2010-2019
გადაწყვეტილებები მარადიულობისთვის
ოქტომბერი 2013


გადაწყვეტილებები მარადიულობისთვის

თავისუფლების გონივრულად გამოყენება გახდება გადამწყვეტი თქვენი სულიერი განვითარებისათვის, დღეს და სამარადისოდ.

ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, ყოველი დღე არის გადაწყვეტილების მიღების დღე. პრეზიდენტი თომას ს. მონსონი გვასწავლიდა, რომ „გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ბედისწერას.“1 ძალზედ მნიშვნელოვანია პირადი თავისუფლების ჭკვიანურად გამოყენება თქვენი სულიერი განვითარებისათვის, ამჟამად და სამარადისოდ. არასდროს არ ხართ ძალიან ახალგაზრდა სწავლისათვის, ან მოხუცი ცვლილებებისთვის. თქვენი ძლიერი სურვილია სწავლა და ცვლილება, რაც დასახულია ღვთაებისაგან და ლტოლვა მარადიული განვითარებისაკენ..2 ყოველ დღეს მოაქვს შესაძლებლობა მარადიული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჩვენ ვართ მარადიული არსებები, ზეციური მშობლების სულიერი შვილები, ბიბლიაში წერია, „შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, … შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.“3 ახლახან ვუსმენდი ბავშთა გუნდს, რომელიც მღეროდა საგალობელს „მე შვილი ვარ ღვთისა“4 და ვფიქრობდი, რატომ არ მღერიან ამ სიმღერას დედები ან ერთგული მამები? ნუთუ ყველანი არ ვართ ღმერთის შვილები? სინამდვილეში, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია შეწყვიტოს ღმერთის შვილად ყოფნა!

როგორც ღმერთის შვილებს, ჩვენ უნდა გვიყვარდეს იგი, მთელი ჩვენი გულითა და სულით, ჩვენ მიწიერ მშობლებზე მეტადაც კი.5 უნდა გვიყვარდეს ჩვენი მეზობლები, როგორც საკუთარი დები და ძმები. არცერთი სხვა მცნება არ არის ამაზე მნიშვნელოვანი.6 და უნდა ყოველთვის პატივი ვცეთ ადამიანის სიცოცხლეს, მისი განვითარების ყოველ ეტაპზე.

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ სხეული და სული არის ადამიანის არსება.7 როგორც ორი ნაწილისაგან შემდგარი არსება, ყოველ თქვენგანს შეუძლია მადლიერი იყოს ღმერთისადმი მისი ძვირფასი ძღვენისათვის, თქვენი სხეულისა და სულისათვის.

ადამიანის სხეული

ჩემი პროფესიის, ექიმობის წლებმა, მასწავლა ადამიანის სხეულისადმი ღრმა პატივისცემა. ღმერთის მიერ შექმნილი თქვენთვის ნაბოძები, ის არის სრულიად განსაცვიფრებელი! დაფიქრდით თქვენს თვალებზე, რომლითაც ხედავთ, ყურებზე რომლითაც ისმენთ და თითებზე, რომლითაც გრძნობთ, ყველა საოცრებებს, რაც თქვენს გარშემოა. თქვენი ტვინი გაძლევთ საშუალებას ისწავლოთ, იფიქროთ და იმსჯელოთ. თქვენი გული მუშაობს დაუღალავად დღე და ღამე, თქვენთვის თითქმის შეუმჩნევლად..8

თქვენი სხეული თავს იცავს, ტკივილი მოდის როგორც გაფრთხილება, რომ რაღაცა არ არის კარგად და სჭირდება ყურადღება. დაავადებები და ინფექციები გვიტევენ ხანდახან და როდესაც ეს გვემართება, ანტისხეულები წარმოიშვებიან რათა გაზარდოს თქვენი წინააღმდეგობა ინფექციის მიმართ.

თქვენი სხეული ჰკურნავს საკუთარ თავს, ჭრილობები და დაბეჟილობები ხორცდებიან. მოტეხილი ძვლებს კვლავ შეუძლიათ განმტკიცდნენ. მე მოგახსენეთ მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი მრავალი საოცარი თვისებებისა, რაც ღმერთმა უბოძა თქვენს სხეულს.

