2010-2019
სამღვდელოების ძალა
ოქტომბერი 2013


სამღვდელოების ძალა

მღვდლობა არის ღმერთის ძალა და უფლებამოსილება, რომელიც მოცემულია ყველა კაცის, ქალის და ბავშვის ხსნისათვის და კურთხევისათვის.

სამღვდელოების კურთხევები არის ყველასთვის

როდესაც ბავშვები ზიარებაზე ბედნიერად მღეროდნენ საბავშო საგალობელს „აქ სიყვარული ითქვა“ ყველა კმაყოფილი იღიმებოდა. მამაცი დედა ზრდის რა ხუთ ბავშვს, ყურადღებით უსმენდა მეორე სტროფს, „ჩემი სახლია, სადაც საათები კურთხეულია მღვდლობის კურთხევის ძალით“.].”1 დამწუხრებულმა დედამ გაიფიქრა, „ჩემს ბავშვებს არასდროს ჰქონიათ ასეთი სახლი.“2

ჩემი მოწოდება ამ ერთგული ქალისათვის და ყველასთვის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ „მღვდლობის ძალით კურთხეული“ ყოველი საათი, ჩვენი გარემოებების მიუხედავად.

ჩვენ ხანდახან მეტისმეტად ვაკავშირებთ მღვდლობის ძალას კაცებს ეკლესიაში. მღვდლობა არის ღმერთის მიერ ნაბოძები ძალა და უფლებამოსილება, რათა გამოიხსნას ყველა მამაკაცი, ქალი და ბავშვი.

ადამიანს შეუძლია გასწიოს ფარდები, რათა თბილი მზის სინათლე შემოვიდეს ოთახში, მაგრამ ადამიანი არ ფლობს მზეს, სინათლეს ან სითბოს, რომელიც მას მოაქვს. მღვდლობის კურთხევები არის უსასრულოდ დიდი ვიდრე ის, ვინც ითხოვა ძღვენის მართვა.

იმისთვის,რომ მივიღოთ კურთხევები, ძალა და მღვდლობის დანაპირები ამ ცხოვრებაში და მომავალში, ეს არის ერთერთი მოკვდავების დიდი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა. როდესაც ღირსეულნი ვართ, მღვდლობის წესჩვეულებანი ამდიდრებენ ჩვენს ცხოვრებას დედამიწაზე და გვამზადებენ მომავალი მსოფლიოს საუცხოო დაპირებებისათვის. უფალმა თქვა, წესჩვეულებებში გამოიხატება ღვთის მოსაობის ძალა.3

არსებობს განსაკუთრებული კურთხევები ღმერთისგან, ყოველი ღირსეული პიროვნებისათვის, რომელიც ინათლება, იღებს სულიწმინდას და რეგულარულად ზიარებას. ტაძარს მოაქვს დამატებითი სინათლე, ძალა და მარადიული სიცოცხლის დაპირება.4

ყველა წესჩვეულებანი მოგვიწოდებს, რომ დავდოთ და დავიცვათ ღმერთთან აღთქმები. როოდესაც ჩვენ ვიცავთ ამ წმინდა აღთქმებს, ჩვენ ვიღებთ მღვდლობის ძალასა და კურთხევებს.

ნუთუ არ ვგრძნობთ მღვდლობის ძალას, ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში და არ ვხედავთ აღთქმისადმი ერთგულ ეკლესიის წევრებში? ჩვენ ამას ვხედავთ ახლადმოქცეულებში, როდესაც ამოდიან ნათლობის წყლიდან, გრძნობენ რა პატიებას და განწმენდას. ჩვენ ვხედავთ სულიწმინდის მოწოდებისთვის უფრო მგრძნობიარე ჩვენს ბავშვებს და ყმაწვილებს. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ გარდაიქმნებიან ძალად და სინათლედ სატაძრო წესჩვეულებები, მართალი კაცებისთვის და ქალებისთვის მთელს მსოფლიოში.

