოდა წინ, რომ ხისკენ მიმავალ ბილიკთან მიეღწიათ, რომელთანაც იგი [ლეხი] იდგა.
და ხალხი წინ მოდიოდა და მოაბიჯებდნა ბილიკზე, რომელიც ხისკენ მიდიოდა.
და ... წამოიწია წყვდიადის ბურუსმა; ... ისეთმა, რომ ისინი, ვინც შეაბიჯებდა იმ ბილიკზე, კარგავდა გზას, დაეხეტებოდა გზააბნეულნი და იკარგებოდა.”1
შემდეგ ლეხიმ დაინახა სხვები, რომლებიც წინ მიისწრაფოდნენ და ისინი მოდიოდნენ და ეჭიდებოდნენ რკინის მოაჯირის ბოლოს; და წინ მიისწრაფოდნენ წყვდიადის ბურუსში, ეჭიდებოდნენ რკინის მოაჯირს იქამდე, სანამ არ მივიდოდნენ [ხესთან] და არ იგემებდნენ ხის ნაყოფს. სამწუხაროდ, მას შემდეგ, როცა იგემებდნენ ხის ნაყოფს, ისინი მიმოიხედავდნენ გარშემო ისე, თითქოს რცხვენოდათ მათი, ვინც დიდ და ფართო შენობაში იყო, დასცინოდნენ და თითს იშვერდნენ მათკენ, ვინც უკვე მოვიდა ... და აგემოვნებდა ნაყოფს. შემდეგ ეს ხალხი გადაცვივდა აკრძალულ ბილიკებზე და დაიკარგა.”2 მათ არ შეეძლოთ, ან შეიძლება არ უნდოდათ, ბოლომდე გაძლება.
თუმცა იყო მესამე ჯგუფიც, რომელმაც არა მხოლოდ წარმატებით მიაღწია სიცოცხლის ხეს, არამედ გზასაც არ ასცდა. ასეთებზე წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ისინი წინ მიდიოდნენ და მუდამ ეჭიდებოდნენ რკინის მოაჯირის ბოლოს; და მიისწრაფოდნენ წინ, მუდამ მაგრად ჩაჭიდებული რკინის მოაჯირზე, სანამ არ მოვიდოდნენ და არ დაეცემოდნენ და არ იგემებდნენ ხის ნაყოფს.”3 რკინის მოაჯირი ამ ჯგუფისთვის წარმოადგენდა ერთადერთ უსაფრთხოებას, რომლის პოვნაც მათ შეეძლოთ და რომელსაც არ უშვებდნენ ხელს; ისინი მოაჯირს ხელს არ გაუშვებდნენ ისეთი უბრალო რამის გამო, როგორიც იყო კვირას სოფელში გასეირნება.
ამ ჯგუფის შესახებ უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა გვასწავლა: „ამ მუხლში ძირითადი ფრაზაა ‘მუდამ მაგრად ჩაჭიდებული’ რკინის მოაჯირს. ... შესაძლოა ადამიანების ეს მესამე ჯგუფი მუდმივადკითხულობდადა სწავლობდა და იკვლევდა ქრისტეს სიტყვას. ... ეს არის ის ჯგუფი, რომელსაც მე და თქვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ შევუერთდეთ.“4
მათ, ვინც დღეს ღვთის ეკლესიის წევრები არიან, დადეს აღთქმა – მიჰყვნენ იესო ქრისტეს და დაემორჩილონ ღვთის მცნებებს. ნათლობისას ჩვენ დავდეთ აღთქმა ვიდგეთ, როგორც ქრისტეს მოწმენი,,,5 დავეხმაროთ სუსტებსა და გაჭირვებულთ,6,6 დავიცვათ ღვთის მცნებანი, საჭიროებისამებრ მოვინანიოთ, რამეთუ, როგორც მოციქულმა პავლემ გვასწავლა: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.“7
ყოველ კვირას ჩვენ გვაქვს საშუალება დავესწროთ ზიარების შეკრებას, სადაც ზიარების დროს პურისა და წყლის მიღებით შეგვიძლია განვაახლოთ ეს აღთქმა. ეს უბრალო ქმედება გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ შევპირდეთ საკუთარ თავს, რომ მივყვებით ქრისტეს და მოვინანიებთ, როცა დავმარცხდებით ამაში. ღმერთი ამის საპასუხოდ გვპირდება თავის სულს, რომელიც იქნება ჩვენი გზამკვლევი და დამცველი.
