წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 13


ნაწილი 13

ამონარიდი ჯოზეფ სმითის ისტორიიდან, რომელშიც აღწერილია წინასწარმეტყველის და ოლივერ ქაუდერის აარონის მღვდლობაზე ხელდასხმა ჰარმონისთან შორიახლოს, პენსილვანიაში, 1829 წ. 15 მაისს. ხელდასხმა მოხდა ანგელოზის ხელით, რომელმაც იოანედ წარადგინა თავი, რომელიც ახალ აღთქმაში მოხსენიებულია იოანე ნათლისმცემლად. ანგელოზმა განუმარტა, რომ მოქმედებს უძველესი მოციქულების – პეტრეს, იაკობისა და იოანეს ხელმძღვანელობით, რომლებიც ფლობენ უმაღლესი მღვდლობის გასაღებებს, რომელსაც ეწოდება მელქიცედეკის მღვდლობა. ჯოზეფსა და ოლივერს მიეცათ დაპირება, რომ შესაფერის დროს ამ უმაღლეს მღვდლობაზე იქნებიან ხელდასხმულნი. (იხ. ნაწილი 27:7–8, 12.)

ნაბოძებია აარონის მღვდლობის გასაღებები და ძალაუფლება.

1 თქვენ, ჩემო თანამოაზრე მსახურებო, მესიის სახელით განიჭებთ აარონის მღვდლობას, რომელიც მოიცავს ანგელოზთა მსახურების, მონანიების სახარებისა და ცოდვების მისატევებლად წყალში სრული ჩაძირვით ნათლობის გასაღებებს; და ეს აღარ იქნება ხელახლა აღგვილი დედამიწიდან, სანამ ლევიანთა შვილები კვლავ არ შესწირავენ უფალს შესაწირს სამართლიანობით.