გასულ თვეში, მე ვუყურე ახალგაზრდა წყვილებს, რომლებიც იღებენ უზარმაზარ სიმტკიცეს ტაძარში ჩაბეჭვდვის დაპირებებისგან, იმ დროს როდესაც მათი ძვირფასი შვილი დაიბადა და გახდა ერთი კვირის. მღვდლობის წესჩვეულებებისგან ჩვენ ვიღებთ ნუგეშს, ძალას, დაცვას, მშვიდობასა და მარადიულ დაპირებას.5

რა ვიცით მღვდლობის შესახებ

ზოგმა შეიძლება გულწრფელად დასვას შეკითხვა: „თუ კურთხევის ძალა და მღვდლობა ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაშინ, რატომ არის მღვდლობის წესჩვეულებები ტარდება მამაკაცის მიერ?“

როდესაც ანგელოზმა ჰკითხა ნეფის: „იცი შენ ღვთის მოწყალება?“ ნეფიმ გულახდილად უპასუხა, „მე ვიცი, რომ მას უყვარს თავისი შვილები; მიუხედავად ამისა მე არ ვიცი ამ ყველაფრის მნიშვნელობა.“6

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მღვდლობაზე, არსებობს ბევრი რამ, რაც არ ვიცით.

ყველა არის თანასწორი

ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს უყვარს ყველა მისი შვილები განურჩევლად. „ის არავის უარყოფს, ვინც მასთან მიდის, … ქალსა თუ მამაკაცს; … და ყველა არის ღმერთის მსგავსად შექმნილი“.7

ისე როგორც დანამდვილებით ვიცით, რომ ღმერთის სიყვარული ერთნაირია მისი შვილებისა და ქალიშვილებისთვის, ჩვენ ასევე ვიცით, რომ მან ისინი არ შექმნა ზუსტად ერთნაირად. ჩვენ ვიცით, რომ სქესი არის აუცილებელი დამახასიათებელი თვისება, ჩვენი მოკვდავი და მარადიული პიროვნებისათვის და დანიშნულებისათვის. ორივე სქესს აქვს წმინდა პასუხისმგებლობები მინიჭებული.8

დასაბამიდან

ჩვენ ვიცით, რომ დასაბამიდან უფალმა დააწესა თუ როგორ იმართოს მისი სამღვდელოება, „მღვდლობა პირველად ადამს მიეცა“.9 ნოე, აბრაამი და მოსე, ყველა ასრულებდა სამღვდელო წესჩვეულებებს. იესო ქრისტე არის და იყო ყველაზე დიდი მღვდელმთავარი. მან მოუწოდა მოციქულებს. „თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ“.10 ჩვენს დღეებში ზეციური მაცნეები მოგზავნილ იქნენ ღმერთის მიერ. იოანე ნათლისმცემელმა, პეტრემ, იაკობმა, და იოანემ აღადგინეს მღვდლობა დედამიწაზე, წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მეშვეობით.11 ეს არის გზა, რომელსაც ჩვენი მამაზეციერი მართავს მის მღვდლობას.12

მრავალი ძღვენები ღვთისგან

ჩვენ ვიცით, რომ წმინდა მღვდლობის ძალა არ მოქმედებს რწმენის, სულიწმინდისა და სულიერი ძღვენების დამოუკიდებლად. წმინდა წერილების გაფრთხილება „ნუ უარყოფ ღვთის ძღვენებს, რადგან ისინი ბევრია. და არის სხვადასხვა გზები, რომლებითაც ეს ძღვენები მიიღება, მაგრამ ეს იმავე ღმერთის არის, რომელიც მათ ყველას იძლევა.“13

ღირსება

ჩვენ ვიცით, რომ ღირსება ყოველთვის ცენტრალური არის სამღვდელოების წესჩვვეულებების შესრულებისას. მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, და ლინდა კ. ბარტონმა თქვა: „სამართლიანობა არის თვისება, რათა მოიწვიოს მღვდლობის ძალა ჩვენს ცხოვრებაში.“14