ჩვენი მისიონერები ასწავლიან იქადაგე ჩემი სახარება,-დან, რომ გამოცხადება და მოწმობა მოდის, როცა ვესწრებით საკვირაო საეკლესიო შეკრებებს: „როცა ჩვენ ვესწრებით საეკლესიო მსახურებებს და ერთად ვლოცულობთ, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. ჩვენ განვახლდებით მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობებით. ჩვენი რწმენა მტკიცდება, როცა ვსწავლობთ წმინდა წერილს და მეტს შევიტყობთ აღდგენილი სახარების შესახებ.“8
შესაძლოა ვინმემ დასვას კითხვა: რატომ ვატარებთ კვირას სამი სხვადასხვა შეკრება და რისთვის არის საჭირო თითოეული მათგანი? მოდით მოკლედ განვიხილოთ ცალ-ცალკე სამივე:
-
ზიარების შეკრება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზიარების წეს-ჩვეულებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ვანახლებთ აღთქმას, ვაძლიერებთ ჩვენში სულიწმინდას და ვიღებთ დამატებით დალოცვას – სულიწმინდის მითითებებსა და დარიგებებს.
-
საკვირაო სკოლა გვაძლევს საშუალებას ვასწავლოთ ერთმანეთს სასუფევლის დოქტრინა,”9, რათა ყველა ერთად განისწავლოს და იხაროს.“10 როცა აღდგენილი სახარების დოქტრინა გვესმის, დიდი ძალა და პირადი სიმშვიდე შემოდის ჩვენში.
-
სამღვდელოების შეკრებებზე ახალაგაზრდა კაცები და ზრდასრული ასაკის მამაკაცები სწავლობენ [თავიანთ] ვალდებულებებს”11 და უფრო სრულყოფილად განისწავლებიან 12, მოწყალების საზოგადოების შეკრებებზე კი ეკლესიის ქალებს ეძლევა შესაძლებლობა „აღზარდონ რწმენა ..., განამტკიცონ [თავიანთი]ოჯახები და სახლები და დაეხმარონ გაჭირვებულებს.“13
ამის მსგავსად, ჩვენს ახალაგაზრდა ქალებსა და ბავშვებსაც აქვთ თავიანთი შეკრებები და გაკვეთილები, სადაც მათ ასწავლიან სახარებას, რამეთუ ისინი ემზადებიან მნიშვნელოვანი ვალდებულებებისათვის, რომლებიც მათ წინ ელით. ყოველ ასეთ უნიკალურ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ შეკრებაზე, ჩვენ ვსწავლობთ დოქტრინას, ვგრძნობთ სულიწმინდას და ერთმანეთს ვემსახურებით. გარდა იშვიათი გამონაკლისისა, როცა მანძილი, მგზავრობის საფასური ან ჯანმრთელობის პრობლემა ჩნდება, უნდა ვეცადოთ დავესწროთ ყოველ საკვირაო შეკრებას. მე გპირდებით, რომ ჩვენს სამ საათიან ღვთის მსახურებებზე უდიდესი სიხარულისა და სიმშვიდის ლოცვა-კურთხევები გელით.
ჩვენმა ოჯახმა პირობა დადო, რომ დაესწრებოდა ჩვენს ყველა საკვირაო შეკრებას. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს აძლიერებს ჩვენს რწმენას და აღრმავებს ჩვენს მიერ სახარების წვდომას. ჩვენ შევნიშნეთ, რომ კარგი გრძნობა გვაქვს მიღებული გადაწყვეტილების გამო – დავესწროთ საეკლესიო მსახურებებს. განსაკუთრებით თუ სახლში დაბრუნებისას ვაგრძელებთ კვირა დღის წმინდად დაცვას. ჩვენ მაშინაც კი ვესწრებით ყველა საკვირაო შეკრებას, როცა ვმოგზაურობთ ან შვებულებაში ვართ. ჩვენმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ცოტა ხნის წინ მოგვწერა, რომ იგი დაესწრო საეკლესიო მსახურებას იმ ქალაქში, სადაც მოგზაურობისას მოხვდა და დაამატა: „ხო, მამა, მე სამივე შეკრებას დავესწარი.“ ჩვენ ვიცით, რომ იგი ამ მართალი გადაწყვეტილების გამო დაილოცება.
