სანამ კვლავ შევხვდებით
დაე მომატებული სიკეთით მივმართოთ ერთმანეთს და მარად ვაკეთოთ უფლის საქმე.
ჩემო დებო და ძმებო, ამ შესანიშნავი გენერალური კონფერენციის მიწურულს, ჩემი გული სავსეა. ჩვენ სულიერად დავნაყრდით მათი გამოსვლებისა და რჩევების მოსმენით, ვინც ყოველ სესიაზე გამოდიოდნენ.
ჩვენ დალოცვილნი ვართ იმით, რომ მშვიდად და უსაფრთხოდ შევხვდით ერთმანეთს ამ საოცარ საკონფერენციო ცენტრში. ჩვენ მოვახდინეთ კონფერენციის უპრეცედენტო გაშუქება და მივაწვდინეთ ხმა ხალხს ყოველ კონტინენტს. თუმცა ფიზიკურად შორს ვიმყოფებით მრავალი თქვენთაგანისგან, ჩვენ თქვენს სულს ვგრძნობთ.
ნება მიბოძეთ, მთელი ეკლესიის სახელით, გულითადი მადლობა გადავუხადო ამ კონფერენციაზე მოწოდებებიდან განთავისუფლებულ ძმებს თავდადებული მსახურებისათვის. უთვალავია მათი რაოდენობა, ვინც დალოცვილნი არიან უფლის სამუშაოში თქვენს მიერ შეტანილი წვლილით.
მადლობას ვუხდი ტაბერნაკალურ გუნდს და სხვა გუნდებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ კონფერენციაზე. მუსიკა შესანიშნავი იყო და ეს იყო მშვენიერი დამატება სულიწმინდის, რომელსაც ყოველ სესიაზე ვგრძნობდით.
მე მადლობას გიხდით ჩემდამი და ეკლესიის მთავარი ხელმძღვანელი პირების, ასევე სხვადასხვა მთავარი წოდებების მქონე პირებისადმი ლოცვებისთვის. ჩვენ ისინი გვაძლიერებენ.
დაე ზეცის ლოცვა-კურთხევები იყოს თქვენთან. დაე თქვენი სახლები აღივსოს სიყვარულით, თავაზიანობითა და უფლის სულით. დაე მუდამ კვებავდეთ თქვენს მოწმობებს სახარების შესახებ, რათა მათ მოწინააღმდეგის შეტევებისგან დაგიცვან.
კონფერენცია ახლა დასრულდა. მშვიდად დავბრუნდეთ სახლებში. დაე სუფევდეს ჩვენთან სულიწმინდა, რომელიც აქ ვიგრძენით, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. დაე მომატებული სიკეთით მივმართოთ ერთმანეთს და მარად ვაკეთოთ უფლის საქმე.
ჩემო დებო და ძმებო, ღმერთმა დაგლოცოთ. მისი დაპირებული სიმშვიდე სუფევდეს თქვენთან ახლაც და მუდამ. გემშვიდობებით ექვსი თვით. ჩვენი მხსნელი, თვით იესო ქრისტეს სახელით, ამინ.