წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 114


ნაწილი 114

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ფარ ვესტი, მისური, 11 აპრილი, 1838 წ.

1–2, ვინც ერთგული არ არის, ეკლესიაში მათი დაკავებული თანამდებობები გადაეცემა სხვებს.

1 ჭეშმარიტად, ამას ამბობს უფალი: ამაშია ჩემი მსახურის, დევიდ ვ. პატენის სიბრძნე, რომ დაასრულოს რაც შეიძლება მალე, ყოველი თავისი საქმე და მოიცილოს გასაყიდი საქონელი, რათა მომდევნო გაზაფხულზე შეძლოს ჩემთვის მისიის შესრულება სხვებთან ერთად, ანუ თორმეტთან ერთად, მისი ჩათვლით, რათა დაამოწმონ ჩემს სახელზე და მთელ ქვეყანას აუწყონ სასიხარულო ამბები.

2 ვინაიდან, ჭეშმარიტად, ამას ამბობს უფალი: რამდენადაც არიან ისეთები თქვენ შორის, რომლებიც უარყოფენ ჩემს სახელს, მათ ადგილზე სხვები დაინიშნებიან და მიიღებენ მათ ეპისკოპოსობას. ამინ.