2010-2019
ღვთის ძალითა და უფლებამოსილებით სწავლება
ოქტომბერი 2013


ღვთის ძალითა და უფლებამოსილებით სწავლება

უფალმა უზრუნველყო ყოველი ღირსეული უკანასკნელი დღეების წმინდანისთვის, ასწავლონ მაცხოვრის გზით.

ჩვენ ეკლესიის მასწავლებლების უზომოდ მადლიერები ვართ. ჩვენ გვიყვარხართ და სრულად გენდობით. თქვენ აღდგენილი სახარების ერთ-ერთი უდიდესი სასწაული ხართ.

ჭეშმარიტად, არსებობს საიდუმლო, რომელიც გაძლევს საშუალებას გახდე წარმატებული სახარების მასწავლებელი და ასწავლო ღვთის ძალითა და უფლებამოსილებით. მე გამოვიყენე სიტყვა საიდუმლო, რადგან იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია მასწავლებლის წარმატება, გაიგებს მხოლოდ ის, ვისაც აქვს მოწმობა იმაზედ, თუ რა მოხდა 1820წ.

გაზაფხულის ერთ მშვენიერ, ნათელ დილას. 14 წლის ბიჭის მორჩილი ლოცვის პასუხად ცა გაიხსნა. მარადიული მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, გამოეცხადნენ და ელაპარაკნენ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს. დაიწყო ასე ნანატრი ყოველივეს აღდგენა და გამოცხადების პრინციპი სამუდამოდ დაარსდა ჩვენს წყობაში. ჯოზეფის გზავნილი და ჩვენი გზავნილი მსოფლიოს შეიძლება მოკლედ ითქვას ორი სიტყვით: “ღმერთი ამბობს“. იგი საუბრობდა ძველად, იგი ესაუბრა ჯოზეფს და იგი გესაუბრებათ თქვენ. აი ამით გამოირჩევით სხვა მასწავლებლებისგან ამქვეყნად. აი რატომ ვერ დამარცხდებით.

თქვენ აგირჩიეს წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სულის თანახმად და თავზე დაგასხეს ხელი მღვდლობის უფლებამოსილებით. რას ნიშნავს ეს?

პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფლის დავალებას ასრულებთ. თქვენ მისი ნდობით აღჭურვილი პირი ხართ და გაქვთ უფლებამოსილება და დავალება იმოქმედოთ მისი სახელით. როგორც მისი დავალების შემსრულებელს, თქვენ გენიჭებათ უფლება მიიღოთ მისგან დახმარება. შეიძლება თქვენ ჰკითხოთ საკუთარ თავს: „რას იტყოდა მხსნელი, მას, რომ დღეს ჩემს მაგივრად გაკვეთილი ჩაეტარებინა და როგორ იტყოდა იგი სათქმელს?“ შემდეგ, ასეც უნდა მოიქცეთ.

ასეთმა პასუხისმგებლობამ შეიძლება ვინმეში უღირსობის გრძნობა ან შიში დაბადოს. ეს გზა რთული არ არის. უფალმა უზრუნველყო ყოველი ღირსეული უკანასკნელი დღეების წმინდანისთვის, ასწავლონ მაცხოვრის გზით.

მეორე: თქვენ მოგიწოდეს ასწავლოთ იესო ქრისტეს სახარება. თქვენ არ უნდა ასწავლიდეთ საკუთარ იდეებსა ან ფილოსოფიას, თუნდაც წმინდა წერილთან ერთად. სახარება არის ხსნისკენ მიმართული ღვთის ძალა1 და მხოლოდ სახარების წყალობით ვართ გადარჩენილნი.

მესამე: თქვენ გიბრძანეს ისე ასწავლოთ სახარების პრინციპები, როგორც ეს გადმოცემულია ეკლესიის სამაგალითო სწავლებებში, რომ ასწავლოთ თანამედროვე წინასწარმეტყველებისა და მოციქულების სიტყვები და ის, რასაც სულიწმინდა გასწავლით.

მაშასადამე, საიდან უნდა დავიწყოთ?

ჩვენი პირველი და ყველაზე მთავარი ვალდებულებაა ვიცხოვროთ ისე, რომ სულიწმინდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და თანამგზავრი. როცა ჰაირამ სმითი აპირებდა ამ ბოლო დღეების სამუშაოში მონაწილეობის მიღებას, უფალმა თქვა, რომ ეს იყო მისი (ჰაირამის) სამუშაო – დაეცვა მისი მცნებები მთელი მისი ძალით, გონებითა და სიძლიერით.2 ეს არის საწყისი ეტაპი. რჩევა, რომელიც უფალმა ჰაირამს მისცა, იგივეა, რაც წმინდანებს ყოველ დროში ეძლეოდათ.