ამისდა მიუხედავად, ყოველ ოჯახს და თუ არა ყოველ ადამიანს აქვს ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას9, ასეთი გამოწვევის დასაძლევად წესს გვაძლევს უფალი. მან თქვა: „მე ვუბოძე ადამიანებს სისუსტეები, რათა ყოფილიყვნენ თავმდაბალნი; … რადგან თუ იქნებიან თავმდაბალნი და ექნებათ ჩემში რწმენა, მაშინ მე მათ სისუსტეებს ვაქცევ მათთვის სიმძლავრედ.“10

განსაკუთრებული სულები ხშირად იმყოფებიან არასრულყოფილ სხეულებში.11 ასეთი სხეულის ძღვენი, სინამდვილეში ანმტკიცებს ოჯახს, როდესაც მშობლები და ბავშვები ერთად იკვრებიან ცხოვრებაში იმ ბავშვის გარშემო, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა.

დაბერების პროცესიც არის ღმერთის ძღვენი, ისევე, როგორც გარდაცვალება. მოკვდავი სხეულის გარდაცვალების საშუალება, მნიშვნელოვანია ღმერთის დიდი ბედნიერების გეგმისათვის.12 რატომ? რადგან გარდაცვალება მისცემს თქვენს სულს საშუალებას, რომ უკან, მასთან სახლში დაბრუნდეს.13 მარადიულობის გადასახედიდან, გარდაცვალება არის უდროო მხოლოდ მათთვის, ვინც არ არის მზად ღმერთთან შესახვედრად.

თქვენს სხეულთან ერთად, ხართ რა ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი მარადიული გეგმის, ეს არის პატარა საოცრება, რაც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, როგორც „ღმერთის ტაძარი“.”14 ყოველთვის, როდესაც სარკეში იხედებით, ხედავთ თქვენს სხეულს, როგორც საკუთარ ტაძარს. ამ ჭეშმარიტების ყოველდღიურად მადლიერებას შეუძლია დადებითად იმოქმედოს თქვენს გადაწყვეტილებებზე, თუ, როგორ უნდა იზრუნოთ საკუთარ სხეულზე და როგორ გამოიყენებთ მას. და ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს თქვენს მომავალს. როგორ არის ეს შესაძლებელი? რადგან თქვენი სხეული არის თქვენი სულის ტაძარი. და როგორც იყენებთ საკუთარ სხეულს, ეს აისახება თქვენს სულზე. ზოგიერთი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს თქვენს მარადიულ ბედისწერას მოიცავენ:

  • როგორ იზრუნებთ და გამოიყენებთ საკუთარ სხეულს?

  • რომელ სულიერ თვისებას განავითარებთ?

ადამიანის სული

თქვენი სული არის მარადიული არსება. უფალმა თავის წინასწარმეტყველ აბრაამს უთხრა: „შენ იყავი ამორჩეული, სანამ დაიბადებოდი.“15 უფალმა დაახლოებით იგივე უთხრა იერემიას16 და მრავალ სხვას.17 მან ეს თქვენზეც თქვა.18

თქვენი მამაზეციერი დიდი ხანია გიცნობთ. თქვენ, როგორც მისი შვილი ან ქალიშვილი, ამოჩეულნი იყავით მის მიერ, რომ მოსულიყავით დედამიწაზე ზუსტად ამ დროს, და ყოფილიყავით მისი დიდებული საქმის წინამძღოლები დედამიწაზე.19 თქვენ იყავით არჩეულნი არა თქვენი სხეულის თვისებების გამო, არამედ თქვენი სულიერი თვისებებისათვის, როგორიც არის სიმამაცე, გულის პატიოსნება, ჭეშმარიტების წყურვილი, სიბრძნისაკენ ლტოლვა და მოყვასისადმი სამსახურის სურვილი.

თქვენ განავითარეთ ზოგიერთი ეს თვისება დაბადებამდე. დანარჩენები შეგიძლიათ განავითაროთ აქ დედამიწაზე,20 გულმოდგინე ძიებით.21

