წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 62


ნაწილი 62

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება მდინარე მისურის სანაპიროზე, ქ. ჩარიტონი, მისური, 1831 წ. 13 აგვისტო. ამ დღეს წინასწარმეტყველსა და მის ჯგუფი, რომლებიც მიემართებოდნენ ინდეფენდენსიდან კირტლანდისკენ, გზად შეხვდათ რამდენიმე უხუცესი, რომლებიც სიონის მიწისკენ მიემართებოდნენ და სასიხარულო შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა ეს გამოცხადება.

1–3, დამოწმებები ზეცაში იწერება; 4–9, უხუცესები უნდა გაემგზავრონ და იქადაგონ გამჭრიახობითა და სულის კარნახით.

1 აჰა, ყური დაუგდეთ, ჩემი ეკლესიის უხუცესნო, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი, იესო ქრისტე, თქვენი ქომაგი, რომელმაც იცის ადამიანის სისუსტე და რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ცდუნებაში მყოფთ.

2 და ჭეშმარიტად, ჩემი მზერა მიპყრობილია მათზე, რომლებიც ჯერ არ მისულან სიონის მიწაზე; ამიტომ, თქვენი მისია ჯერ არ შესრულებულა.

3 ამისდა მიუხედავად, კურთხეულნი ხართ თქვენ მიერ გაზიარებული დამოწმებისთვის, რომელიც ჩაიწერა ზეცაში, რათა ანგელოზებმა უყურონ მას; და ისინი თქვენთვის ხარობენ და შეგენდოთ თქვენი ცოდვები.

4 და ახლა, განაგრძეთ თქვენი მოგზაურობა, შეგროვდით სიონის მიწაზე; ჩაატარეთ შეკრება, ერთად გაიხარეთ და უზენაესს მიუძღვენით ზიარება.

5 და შემდეგ შეგიძლიათ დაბრუნდეთ, რათა დაამოწმოთ, დიახ, ყველამ ერთად ან წყვილ-წყვილად, როგორც გენებოთ, ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა; მხოლოდ იყავით ერთგულნი და დედამიწის მცხოვრებთ ან ბოროტთა შეკრებებს შორის აუწყეთ სასიხარულო ამბები.

6 აჰა, მე, უფალმა, ერთად შეგკრიბეთ, რათა აღსრულდეს დაპირება, რომ ერთგულნი თქვენ შორის დაცულნი იქნებიან და ერთად გაიხარებენ მისურის მიწაზე. მე, უფალი, ვპირდები ერთგულთ და ვერ ვიცრუებ.

7 მე, უფალი, მზად ვარ, თუ რომელიმე თქვენგანს სურს ცხენებით, ჯორებით ან ეტლებით მოგზაურობა, იგი მიიღებს ამ კურთხევას, თუ ამას მიიღებს ღვთის ხელიდან მადლიერი გულით, ყოველივეში.

8 ყოველივე ეს უნდა გააკეთოთ გამჭრიახობითა და სულის კარნახით.

9 აჰა, თქვენია სასუფეველი. და აჰა, მე ერთგულებთან ვარ ყოველთვის. სწორედ ასე. ამინ.