არა სხვა ღმერთები
ნუთუ ვეთაყვანებით და ვემსახურებით პრიორიტეტებს ან ღმერთებს, იმ ღმერთისგარდა რომელსაც ვაცხადებთ, რომ ვეთაყვანებით?
ათი მცნება არის ფუნდამენტური ქრისტიანული და ებრაული რწმენისათვის. ღმერთის მიერ მოცემული ისრაელის შვილებისათვის, წინასწარმეტყველი მოსეს მეშვეობით, ამ მცნებებიდან პირველი ორი, განსაზღვრავს ჩვენს სათაყვანებელს და პრიორიტეტებს, პირველში უფალი ბრძანებს „არიყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამოსვლა 20:3). საუკუნეების შემდეგ, როდესაც იესოს ჰკითხეს, „რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“ მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით,მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.“(მათე 22:36–).
ათი მცნებიდან მეორე, საგულდაგულოდ მიუთითებს, რათა არ ვიყოლიოთ რომელიმე სხვა ღმერთები და განსაზღვრავს, რა უნდა იყოს მთავარ პრიორიტეტად ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ღვთის შვილები. „არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზე“ (გამოსვლა 20: 4). მცნებება შემდეგ ამბობს არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო“(გამოსვლა 20:5). არათუ უბრალოდ კრძალავს ფიზიკურ კერპებს, ის ამტკიცებს ყველა დროს ფუნდამენტურ პრიორიტეტს, იეჰოვა განმარტავს, „რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, … სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის“ (გამოსვლა 20:5–6). შურისმგებელი განმარტებულია. ებრაულად ნიშნავს, „ღრმა გრძნობების და ცნობიერების მქონე“ (გამოსვლა 20:5, შენიშვნა b).ჩვენ შეურაცხვყოფთ ღმერთს, როდესაც „ქედს ვუხრით“ ან „ვემსახურებით“ სხვა ღმერთებს, როდესაც გვაქვს სხვა პირველადი პრიორიტეტები .1.
I.
ჩვენს დღეებში, მართალი ხალხიც კი, რომელ სხვა პრიორიტეტებს „უხრის ქედს“ ან „ემსახურება“ ღმერთის მაგივრად? განიხილეთ ასეთი მაგალითები, ყველა გავრცელებული მსოფლიოში:
-
კულტურული და ოჯახური ტრადიციები
-
პოლიტიკური კორექტულობა
-
კარიერული მისწრაფებები
-
მატერიალური ქონება
-
გართობითი საქმიანობები.
-
ძალაუფლება, მდგომარეობა, პრესტიჟი
თუ არცერთს ამ მაგალითებიდან არ შევესაბამებით, ჩვენ ალბათ შეგვიძლია ვიგულისხმოთ რომ სხვებს ისინი ეხებათ. მთავარი ის არ არის, რომ ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს, საკითხავი არის მეორე მცნების საკითხი, „რა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი?“ ნუთუ ჩვენ ქედს ვიხრით და ვემსახურებით პრიორიტეტებს ან სხვა ღმერთებს, იმ ღმერთის მაგივრად რომელსაც ვაცხადებთ რომ ვემსახურებით? ნუთუ დაგვავიწყდა მხსნელი, რომელიც გვასწავლიდა, თუ ის გვიყვარს, უნდა დავიცვათ მისი მცნებები? (იხილეთიოანე 14:15). თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი პრიორიტეტები თავდაყირად არიან გადაყირად გადაბრუნებულია სულიერი აპათიისა და უდისციპლინო სურვილებისაგან, რომლებიც ასე ჩვეულებრივია ჩვენს დღეებში.
II.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთათვის, მცნებები დაფუძნებულია და შთაგონებულია ღმერთის გეგმით მისი შვილებისათვის – ხსნის დიდი გეგმით. ამ გეგმას, ხანდახან უწოდებენ „ბედნიერების დიდ გეგმას“ (ალმა 42:8), განმარტავს ჩვენი როგორც ღვთის შვილების წარმოშობასა და დანიშნულებას, საიდან მოვედით და რატომ ვართ აქ და სად მივდივართ. ის განმარტავს სამყაროს შექმნის მიზანს და მოკვდავების პირობებს, ღმერთის მცნებების ჩათვლით, მხსნელის აუცილებლობისა, ამქვეყნიური და მარადიული ოჯახების გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ. თუ ჩვენ, უკანასკნელ დღეთა წმინდანები, რომლებსაც გვებოძა ეს ცოდნა, არ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პრიორიტეტებს მისი გეგმის შესაბამისად, ჩვენ ვართ სხვა ღმერთების სამსახურში ყოფნის საფრთხეში.