ძირითადი სულიერი თვისება არის თვითშეკავება, ძალა, რომ სურვილს სძლიოს გონებამ. თვითშეკავება აღზრდის ურყევ სინდისს. და სინდისი განსაზღვრავს თქვენს მორალურ გამოხმაურებას რთულ, მაცდურ და გამოცდის ჟამს. მარხვა ეხმარება თქვენს სულს, რომ განავითაროს ზეგავლენა ხორციელ სურვილებზე. მარხვა ასევე ხელმისაწვდომს ხდის ზეციურ დახმარებას, რადგან ამძაფრებს თქვენს ლოცვებს. რატომ გვჭირდება თვითშეკავება? ღმერთმა გვიბოძა ძლიერი სურვილი საზრდოებისათვის და სიყვარულისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ადამიანის ოჯახის არსებობისათვის.22 როდესაც ვთოკავთ ჩვენს სურვილებს ღმერთის კანონების საზღვრებში, ამით შეგვიძლია დავტკბეთ უფრო ხანგრძლივი სიცოცხლით, დიდი სიყვარულითა და სრულყოფილი სიხარულით.23

არ არის მოულოდნელი, რომ ცდუნებების უმრავლესობა, რომლებიც გვაცდენენ ღმერთის ბედნიერების გეგმისაგან, მოდიან ღმერთის მიერ ნაბოძები სურვილების არასწორად გამოყენებით. ჩვენი სურვილების მოთოკვა ყოველთვის არ არის ადვილი. ვერცერთი ჩვენგანი მათ სრულყოფილად ვერ ერევა..24 ხდება შეცდომები და ცოდვები. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ. და შეგვიძლია ჭეშმარიტად მოვინანიოთ.25

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ყოფაქცევა და ჩვენი სურვილები. როგორ? არის მხოლოდ ერთი გზა. ჭეშმარიტი ცვლილება—ნამდვილი ცვლილება—შესაძლებელია მოვიდეს მხოლოდ იესო ქრისტეს მკურნავი, განმწმენდი, ყოვლისშემძლე ძალით.26 მას უყვარს ყოველი თქვენგანი!27 ის ნებას გიბოძებთ, რომ მიიღოთ მისი ძალა, როდესაც დაიცავთ მის მცნებებს, მგზნებარედ, გულწრფელად და ზუსტად. ეს ასე უბრალოა და ჭეშმარიტი. იესო ქრისტეს სახარება არის ცვლილების სახარება.28

ძლიერი ადამიანის სული, ხორციელი სურვილების მოთოკვით, არის მეუფე საკუთარი ემოციებისა და ვნებების; და არა მათი მონები. ასეთი თავისუფლება, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია სულისთვის, როგორც ჟანგბადი სხეულისათვის! თავისუფლება საკუთარი მონობისაგან არის ჭეშმარიტი განთავისუფლება!29

ჩვენ ვართ „თავისუფლები, რომ ავირჩიოთ თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე, ან ავირჩიოთ ტყვეობა, უბედურება და სიკვდილი.“30 როდესაც ავირჩევთ თავისუფლებისკენ და მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ ამაღლებულ ბილიკს, ეს ბილიკი მოიცავს ქორწინებას.31 უკანასკნელ დღეთა წმინდანები, აცხადებენ, რომ „ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის არის ღმერთის მიერ დაწესებული, და რომ ოჯახი არის შემქნმელის გეგმის ცენტრალური ნაწილი, მისი შვილების მარადიული მიმართულებისათვის.“ ჩვენ ასევე ვიცით, რომ „სქესი არის აუცილებელი თვისება პიროვნების წინამიწიერი, მიწიერი და მარადიული პიროვნებისათვის და დანიშნულებისათვის.“32

ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის, ძირითადია უფლის მოძღვრებისათვის და გადამწყვეტია ღმერთის მარადიული გეგმისათვის. ქალსა და მამაკაცს შორის არის ღმერთის წესი სიცოცხლის სისავსისათვის, დედამიწაზე და ზეცაში. ქორწინების ბილიკის დამახინჯება არასწორად გაგება და არასწორად განმარტება არ შეიძლება.33 არ შეიძლება თუ გვინდა ჭეშმარიტი სიხარული. ღმერთის ქორწინების წესი იცავს წმინდა ნაყოფს და ცოლ ქმრული ურთიერთობების სიახლოვეს.34 ჩვენ ვიცით, რომ ადამი და ევა იყვნენ დაქორწილებულები ღმერთის მიერ, იქამდე, სანამ ისინი გამოსცდიდნენ ცოლქმრული ერთობის სიხარულს.35