პირველმა პრეზიდენტობამ დღეს ასე მიმართა მასწავლებლებს: „თქვენი მსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის თქვენი ყოველდღიური სულიერი მომზადება, რაც მოიცავს ლოცვას, წმინდა წერილის წაკითხვასა და მცნებების დაცვას. ჩვენ გვინდა შეგაგულიანოთ, მიუძღვნათ თავი სახარებით ცხოვრებას კიდევ უფრო დიდი მიზნით, ვიდრე აქამდე.“3

მნიშვნელოვანია, რომ პირველმა პრეზიდენტობამ არ თქვა ის, რომ მასწავლებლის მსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, გაკვეთილის ხარისხიანად მომზადება ან სწავლების სხვადასხვა მეთოდების დახვეწა. რა თქმა უნდა, თქვენ ბეჯითად უნდა მოემზადოთ ყოველი გაკვეთილისთვის და ეცადოთ შეიმეცნოთ თუ როგორ უნდა ასწავლოთ ისე, რომ დაეხმაროთ თქვენს სტუდენტებს მათი თავისუფალი არჩევანის გამოყენებაში და როგორ შეუშვან მათ გულში სახარება, მაგრამ თქვენი მსახურების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი პირადი, სულიერი მომზადება. თუ თქვენ ამ რჩევას მიჰყვებით, პირველი პრეზიდენტობა შეგპირდათ: „სულიწმინდა დაგეხმარებათ იმის ცოდნაში, თუ რა უნდა აკეთოთ. თქვენი პირადი მოწმობა გაიზრდება, თქვენი მოქცევა გაღრმავდება და თქვენ მეტი ძალა მოგეცემათ ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახავად.“4

განა ამაზე მეტი ლოცვა-კურთხევები შეიძლება ინატროს მასწავლებელმა?

უფალმა გვიბრძანა, რომ სანამ მის სიტყვას განვაცხადებდით, უნდა ვესწრაფოდეთ მივიღოთ იგი.5 თქვენ უნდა გახდეთ საღი აზროვნების ქალები და მამაკაცები, წმინდა წერილის კვლევითა და მათი გულში დაუნჯებით. შემდეგ, როცა უფლის დახმარებას მოითხოვთ, იგი თავისი სულიწმინდითა და სიტყვით დაგლოცავთ. თქვენ გექნებათ ღვთის ძალა ადამიანების დასარწმუნებლად.

პავლე მოციქული გვეუბნება, რომ სახარება მოდის ადამიანებთან ორი გზით: სიტყვითა და ძალით.6 სახარების სიტყვა ჩაწერილია წმინდა წერილში და ჩვენ შეგვიძლია ამ სიტყვის მოპოვება ბეჯითი სწავლით. სახარების ძალა შემოდის იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სულიწმინდა ჰყავთ თანამგზავრად და ისინი მიჰყვებიან მის კარნახს. ზოგს მთელი ყურადღება გადატანილი აქვს მხოლოდ სიტყვის მიღებაზე და იმაზე, რომ გახდეს ინფორმაციის მიწოდების ექსპერტი. სხვები უგულვებელყოფენ მომზადებას და იმედოვნებენ, რომ უფალი რამენაირად დაეხმარება მათ, ჩაატარონ გაკვეთილი. თქვენ არ უნდა ელოდებოდეთ იმას, რომ სულიწმინდა დაგეხმარებათ წმინდა წერილისა და იმ პრინციპების გახსენებაში, რომლებიც არ გისწავლიათ ან არ განგიხილავთ. იმისთვის, რომ წარმატებით ასწავლო სახარება, უნდა იქონიო ცხოვრებაში სახარების სიტყვაც და ძალაც.

ალმას ესმოდა ეს პრინციპები, იგი გახარებული იყო მოსიას შვილების გამო და იმის გამო, თუ როგორ ასწავლიდნენ ისინი ღვთის ძალითა და უფლებამოსილებით. ჩვენ ვკითხულობთ:,

რომ ისინი საღი აზროვნბების ადამიანები იყვნენ და ბეჯითად იკვლევდნენ წმინდა წერილს, რათა ღვთის სიტყვა სცოდნოდათ.