საკუთარი შვილებისათვის ღმერთის გეგმის ცოდნა, აძლევს უკანასკნელ დღეთა წმინდანებს უნიკალურ პერსპექტივას ქორწინებისთვის და ოჯახისთვის. ჩვენ სწორად ცნობილნი ვართ ოჯახზე მომართულ ეკლესიად. ჩვენი თეოლოგია იწყება ზეციური მშობლებით და უმაღლესი მისწრაფება არის რათა მივაღწიოთ მარადიული ამაღლების სისავსეს. რომელიც ვიცით, რომ არის შესაძლებელი ოჯახური ურთიერთობებით. ჩვენ ვიცით, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის არის ღმერთის გეგმის აღსრულებისათვის. მხოლოდ ეს ქორწინება იძლევა სწორ პირობებს მოკვდავი დაბადებისათვის და ამზადებს ოჯახის წევრებს მარადიული სიცოცხლისათვის. ჩვენ ვუყურებთ ქორწინებასა და ბავშვების აღზრდას, როგორც ღმერთის გეგმის ნაწილს, წმინდა მოვალეობას, მათთვის ვისაც აქვთ ამის კეთების შესაძლებლობა. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ბავშვები და შთამომავლობა არის ჩვენი უმთავრესი საგანძურები დედამიწაზე და ზეცაში.
III.
იმის გამო რაც ჩვენ გვესმის ოჯახის მარადიული დანიშნულების შესახებ, ჩვენ ღრმად განვიცდით ქორწინებებისა და მშობიარობის დაცემას მრავალ დასავლურ ისტორიულად ქრისტიანულ და ებრაულ კულტურებში. ამის გამომწვევი მიზეზებია შემდეგი:
-
ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ისტორიის მანძილზე,2 დღესდღეობით აქვს ყველაზე დაბალი მშობიარობა, მრავალი ევროკავშირის და სხვა განვითარებული ერების მშობიარობის დონე არის იმ ზღვარს ქვევით, რომელიც აუცილებელია თავიანთი მოსახლეობის რაოდენობის შესანარჩუნებლად.3 ეს საფრთხეს უქმნის კულტურებისა და ერების გადარჩენას.
-
ამერიკაში, ახალგაზრდა ზრდასრულთა რაოდენობა 18 დან 29 წლამდე, რომლებიც დაქორწინებულები არიან,1960 წლის 59 პროცენტიდან 2010 წელს დაეცა 20 პროცენტამდე.4 დაქორწინების საშუალო წლოვანება არის ყველაზე დიდი ისტორიის მანძილზე, 26 წელი ქალებში და 29 მამაკაცებში.5
-
მრავალ ქვეყნებში და კულტურებში (1) ტრადიციული ოჯახი დაქორწინებულ მამასა და დედას შორის, ხდება გამონაკლისი ვიდრე წესი, (2) კარიერისაკენ მისწრაფება, ქორწინებისა და ბავშვების აღზრდის მაგივრად, ხდება სულ უფრო მზარდი არჩევანი მრავალი ახალგაზრდა ქალისათვის (3) და მცირდება მამების როლი და აუცილებლობა.
ამ შემაშფოთებელი მიდრეკილებებით გარშემორტყმული, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ღმერთის გეგმა არის ყველა თავისი შვილებისთვის, რომ ღმერთს უყვარს ყველა თავისი შვილი, ყველგან.6 მორმონის წიგნის პირველი თავი აცხადებს, რომ „ღმერთის ძალა და სიკეთე და მოწყალება დედამიწის ყველა მცხოვრებისათვის არის“ (1 ნეფი 1:14). შემდგომ თავში არის გამოცხადებული, რომ „მან უბოძა [ხსნა]უსასყიდლოდ ყველა ადამიანს“ და რომ „ყოველი ადამიანი ერთნაირად პრივილეგირებულია და არავინ არ იზღუდება“ (2 ნეფი 26:27–28). შესაბამისად, წმინდა წერილი გვასწავლის რომ ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ვიყოთ შემბრალებლები და მოწყალენი (სიყვარულით) ყოველი ადამიანის მიმართ. (იხილეთ 1 თესალონიკელებს 3:12; 1 იოანე 3:17; მოძღვრება და აღთქმები 121:45)
IV.