ჩვენს დღეებში, საზოგადოებრივ ხელისუფლებას, ქორწინების დასაცავად აქვს პირდაპირი ინტერესი, რადგან ძლიერი ოჯახები აყალიბებენ საუკეთესო საშუალებას მომავალი თაობების ჯანმრთელობისათვის, განათლებისათვის, კეთილდღეობისათვის და განვითარებისათვის.36 მაგრამ საზოგადოებრივი ხელისუფლება, მოექცა საერთო მოდური მიმართულებებისა და სეკულარული ფილოსოფიების მძიმე გავლენის ქვეშ, როდესაც წერენ ასწორებენ და ასრულებენ კანონებს. მიუხედავად იმისა თუ როგორია საზოგადოებრივი კანონმდებლობა არის მიღებული, უფლის მოძღვრება არ შეიცვლება ქორწინების და მორალის შესახებ.37 გახსოვდეთ, ცოდვა ადამიანის მიერ დაკანონებულიც კი, კვლავ ცოდვად ითვლება ღმერთის თვალში!

როდესაც ჩვენ უნდა გავიმეოროთ მხსნელის სიკეთე და თანაგრძნობა, როდესაც ჩვენ უნდა დავაფასოთ ღმერთის შვილების უფლებები და გრძნობები, ჩვენ არ შეგვიძლია მისი მოძღვრების შეცვლა. ის ჩვენი არ არის, რომ შევცვალოთ, მისი მოძღვრება ჩვენთვის არის, რათა ვისწავლოთ, გავიგოთ, და მივყვეთ.

მხსნელის ცხოვრების გზა არის კარგი. იგი მოიცავს ქორწინებამდე უმანკოებას და სრულ ერთგულებას ქორწინებაში.38 უფლის გზა არის ერთადერთი გზა, რომ განვიცადოთ ნამდვილი ბედნიერება. მას მოაქვს სანდო ნუგეში ჩვენი სულებისათვის და მყარი მშვიდობა ჩვენი ოჯახებისათვის. და ყველაზე საუკეთესო, მის გზას მივყავართ სახლში მასთან და ჩვენს მამაზეციერთან, მარადიული სიცოცხლისათვის და ამაღლებისათვის.39 ეს არის ღმერთის საქმისა და სიდიადის არსი.40

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველი დღე არის გადაწყვეტილებების მიღების დღე; და ჩვენი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს ბედისწერას. ერთ დღეს, ყოველი ჩვენგანი წარსდგება ღმერთის წინაშე განსჯისათვის.41 ყოველ ჩვენგანს ექნება პირადი გასაუბრება იესო ქრისტესთან.42 ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მივიღეთ საკუთარ სხეულზე, ჩვენს სულიერ თვისებებზე და როგორ დავაფასეთ ღმერთის წესი ქორწინებისა და ოჯახის შესახებ. რომ შევძლოთ ჭკვიანურად გავაკეთოთ არჩევანი ყოველ დღე, გადაწყვეტილებები მარადიულობისათვის. ეს არის ჩემი გულწრფელი ლოცვა, იესო ქრისტეს წმინდა სახელით ამინ.

შენიშვნები

  1. თომას ს. მონსონი, “Decisions Determine Destiny” (Church Educational System fireside, Nov. 6, 2005), 3; speeches.byu.edu.

  2. მარადიული განვითარების კონცეფცია კარგად აღწერილიაby ვ. ვ. ფელფსის მიერ მის საგალობლის ტექსტში “If You Could Hie to Kolob” (Hymns, no. 284). მე- 4 ლექსში ნათქვამია: “There is no end to virtue; / There is no end to might; / There is no end to wisdom; / There is no end to light. / There is no end to union; / There is no end to youth; / There is no end to priesthood; / There is no end to truth.” მე- 5 ლექსში: “There is no end to glory; / There is no end to love; / There is no end to being; / There is no death above.”

  3. დაბადება 1:27; იხილეთ ასევე კოლასელთა მიმართ 3:10; ალმა 18:34; ეთერი 3:15; მოსე 6:9.

  4. „მე ვარ ღვთის შვილი“ საგალობლები, 301.

  5. იხილეთ მათე 10:37.

  6. იხილეთ მარკოზი 12:30–31.

  7. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 88:15.

  8. ღმერთის მიერ სხვა მოცემული მექანიზმები, ასევე მოქმედებენ თქვენს სხეულში, ელემენტები, როგორებიც არის სოდა, კალიუმი და კალციუმი და კომპონენტები, როგორიც არის წყალი გლუკოზა და პროტეინები აუცილებელია გადარჩენისათვის. სხეული ამუშავებს ჟანგბადს და ნახშირორჟანგს, ის გამოყოფს ჰორმონებს, როგორიცაა ინსულინი ადრენალინი და ჰიროქსინი, რომელთა დონე კონტროლირდება სხეულში თავისთავად, ჰორმონების ზრდა და კლება არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, რომელიც დაახლოებით 37-მდე გრადუსის ფარგლებშია, სადაც არ უნდა იყოთ ეკვატორზე თუ ჩრდილოეთ პოლუსზე.

