წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 99


ნაწილი 99

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ჯონ მარდოკისთვის, 29 აგვისტო, 1832 წ. ჰაირამი, ოჰაიო. უკვე წელიწადზე მეტია ჯონ მარდოკი ქადაგებდა სახარებას იმ დროს, როცა მისი დედით დაობლებული შვილები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოჯახებში ოჰაიოში, მისი მეუღლის, ჯულია კლეპის, 1831 წ. აპრილში გარდაცვალების შემდეგ.

1–8, ჯონ მარდოკი მოწოდებულია სახარების საქადაგებლად და ისინი, რომლებიც მიიღებენ მას, მიიღებენ უფალს და წყალობას ჰპოვებენ.

1 აჰა, ასე ეუბნება უფალი ჩემს მსახურს, ჯონ მარდოკს – მოწოდებული ხარ ქვეყნის აღმოსავლეთ ოლქებში წასასვლელად, სახლიდან სახლში, სოფლიდან სოფელში და ქალაქიდან ქალაქში, რათა იქადაგო ჩემი მარადიული სახარება იქ მცხოვრებთათვის, დევნისა და სიბოროტის შუაგულში.

2 და ვინც შენ მიგიღებს – მიმიღებს მე; და გექნება ძალა ჩემი სიტყვის გამოსაცხადებლად, ჩემი სულიწმინდის გამოვლინებით.

3 და რომელიც მიგიღებს, ვითარცა პატარა ბავშვი, მიიღებს ჩემს სასუფეველს; და კურთხეულნი არიან, ვინაიდან წყალობას ჰპოვებენ.

4 და რომელიც უარგყოფს, იქნება უარყოფილი ჩემი მამის და მისი სახლის მიერ; და დაიბან ფეხებს საიდუმლო ადგილებში, როგორც მათ წინააღმდეგ დამოწმებას.

5 და აჰა, დიახ, სწრაფად მოვალ სამსჯავროზე, რათა ყველა ვამხილო თავიანთ უღმერთო საქმეში, რაც ჩაიდინეს ჩემ წინააღმდეგ, როგორც ეს ჩემზე წერია წიგნის ტომში.

6 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნები, რომ არ არის საჭირო წახვიდე, სანამ შენი შვილები არ იქნებიან უზრუნველყოფილნი და ზრუნვით სიონის ეპისკოპოსთან გაგზავნილნი.

7 და რამდენიმე წლის შემდეგ, თუ მოისურვებ ჩემგან შეძლებ, გაემგზავრო კარგ მიწაზე, შენი მემკვიდრეობის დასაუფლებლად.

8 სხვაგვარად, უნდა გააგრძელო ჩემი სახარების გამოცხადება, სანამ არ იქნები წაყვანილი. ამინ.