ჩვენ ასევე პატივს ვცემთ ყველა ადამიანების რელიგიურ რწმენას, მიუხედავად მათი მზარდი რაოდენობისა რომლებიც ქადაგებენ არანაირი ღმერთის რწმენას. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთისგან ნაბოძები არჩევანის ძალით, მრავალი ირწმუნებს ჩვენს საწინააღმდეგოს, მაგრამ ჩვენ ვართ იმედით აღსავსენი, რომ სხვები შესაბამისად პატივს სცემენ ჩვენს სარწმუნოებას და გაიგებენ, რომ ჩვენი სარწმუნოება მოგვიწოდებს სხვა არჩევანისათვის და ქცევისათვის, ვიდრე მათი. მაგალითად, ჩვენ გვწამს, რომ მისი ხსნის გეგმის აუცილებელ ნაწილად, ღმერთმა ჩამოაყალიბა მარადიული წესი, რომლითაც სექსუალური ურთიერთობები ხდება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის რომელნიც არიან დაქორწინებულნი.
მოკვდავი სიცოცხლის შექმნის ძალა, არის ყველაზე ამაღლებული, რაც ღმერთმა უბოძა თავის შვილებს. მისი გამოყენება ღმერთის მიერ იქნა ჩამოყალიბებული მისი ადამისა და ევასთვის მიცემული პირველი მცნებით. (იხლეთ დაბადება 1:28)მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი მცნებები, იქნა მოცემული რათა აიკრძალოს მისი არასწორი გამოყენება. (იხილეთ გამოსვლა 20:14; 1 თესალონიკელები 4:3) ყურადღება გამახვილებულია უმანკოების კანონზე, რაც ჩვენი წარმოდგენით არის, როგორც ღმერთის გეგმის შესაბამისი გამრავლების ძალა, ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინების გარეთ მისი გამოყენება, არის ერთი ან მეორე მხრივ ცოდვა და ეწინააღმდეგება ღმერთის გეგმას მისი შვილების ამაღლებისათვის.
მნიშვნელობას რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ უმანკოების გეგმას განმარტავს ჩვენს მოწოდებას ქორწინების წესისადმი, რომელიც ადამისა და ევას შორის დაარსდა და გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში როგორც ღმერთის წესი, როგორც ურთიერთობა გამრავლებისათვის მის შვილებსა და ქალიშვილებს შორის; და მისი შვილების გასაზრდელად. საბედნიეროდ, მრავალი ადამიანი გაერთიანებულია სხვა მიმდინარეობებში ან ორგანიზაციებში, რომლებიც გვეთანხმებიან ქორწინების მნიშვნელობისა და ბუნების მიმართებით, ზოგიერთი თავიანთი რელიგიური მოძღვრების ან საზოგადოებისათვის სასიკეთო მოსაზრებების გამო.
ჩვენი ცოდნა ღმერთის გეგმაზე მისი შვილებისათვის,7 განმარტავს თუ რატომ ვართ დაღონებული იმის გამო, რომ სულ უფრო მეტი ბავშვები იბადებიან ქორწინების გარეთ, ამჟამად 41 პროცენტი ამერიკაში შობილი ბავშვების8 და წყვილთა რაოდენობა რომლებიც ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე დრამატულად გაიზარდა ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, ხუთი ათწლეულის წინ, ქორწინებათა მხოლოდ მცირე ნაწილს უძღვოდა თანაცხოვრება. ამჟამად ქორწინებების 60 პროცენტი ხდება თანაცხოვრების შემდგომ.9 და ეს ხდება სულ უფრო მისაღები, განსაკუთრებით თინეიჯერთა შორის. ბოლო გამოკითხვით დაახლოებით 50 პროცენტი თინეიჯერებისა აცხადებენ, რომ ქორწინების გარეთ ბავშვის გაჩენა არის „მისაღები ცხოვრების სტილი.“10
V.
მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლა კანონისა და პოლიტიკის შესაცვლელად, რათა დაკანონდეს ღმერთის კანონების, მოკვდავთა სექსუალობის, მარადიული ბუნების, ქორწინების მიზანის და ბავშვის გაჩენის საწინააღმდეგო ყოფაქცევა. ამ ზეწოლის შედეგად ზოგიერთ ერებში უკვე ნება დართულია ერთი სქესისი ქორწინება. სხვა ზეწოლების შედეგად აირევა სქესები ან მოხდება ჰომოგენიზაცია იმ განსხვავებების ქალსა და მამაკაცს შორის, რაც აუცილებელია რათა აღსრულდეს ბედნიერების, ღმერთის გეგმა.
ჩვენი ხედვა ღმერთის გეგმისა და მისი მოძღვრებისა გვაძლევს მარადიულ პერსპექტივას, რომელიც არ გვრთავს ასეთი ქცევის უფლებას, ან გამამართლებელ კანონებს, რათა ნება დავრთოთ. და სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი შეხედულება და მოძღვრებაც კი, ჩვენი წესები განისაზღვრება იმ ჭეშმარიტებით რომლებიც ღმერთმა გამოგვიცხადა რომ ყოფილიყო უცვლელი.