  9. ზოგიერთი თვისებები აშკარაა, სხვები დაფარული, ზოგი შთამომავლობითია, სხვები არა. ზოგ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება კიბოსკენ, სხვებს ალერგიისკენ და ასე შემდეგ.ყოველ ჩვენგანი შეიძლება შეახსენოს საკუთარმა სისუსტეებმა და მორჩილად გვასწავლოს თუ რა უნდა უფალს, რომ ვისწავლოთ. რომ სისუსტე შეიძლება იქცეს ძალად.

  10. ეთერი 12:27.

  11. ზოგიერთი თვისებები არ გამოსწორდება აღდგომამდე, როდესაც „ყველაფერი აღდგება თავის საკუთარ და საუკეთესო ფორმაში“ (ალმა 40:23).

  12. იხილეთ ალმა 42:8.

  13. ფსალმუნების მწერალმა დაწერა, „ძვირფასია უფალი თვალში მის წმინდანთა სიკვდილი“ (ფსალმუნები 116:15). სიკვდილი ძვირფასია, რადგან ეს არის წმინდანთა უფალთან სახლში დაბრუნება.

  14. 1 კორინთელთა მიმართ 3:16; იხილეთ ასევე 6:19.

  15. აბრაამი 3:23.

  16. იხილეთ იერემია 1:5.

  17. იხილეთ ალმა 13:2–3.

  18. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 138:55–56.

  19. იხილეთ ალმა 13:2–3; მოძღვრება და აღთქმები 138:38–57.

  20. რწმენის სიმბოლოებია „რწმენა, უბიწოება, ცოდნა, ზომიერება, მოთმინება, ძმური გულკეთილობა, სიკეთე, მოწყალება, თავმდაბლობა და სიბეჯითე“(მოძღვრება და აღთქმები4:6) არიან თვისებები, რომლებიც შეგვიძლია განვავითაროთ და გავცეთ, მადლიერება არის კიდევ ერთი სულიერი თვისება, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ, მადლიერება აყალიბებს ხასიათს და ნაყოფიერებას. როდესაც სულიერად ხართ „ღვთისაგან შობილი“ თქვენ შეგიძლით მადლიერებით მიიღოთ მისი ხატი თქვენს შეგნებაში. (იხილეთალმა 5:14).

  21. იხილეთ 1 კორინთიელებს 12; 14:1–12; მორონი 10:8–19; მოძღვრება და აღთქმები 46:10–29.

  22. ზოგიერთნი განიცდიან უზომოდ ჭამის ცდუნებას. „სიმსუქნემ მიაღწია ეპიდემიურ ზღვარს მთელ მსოფლიოში, თითქმის 2,8 მილიონი ადამიანი კვდება დღეს მსოფლიოში ჭარბი წონისაგან“ (World Health Organization, “10 Facts on Obesity,” Mar. 2013, www.who.int/features/factfiles/obesity/en. სხვები პირიქით ჭამენ ძალიან ცოტას, ანორექსია და ბულემია ანგრევს მრავალთა სიცოცხლეს, ქორწინებებს და ოჯახებს, ზოგიერთნი აყოლილები არიან სექსუალურ ცდუნებებს, რაც აკრძალულია ჩვენი შემქმნელის მიერ. განმარტება მოცემულია Handbook 2: Administering the Church, რომელიც გვეუბნება: „უფლის უბიწოების კანონი არის ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობებისგან თავშეკავება, მრუშობაა არაკანონიერი თანაცხოვრება, ჰომოსექსუალისტური ან ლესბოსური ურთიერთობები, და ყველა სხვა უწმინდური არაბუნებრივ ან უწმინდურ ქცევები.” კვლავ ვკითხულობ წიგნიდან: „ჰომოსექსუალური ქცევა, არღვევს ღმერთის მცნებებს, ის ეწინააღმდეგება ადამიანის დანიშნულებას და აშორებს ხალხს იმ კურთხევებისგან, რომელთა მიღება შეიძლება ოჯახურ ცხოვრებაში და სახარების წესების დაცვით. იმავე დროს, როდესაც ეკლესია ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალიზმს, ეკლესია ექცევა გაგებითა და პატივისცემით იმ ადამიანებს, რომლებსაც იგივე სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვთ მიზიდულობა“ ([2010], 21.4.5, 6).