მაგალითად, განვიხილოთ პორნოგრაფიის ჭირი, რომელიც მთელს მსოფლიოზეა მოდებული. უფლის სტანდარტი ღირსეულობაზე არ დაუშვებს პორნოგრაფიას მათ შორის, რომლებიც მღვდლობის წესჩვეულებებთან არიან დაკავშირებულები. მხსნელმა თქვა:

„მოინანიეთ თქვენი საიდუმლო სისაძაგლენი.“15

“„სხეულის სანთელი თვალია, თუ შენი თვალი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელი იქნება“16

„ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.“17

როდესაც უღირსი ასრულებს ზიარებას,აკურთხებს ავადმყოფებს ან მონაწილეობას იღებს სხვა სამღვდელოების წესჩვეულებებში არის ის, როგორც უხუცესმა დევიდ  ა. ბედნარმა თქვა, ვინც ღმერთის სახელს ფუჭად ახსენებს.18 თუ ვინმე უღირსია, იგი უნდა გაერიდოს სამღვდელოების წესჩვეულებებს და ლოცვით მიმართოს ეპისკოპოსს, როგორც პირველი ნაბიჯი, მონანიებისა და მცნებებისაკენ დაბრუნებაში.

თავმდაბლობა

ჩვენ ვიცით, რომ მღვდლობის კურთხევები უხვადაა ოჯახებში, სადაც სამართლიანი დედა და მამა ერთსულოვანნი არიან თავიანთი შვილების აღზდრაში. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ღმერთი უხვად აძლევს იგივე კურთხევებს მათ, რომლებიც არიან მრავალ სხვა პირობებში.19

დედა, რომელსაც აწევს უღელი, რათა უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი სულიერი და ამქვეყნიური მოთხოვნილებებით, ფრთხილად განუმარტეს, რომ მისი საშინაო მასწავლებლების მოწვევა, რათა აკურთხონ მისი ერთერთი ბავშვი, მოითხოვს მისგან თავმდაბლობას. მაგრამ, მან გამჭრიახად დაუმატა, იმაზე მეტ თავმდაბლობას არ მოითხოვს, როდესაც მისი საშინაო მასწავლებლები ემზადებიან მისი ბავშვის საკურთხებლად.20

სამღვდელოების გასაღებები

მღვდლობის გასაღებებს ფლობენ პირველ პრეზიდენტთა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრები, რათა მართონ უფლის საქმენი დედამიწაზე. განსაკუთრებული მღვდლობის გასაღებები არის ნაბოძები ეპისკოპოსისათვის და პალოს პრეზიდენტისათვის, თავიანთი გეოგრაფიული პასუხისმგებლობებისათვის. გამოცხადების შესაბამისად ისინი მოუწოდებენ კაცებს და ქალებს, რომლებსაც ეძლევა მხარდაჭერა და კურთხევა, რათა გამოიყენონ მინიჭებული უფლებამოსილება, რათა ასწავლონ და უხელმძღვანელონ..21

თუმცა ბევრი, რამ ვიცით მღვდლობის შესახებ, მოკვდავების თვალთახედვით ნანახი ყოველთვის არ იძლევა ღმერთის საქმეების სრულ გაგებას.  მაგრამ მისი ფრთხილი შეხსენება „ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის“22 გვიმტკიცებს, რომ დროებით და მარადიული პერსპექტივით ჩვენ დავინახავთ „ყველაფერს ისე, როგორც ისინი არიან სინამდვილეში“23 და უფრო სრულად ჩავწვდებით მის სრულყოფილ სიყვარულს.