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო; ისინი ძალიან ბევრს ლოცულობდნენ და მარხულობდნენ; ასე რომ, მათ ... გამოცხადების სული ჰქონდათ.7

შემდეგ, მოსმენა უნდა ისწავლოთ. უხუცესმა ჯეფრი ჰოლანდმა ასწავლა ეს პრინციპი მისიონერებს.. მე მოვახდენ უხუცესი ჰოლანდის ციტირებას, მაგრამ უფლებას მივცემ თავს და მოწიწებით შევცვლი ტერმინებს მისიონერი და დაინტერესებული პირი სიტყვებით მასწავლებელი და მოწაფე. სულიწმინდის კარნახის მოსმენის შემდეგ, [მასწავლებლის] მეორე ვალდებულებაა – [მოწაფის მოსმენა]. ... თუ ჩვენ სულიერი ყურებით მოვისმენთ, ... [ჩვენი მოწაფეები] გვეტყვიან, რომელი გაკვეთლების მოსმენა ესაჭიროებათ მათ!“

უხუცესი ჰოლანდი აგრძელებს: „ ფაქტია, რომ [მასწალებლები] უფრო მეტად ფოკუსირებულნი არიან სანუგეშო, განმეორებითი გაკვეთილის შინაარსზე, ვიდრე თავიანთ [მოწაფეებზე], როგორც ინდივიდებზე.8

მას შემდეგ, რაც თქვენ საუკეთესოდ მოამზადეთ საკუთარი თავიც და გაკვეთილიც, უნდა თავის ნებაზე მიუშვათ. როცა სულიწმინდის ეს ჩუმი კარნახი იწყება, უნდა ვიქონიოთ სიმამაცე გადავდოთ, ჩვენი კონსპექტი და მივყვეთ სულიწმინდის კარნახს. როცა ჩვენ ასე ვიქცევით, გაკვეთილი, რომელსაც თქვენ ატარებთ, აღარ არის თქვენი, ის უკვე უფლისაა.

როცა თავს უძღვნით სახარებით ცხოვრებას უფრო მეტი მიზნით, ვიდრე ოდესმე და იკვლევთ წმინდა წერილს, იუნჯებთ მათ გულში – იგივე სულიწმინდა, რომელმაც გამოუცხადა ეს სიტყვები მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს ძველად, დაგიმოწმებთ მათ ჭეშმარიტებას. ფაქტიურად, სულიწმინდა ხელახლა გამოგიცხადებთ მათ. როცა ეს ხდება, სიტყვები, რომლებსაც თქვენ კითხულობთ, უკვე არ არის მხოლოდ ნეფის, პავლე მოციულის ან ალმასი, ისინი თქვენი ხდება. შემდეგ, სწავლებისას, სულიწმინდა ყველაფერს შეგახსენებთ. ჭეშმარიტად, ის, რაც უნდა თქვათ, მოგეცემათ საჭირო საათზე, დიახ, საჭირო მომენტში.9 როცა ასე მოხდება, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ამბობთ იმას, რის თქმასაც არ აპირებდით. შემდეგ, თუ დაუკვირდებით აღმოაჩენთ, რომ სწავლებისას რაღაცას სწავლობთ.. პრეზიდენტმა მარიონ  ჯ. რომნიმ თქვა: „მე ყოველთვის ვიცი, როცა ვსაუბრობ სულიწმინდის შთაგონებით, რადგან ყოველთვის რაღაცას ვსწავლობ იქიდან, რასაც ვლაპარაკობ.“10 .გახსოვდეტ, რომ მასწავლეელიც სტუდენტია.

საბოლოოდ, თქვენ უნდა იდგეთ, როგორც დამოუკიდებელი მოწმე იმისა, რასაც ასწავლით და არ უნდა იყოთ სახელმძღვანელოში დაწერილი სიტყვების ექო ან სხვების აზრების გადმომცემი. ქრისტეს სიტყვების ნადიმით და ცდილობთ სახარებით ცხოვრებას უფრო მეტი მიზნით, ვიდრე ადრე, სულიწმინდა დაგიმოწმებთ, რომ რასაც ასწავლით – წეშმარიტებაა. ეს არის გამოცხადების სული, და იგივე სული მიიტანს თქვენს გზავნილს იმ ადამიანების გულებამდე, რომლებსაც სურთ და მზად არიან მიიღონ იგი.

მოდით დავასრულოთ იმით, რითიც დავიწყეთ საუბარი – წმინდა ტყით. იმის გამო, რაც იმ მშვენიერ გაზაფხულის დილით ასე დიდი ხნის წინ მოხდა, თქვენ გეძლევათ უფლება ასწავლოთ ღვთის ძალითა და უფლებამოსილებით.მე ამას საზეიმოდ და პირადად ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.