  23. იხილეთ 1 კორინთიელთა 6:9–20; იაკობი 1:25–27; მოძღვრება და აღთქმები 130:20–21. . და უნდა ყოველთვის გახსოვდეთ რომ „ადამიანი არსებობს, რათა იქონიოს სიხარული“ (2 ნეფი 2:25).

  24. მოკვდავება არის გამოცდის ჟამი, როგორც ახსნილია წმინდა წერილებში: „ჩვენ აქ მათ გამოვცდით, რათა ვიხილოთ გააკეთებენ თუ არა ყველაფერს, რასაც უბრძანებს მათ უფალი მათი ღმერთი“(აბრაამი 3:25).

  25. იხილეთ მოსია 4:10; ალმა 39:9; ჰელემანი 15:7. Handbook 2 includes this message: „ჰომოსექსუალური ქცევა შეიძლება ეპატიოს გულწრფელი მონანიების შემდე“ (21.4.6).

  26. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით და სახარების პრინციპების მორჩილებით, მთელი კაცობრიობა შეიძლება გადარჩეს (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 138:4; რწმენის სიმბოლოები, 1:3).

  27. იხილეთ ეთერი 12:33–34; მორონი 8:17.

  28. იხილეთ მოსია 5:2; ალმა 5:12–14.

  29. See რომაელებს 8:13–17; გალატტელთა მიმართ 5:13–25; მოძღვრება და აღთქმები 88:86.

  30. 2 ნეფი 2:27.

  31. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 131:1–4.

  32. “ოჯახი; მოწოდება მსოფლიოსათვის“,” Ensign or Liahona, Nov. 2010, 129.

  33. იხილეთ მათე 19:4–6; მოსია 29:26–27; ჰელემანი 5:2.

  34. ყოველი ადამიანი დაბადებულია უნიკალური იდენტობით დნმ და ქრომოსომებით, დნმ არის მოლეკულა, რომელშიც კოდირებულია გენტიკური მონაცემები, რომლებიც საჭიროა უჯრედების განვითარებისათვის და ფუნქციონირებისათვის. ყოველი ადამიანის დნმ იქმნება დედის და მამის დნმ ერთიანდებიან და ქმნიან ახალ დნმ-ს ახალ სხეულს, ურთიერთობა მამას, დედასა და ბავშს შორის.

  35. იხილეთ დაბადება 2:24–25; 3:20–21; 4:1–2, 25.

  36. ექიმმა პატრიკ ფ. ფაგანმა დაწერა:“ეკონომიკის შემადგენელი აგურებია, რაზეც იქმნება, ეკონომიკა არის ქორწინებაში მყოფი ოჯახი, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც ყოველკვირეულად დადის ეკლესიაში, ყოველი ქორწინება ქმნის ახალ ოჯახს, დამოუკიდებელ ეკონომიკურ ერთეულს, რომელიც აწარმოებს შემოსავალს, ხარჯავს, აგროვებს დანაზოგს და აკეთებს ინვესტირებას“ (“The Family GDP: How Marriage and Fertility Drive the Economy,” The Family in America, vol. 24, no. 2 [Spring 2010], 136).

  37. იხილეთ გამოსვლა 20:14; ლევიტები 18:22; 20:13; ბიბლიის მეხუთე ტომი 5:18; მათე 5:27–28; მარკოზი 10:19; ლუკა 18:20; რომაელთა 1:26–27; 13:9; მოსია 13:22; 3 ნეფი 12:27–28; მოძღვრება და აღთქმები 42:24; 59:6.

  38. იხილეთ გორდონ  B. ჰინკლის, “This Thing Was Not Done in a Corner,” Ensign, Nov. 1996, 49.

  39. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 14:7.

  40. იხილეთ მოსე 1:39.

  41. იხილეთ 2 ნეფი 9:41, 46; მოსია 16:10.

  42. ჩვენ განვისჯებით ჩვენი საქმეებისა და გულის სურვილების შესაბამისად (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 137:9; იხილეთ ასევე ებრაელებს 4:12; ალმა 18:32; მოძღვრება და აღთქმები 6:16; 88:109).