ხანდახან ჩვენ აღტაცებულნი ვართ ეკლესიაში ჩვენი მოწოდებისგან, გვსურს, რომ მეტი გავაკეთოთ, ხანდახან მადლიერნი ვართ, როდესაც დროა, რომ გაგვანთავისუფლონ და ვიმსახუროთ სხვა მოწოდებით. ჩვენ არ ვირჩევთ ეკლესიაში სამსახურისათვის მოწოდებებს რომელსაც ვიღებთ .24 მე ვისწავლე ეს გაკვეთილი ჩემი ქორწინების დასაწყისში, როდესაც ახალგარზდა წყვილი, ჩემი მეუღლე ქეითი და მე ვცხოვრობდით ფლორიდაში, ერთ კვირა დღეს პალოს პრეზიდენტის მრჩეველმა განმიმარტა, რომ მათ იგრძნეს, რომ ქეითი დაენიშნათ დილის სემინარიის მასწავლებლად

მე ვკითხე „როგორ გავაკეთებთ ამას? ჩვენ გვყავს პატარა ბავშვები, დილის სემინარია იწყება 5:00 საათზე და მე ვარ სამეურვეოს ახალგაზრდა მამაკაცების პრეზიდენტი“.

მრჩეველმა გამიღიმა და მითხრა, ყველაფერი კარგად იქნება, ძმაო ანდერსენ, ჩვენ მას მოვუწოდებთ და შენ გაგანთავისუფლებთ თანამდებობისგან.

და ზუსტად ასე მოხდა.

ქალის წვლილი

გულწრფელად თხოვნა და მოსმენა ფიქრებისათვის და საზრუნავისათვის, რაც გახმაურებულია ქალის მიერ არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, ასევე ქორწინებაში და ღმერთის სამეფოს მშენებლობაში.

ოცი წლის წინ გენერალურ კონფერენციაზე, უხუცესი მ.  რასელ ბალარდმა გაიხსენა საუბარი, რომელიც მას ჰქონდა მოწყალების საზოგადოების გენერალურ პრეზიდენტთან. საკითხი ეხებოდა ახალგაზრდების მისიაში წასვლის წინ მომზადებას. და ელენ ჯეკმა ღიმილით თქვა: „იცით, უხუცესო ბალარდ, ქალებს ეკლესიაში შეიძლება ჰქონდეთ რამოდენიმე კარგი წინადადებები, თუ მათ შეეკითხებით, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვართ მათი დედები!“25

პრეზიდენტ თომას  ს.მონსოსნს აქვს ქალთა მოსაზრებების შეკითხვისა და საპასუხოდ ზრუნვის ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩვენ ყველას გვენატრება მისი საყვარელი მეწყვილე, და ფრენსის მონსონი, ქალი, რომელმაც ყველაზე მეტი ზეგავლენა იქონია მასზე. ასევე, გასულ თვეს გენერალურ ავტორიტეტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა მონსონმა შეგვახსენა თუ რამდენი ისწავლა მან მისი სამეურვეოს 84 ქვრივისგან. მათ დიდი გავლენა იქონიეს მის მსახურობაზე, როგორც ეპისკოპოსი და მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.

არ არის სურპრიზი, პრეზიდენტი მონსონის და პირველი პრეზიდენტობის ხელმძღვანელობით, იყო მრავალი დისკუსია მოწყალების საზოგადოების ხელმძღვანელობასთან, ახალგაზრდა ქალების და საბავშო ორგანიზაციების პრეზიდენტებთან.

ეპისკოპოსებო, პრეზიდენტი მონსონის მაგალითის მიყოლით, თქვენ უფრო უხვად იგრძნობთ უფლის დახმარების ხელის კურთხევებს, თქვენს წმინდა საქმეში.

ჩვენ ვცხოვრობდით რამოდენიმე წელი ბრაზილიაში. როგორც კი ჩავედით, ცოტა ხანში შევხვდი ადელსონ პერელას, რომელიც მსახურობდა როგორც სამოცდაათიენელი და მისი ძმა ადილსონი რომელიც მსახურობდა ჩვენი პალოს პრეზიდენტობაში. მოგვიანებით მე შევხვდი მის ძმას ადალტონს, რომელიც მსახურობდა პალოს პრეზიდენტად ფლორიანაპოლისში და კიდევ ერთ ძმას, ადელმოს, რომელიც მსახურობდა ეპისკოპოსად. მე გაოცებული ვიყავი ამ ძმების რწმენით და შევეკითხე მათი მშობლების შესახებ.