ჩვენი რწმენის სიმბოლოების მეთორმეტე მუხლი აცხადებს, რომ ვემორჩილებით სამოქალაქო ხელისუფლებას და რომ „ვემორჩილებით, პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ კანონს.“ მაგრამ ადამიანის კანონები ვერ გადააქცევენ მორალურად იმას რაც ღმერთის მიერ არამორალურად არის გამოცხადებული. ერთგულება ჩვენი ზემაღალი პრიორიტეტისადმი, არის ღმერთისადმი სიყვარული და მსახურება, რომელიც მოითხოვს, რომ მივიღოთ მისი კანონი ჩვენი ყოფაქცევისათვის. მაგალითად, ჩვენ ვემორჩილებით ღვთიურ ბრძანებას, რომ არ უნდა ჩავიდინოთ მრუშობა ან არაკანონიერად თანაცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღარ ითვლებიან დანაშაულად სახელმწიფო კანონის მიხედვით, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. შესაბამისად კანონით ლეგალიზება, ეგრეთ წოდებული „ერთი სქესის მქონეთა ქორწილი“ არ ცვლის ღმერთის კანონს ქორწინებაზე, ან მის ბრძანებებსა და ჩვენს სტანდარტებს ამის შესახებ. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი აღთქმის რომ გვიყვარდეს ღმერთი და დავიცვათ მისი მცნებები და თავი შევიკავოთ ქედის მოხრისგან სხვა ღმერთებისა და პრიორიტეტებისათვის, მიუხედავად იმისა რომ ისინი ხდებიან პოპულარულები აქ ჩვენს დღევანდელობაში.
ამის გამო, ჩვენი შეიძლება არ ესმით და შეიძლება ბრალი დაგვდონ ფანატიზმში, დისკრიმინაციაში ან გავუძლოთ შემოტევებს რელიგიურ თავისუფლებაზე. თუ ასეა, ვფიქრობ, უნდა გვახსოვდეს ჩვენი პირველი პრიორიტეტი, ღმერთისათვის სამსახური, როგორც ჩვენი პიონერი წინაპრები, გავაგრძელოთ ჩვენი პირადი ხელის ურმებით სვლა, იგივე ვაჟკაცობით როგორიც მათ გამოიჩინეს.
პრეზიდენტი თომას ს. მონსონის სწავლებები ეხება ამ ვითარებას. 27 წლის წინდელ კონფერენციაზე, მან მტკიცედ გამოაცხადა „მოდით ვიქონიოთ სიმამაცე, რათა არ დავთანხმდეთ, სიმამაცე რომ ვიდგეთ ჩვენს პრინციპებზე. სიმამაცეს რომ არ ვთმობთ, მოაქვს ღმერთის მომღიმარე თანხმობა. სიმამაცე ხდება სასიცოცხლო და მისაბაძი ღირსება, რომ არა მარტო თამამად სიკვდილისა, არამედ ღირსეულად სიცოცხლის გადაწყვეტილება. მორალური მშიშარა არის ის რომელსაც ეშინია აკეთოს ის რასაც თვითონ თვლის სწორად, რადგან სხვები მას დაგმობენ ან დასცინებენ. გახსოვდეთ ყველა ადამიანებს აქვთ თავიანთი შიშები, მაგრამ ისინი რომლებიც მათ ღირსეულად უპირისპირდებიან, აქვთ ასევე სიმამაცეც.“11
მე ვლოცულობ, რომ ჩვენ ნებას არ დავრთავთ მოკვდავთა დროებით, წინააღმდეგობები დაგვავიწყოს დიდი მცნებები და პრიორიტეტები, რომლებიც მოგვცა ჩვენმა შემქმნელმა და მხსნელმა. ჩვენ არ უნდა დავუდოთ გულები ასე მეტისმეტად, იმას რაც მსოფლიო ისწრაფის ადამიანის დიდებისათვის (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 121:35)რომ დავკარგოთ თვალთახედვიდან ჩვენი მარადიული დანიშნულება. ჩვენ ვიცით ღმერთის გეგმა მისი შვილებისათვის. ჩვენ, რომლებმაც დავდეთ აღთქმა, ვაფასებთ მას, ნათლად ვაგებთ პასუხს. ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი უდიდესი სურვილი, რომელიც არის მარადიული სიცოცხლის მიღწევა.12 პირველი პრიორიტეტი, არ ვიყოლიოთ სხვა ღმერთები და არ ვემსახუროთ სხვა პრიორიტეტებს გარდა მამა ღმერთისა და მისი ძის, ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესი.
დაე ღმერთმა დაგვეხმაროს რათა ჩავწვდეთ ამ პრიორიტეტს და გაგვიგონ სხვებმა, ჩვენს მცდელობაში მივყვეთ ბრძნულ და გრძელ გზას. მე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.