ნაწილი 22
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. მანჩესტერი, ნიუ-იორკის ოლქი, 16 აპრილი, 1830 წ. ეს გამოცხადება ეკლესიას მიეცა იმის გამო, რომ ზოგიერთ ადამიანს სურდა, გამხდარიყო ეკლესიის წევრი ხელახლა ნათლობის გარეშე.
1, ნათლობა არის ახალი და მარადიული აღთქმა; 2–4, ნათლობა უნდა მოხდეს შესაბამისი უფლებამოსილებით.
1 აჰა, გეუბნებით, რომ ამაში შევწყვიტე ყოველი ძველი აღთქმის აღსრულება; და ეს არის ახალი და მარადიული აღთქმა, ის, რომელიც იყო დასაბამიდანვე.
2 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ასჯერ მოინათლა, ამას მისთვის არაფერი სასარგებლო არ მოუტანია, ვინაიდან ვიწრო კარიბჭეში ვერ შეხვალთ მოსეს რჯულით, ვერც თქვენი მკვდარი საქმეებით.
3 ვინაიდან, თქვენი მკვდარი საქმეების გამო მე ვბრძანე ეს უკანასკნელი აღთქმა და ჩემთვის ამ ეკლესიის აშენება ისე, როგორც ძველ დროს.
4 ამიტომ, შედით კარიბჭეში, როგორც გიბრძანეთ და ნუ ეცდებით, რჩევა მისცეთ თქვენს ღმერთს. ამინ.