ოჯახი მოინათლა სანტოსში, ბრაზილიაში 42 წლის წინ, ადილსონ პერელამ თქვა: „პირველად მამა თითქოს გახარებული იყო ეკლესიის წევრობით, მიუხედავად ამისა იგი გახდა ნაკლებად აქტიური და სთხოვა დედაჩემს, რათა აღარ დასწრებოდა ეკლესიას.“

ადილსონმა მომიყვა, რომ დედამისი ქსოვდა ტანსაცმელს მეზობლებისთვის, რათა გადაეხადა მისი ბავშვებისათვის ავტობუსით ეკლესიაში გზის საფასური, 45 წუთი მგზავრობა და შემდეგ 20 წუთი ფეხით სავალი გზა.

მიუხედავად იმისა, რომ არ შეეძლო ეკლესიაში ბავშვებთან ერთად ევლო, და პერელა კითხულობდა წმინდა წერილს თავის შვილებთან და ქალიშვილებთან, ასწავლიდა მათ სახარებას და ლოცულობდა მათთან ერთად. მათი თავმდაბალი ოჯახი აღივსო მღვდლობის მდიდარი კურთხევებით. პატარა ბიჭები გაიზარდნენ, იმსახურეს მისიაში, მიიღეს განათლება და ტაძარში დაქორწინდნენ. მღვდლობის კურთხევებმა აღავსო მათი ოჯახები.

წლების შემდეგ, როგორც მარტოხელა, და ვენი დე პაულა პერელა შევიდა ტაძარში შესამოსავად და მოგვიანებით ბრაზილიაში იმსახურა სამ მისიაში. ახლა 84 წლის, მისი რწმენა აგრძელებს იმ თაობების კურთხევას, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ.

დამოწმება და დაპირება

ღმერთის ძალის წმინდა მღვდლობა არის უკანასკნელი დღეების წმინდანთა, იესო ქრისტეს ეკლესიაში. როდესაც ღირსეულად იღებთ მონაწილეობას მღვდლობის წესჩვეულებებში, უფალი მოგცემთ დიდ ძალას, მშვიდობასა და მარადიულ პერსპექტივას. რაც არ უნდა იყოს თქვენი სიტუაცია, თქვენი ოჯახი „კურთხეული იქნება მღვდლობის ძალის სიმტკიცით“ და ისინი, რომლებიც ახლოს არიან თქვენთან, უფრო მეტად მოისურვებენ თავისთვის ამ კურთხევებს.

როგორც ქალები და მამაკაცები, დები და ძმები, როგორც ღმერთის შვილები და ქალიშვილები, ჩვენ ერთად წინ მივდივართ. ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა და ჩვენი კურთხევა. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ მოვამზადოთ ღმერთის სამეფო მხსნელის დასაბრუნებლად. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. “Love Is Spoken Here,” Children’s Songbook, 190–91.

  2. პირადი იმეილი, აგვისტო. 5, 2013.

  3. მოძღვრება და აღთქმები 84:20.

  4. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 138:37, 51.

  5. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 84:35; 109:22.

  6. 1 ნეფი 11:16–17.

  7. 2 ნეფი 26:33.

  8. იხილეთ “ოჯახი, მოწოდება მსოფლიოსათვის,” Ensign or Liahona, Nov. 2010, 129.

  9. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 104; see also Doctrine and Covenants 84:16; 107:40–53; 128:18, 21; Russell M. Nelson, “Lessons from Eve,” Ensign, Nov. 1987, 86–89.

  10. იოანე 15:16.