თითოეულ ჩვენთაგანს აქვს უამრავი არჩევანი იმაზედ, თუ როგორ დავიცვათ კვირა. ყოველთვის იქნება რაიმე „კარგი“ ღონისძიება, რომლის დათმობაც შეიძლება და საჭიროცაა, უფრო კარგი არჩევანის გასაკეთებლად – საეკლესიო მსახურებაზე დასასწრებად. ეს ფაქტიურად ჩვენი მოწინააღმდეგის [ეშმაკის] ერთ-ერთი ხერხია, რომლითაც იგი ჩვენს სულებს ატყუებს და რითიც ასე ფრთხილად გადავყავართ [სახარების] გზიდან.14 იგი იყენებს „კარგ ღონისძიებებს“ „უკეთესი“ ან „საუკეთესო“ღონისძიებების ჩასანაცვლებლად.15
მუდამ მაგრად ჩაჭიდებული მოაჯირს ნიშნავს, რომ ჩვენ ვესწრებით ყველა საკვირაო შეკრებას: ზიარებას, საკვირაო სკოლას, სამღვდელოებისა და მოწყალების საზოგადოების შეკრებებს. ჩვენი შვილები და ახალგაზრდები უნდა ესწრებოდნენ შესაბამის შეკრებებს დაწყებით საზოგადოებაში, ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების შეკრებებს. ჩვენ არასდროს არ უნდა ავირჩიოთ, თუ რომელ შეკრებას უნდა დავესწროთ. ჩვენ უბრალოდ მტკიცედ ვართ ჩაჭიდებულნი ღვთის სიტყვას იმით, რომ თაყვანს ვცემთ და ვესწრებით ყველა საკვირაო შეკრებებს.
მუდამ მტკიცედ ჩაჭიდებული მოაჯირზე ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ღმერთის ყველა მცნება, ყოველდღიურად ვლოცულობთ, როგორც პირადად, ასევე ოჯახთან ერთად და ყოველდღიურად ვსწავლობთ წმინდა წერილს.
მუდამ მაგრად ჩაჭიდებული არის ქრისტეს სწავლების ნაწილი, როგორც ამას გვასწავლის მორმონის წიგნი. ჩვენ ვამჟღავნებთ რწმენას ქრისტეში, ვინანიებთ ცოდვებს, ვიცვლით გულებს, შემდეგ კი მივყვებით მას ნათლობის წყალში და ვიღებთ სულიწმინდის დამტკიცების ძღვენს, რომელიც გზამკვლევისა და მანუგეშებლის როლს ასრულებს და მერე, როგორც ნეფიმ გვასწავლა, ჩვენ მივისწრაფით წინ, ქრისტეს სიტყვით ვნადიმობთ ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე.16
ჩემო დებო და ძმებო, ჩვენ ვართ აღთქმული ხალხი. ჩვენ მზადმყოფნი ვდებთ აღთქმებს და ვიცავთ მათ და ამისთვის არსებობს დაპირება – რომ ჩვენ მივიღებთ ყველაფერს, რაც მამას გააჩნია.17 როცა, ჩვენ მუდამ მაგრად ჩაჭიდებულნი ვართ მოაჯირს იმით, რომ ვიცავთ მცნებებს, ჩვენ გავძლიერდებით იმისთვის, რომ ცდუნებებსა და სამყაროს საფრთხეს აღვუდგეთ წინ. ჩვენ შევძლებთ ვმართოთ ეს მიწიერი ცხოვრება ყველა მისი სირთულეებით, სანამ მივალთ იმ ხემდე, რომელსაც ყველაზე ძვირფასი და სასურველი ხილი ასხია.18
მამაჩემს ბედმა გაუღიმა, რომ ცოლად შეირთო კარგი ქალი, რომელმაც შეაგულიანა იგი ახალგაზრდობის ეკლესიაში დასაბრუნებლად და ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. მათმა ერთგულმა ცხოვრებამ დალოცა ყველა მათი შვილები, შვილიშვილების მომავალი თაობა და ახლა უკვე შვილთაშვილები.
ზუსტად როგორც უბრალო გადაწყვეტილებამ – დაესწრონ თუ არ დაესწრონ ერთ-ერთ კვირადღის ღვთისმსახურებას, პაპაჩემისა და ბებიაჩემის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა, ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებებიც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენენ. თითქოს და პატარა გადაწყვეტილებას, როგორიცაა დავესწრო თუ არა ზიარების შეკრებას, შეუძლია შორს მიმავალი, მარადიული შედეგებიც კი იქონიოს.
დაე ვარჩიოთ ვიყოთ ბეჯითნი და მივიღოთ დიადი დალოცვები და დაცვა, რომელიც მოდის ერთად შეკრებითა და მცნებების დაცვით. დაე მუდამ მაგრად ჩაჭიდებულნი ვიყოთ რკინის მოაჯირს, რომელსაც მამაზეციერის გარემოცვაში მივყავართ. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.