ნაწილი 23
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ოლივერ ქაუდერის, ჰაირამ სმითის, სამუელ ჰ. სმითის, ჯოზეფ სმით უფროსისა და ჯოზეფ ნაით უფროსისთკის (ქ. მანჩესტერი, ნიუ-იორკის ოლქი, 16 აპრილი, 1830 წ.). დასახელებული ხუთი პიროვნების გულწრფელი სურვილის საპასუხოდ, წინასწარმეტყველმა სთხოვა უფალს და ყოველი პიროვნებისთვის მიიღო გამოცხადება, რათა სცოდნოდათ თავიანთი მოვალეობები.
1–7, ეს პირველი მოწაფეები არიან მოწოდებულნი, იქადაგონ, გაამხნევონ და განამტკიცონ ეკლესია.
1 აჰა, ოლივერ, გეუბნები რამდენიმე სიტყვას. აჰა, შენ ხარ კურთხეული, არ ხარ განსჯილი. მაგრამ მოერიდე ამპარტავნობას, რათა ცდუნებაში არ ჩავარდე.
2 გამოაცხადე შენი მოწოდების შესახებ ეკლესიისა და ასევე მსოფლიოს წინაშე და გული გაგეხსნება, რომ იქადაგო ჭეშმარიტება ამიერიდან და სამარადისოდ. ამინ.
3 აჰა, ჰაირამ, გეუბნები რამდენიმე სიტყვას; ვინაიდან შენც ასევე არ ხარ განსჯილი და გული გაქვს გახსნილი და ენა თავისუფალი; და შენი მოწოდებაა, რომ გაამხნევო და გააძლიერო ეკლესია გამუდმებით. ამიტომ შენი მოვალეობა ეკლესიის წინაშე არის სამარადისო და ეს შენი ოჯახის გამო. ამინ.
4 აჰა, სამუელ, გეუბნები რამდენიმე სიტყვას; ვინაიდან შენც ასევე არ ხარ განსჯილი და შენი მოწოდებაა, გაამხნევო და გააძლიერო ეკლესია და ჯერ არ ხარ მოწოდებული, იქადაგო მსოფლიოს წინაშე. ამინ.
5 აჰა, ჯოზეფ, გეუბნები რამდენიმე სიტყვას: ვინაიდან შენც ასევე არ ხარ განსჯილი და შენი მოწოდებაა გაამხნევო და გააძლიერო ეკლესია; და ეს არის შენი მოვალეობა ამიერიდან და სამარადისოდ. ამინ.
6 აჰა, ამ სიტყვებით მე გიცხადებ შენ, ჯოზეფ ნაით, რომ უნდა იტვირთო შენი ჯვარი, რომლითაც უნდა ილოცო ხმამაღლა, მსოფლიოს წინაშე, ასევე ფარულად და შენს ოჯახში, შენს მეგობრებში და ყველგან.
7 და აჰა, შენი მოვალეობაა შეუერთდე ჭეშმარიტ ეკლესიას და განუწყვეტლივ მოუწოდო ენით, რათა მიიღო მშრომელის ჯილდო. ამინ.