  11. იხილეთ Joseph Smith—History 1:72; იხილეთ ასევე მოძღვრება და აღთქმები 1327.;

  12. ხილეთ მ.  რასელ ბალარდის Let Us Think Straight,” BYU Education Week, აგვისტო. 20, 2013. უხუცესმა ბალარდმა თქვა: „რატომ არიან მამაკაცები შემოსილნი მღვდლობის უფლებამოსილებებით და არა ქალები? პრეზიდენტმა გორდონ ბ ჰინლიმ განმარტა. რომ ეს უფალმა და არა ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მამაკაცს ჰქონოდა მღვდლობა მის ეკლესიაში. და რომ ეს უფალი იყო, რომელმაც შემოსა ქალი იმ შესაძლებლობებით, რათა შეექმნა ეს დიდი და საოცარი ორგანიზაცია, რომელიც არის ეკლესია და ღმერთის სამეფო. (“Women of the Church,” Ensign, Nov. 1996, 70).როდესაც ყველაფერი ითქვა და გაკეთდა, უფალმა არ გაამხილა, თუ რატომ ჩამოაყალიბა მისი ეკლესია ისეთი, როგორიც ის არის“

  13. მორონი 10:8.

  14. ლინდა K. ბარტონი, “Priesthood: ‘A Sacred Trust to Be Used for the Benefit of Men, Women, and Children’” (Brigham Young University Women’s Conference address, May 3, 2013); ce.byu.edu/cw/womensconference/pdf/archive/2013/lindaBurtonTalk.pdf.

  15. 3 ნეფი 30:2.

  16. მათე 6:22–23.

  17. მათე 5:28; იხილეთ ასევე ალმა 39:9. პრეზიდენტი თომას ს. მონსონმა თქვა: „პორნოგრაფია არის ძალზედ საშიში და დამღუპველი. მისი ცნობისმოყვარეობით მოძიება შეიძლება გადაიზარდოს ცუდ ჩვევად, რომელსაც მიჰყავს მატერიალური და სექსუალური დანაშაულებისაკენ. თავი აარიდეთ პორნოგრაფიას რაც არ უნდა დაჯდეს“(“Preparation Brings Blessings,” Ensign or Liahona, May 2010, 65).„განსაკუთრებიით შემაშფოთებელია მოხსენებები იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც ხმარობენ ინტერნეტს ბოროტი და დეგრადირებული მიზნებისთვის, პორნოგრაფიის ყურება გახდა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ამ მიზნებისთვის. ჩემო დებო და ძმებო ამაში მონაწილეობა დაანგრევს სულს. იყავით მტკიცენი. იყავით წმინდა. ყველანაირად თავი აარიდეთ ამ დეგრადირებულ და დამანგრეველ მასალას—სადაც არ უნდა იყოს! მე ყველას ყველგან ვაძლევ ამ გაფრთხილებას“ (“Until We Meet Again,” Ensign or Liahona, May 2009, 113).“თავი აარიდეთ ყველაფერს რაც კავშირშია ორნოგრაფიასთან, იგი აკნინებს სულს და ფიტავს აზროვნებას. მოძღვრება და აღთქმებიში ნათქვამია, რაც არ ანათლებს არ არის ღმერთისაგან და არის ბნელეთის. [მოძღვრება და აღთქმები 50:23]” (“True to the Faith,” Ensign or Liahona, May 2006, 18–19).

  18. იხილეთ დევიდ ა. ბედნარი, Act in Doctrine (2012), 53.

  19. იხილეთ დალინ ჰ. ოუკსი, “Priesthood Authority in the Family and the Church,” Ensign or Liahona, Nov. 2005, 24–27.

  20. პირადი იმეილი, აგვისტო. 5, 2013; იხილეთ იაკობი 5:14.

  21. იხილეთ ებრაელებს 5:4.

  22. ისაია 55:8.

  23. იაკობი 4:13.

  24. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 81:4–5. პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლიმ თქვა: „თქვენი ვალდებულება ისეთივე სერიოზულია, როგორიც არის ჩემი ვალდებულება ჩემს სფეროში. არცერთ მოწოდებას არ არის ეკლესიაში პატარა ან უმნიშვნელო შედეგების.“ Ensign, May 1995, 71).

  25. მ. რასელ ბალარდი, “Strength in Counsel,” Ensign, Nov. 1993, 76.