წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 32


ნაწილი 32

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით პარლეი პ. პრატისა და ზიბა პიტერსონისთვის მიღებული გამოცხადება. მანჩესტერი, ნიუ იორკის ოლქი, 1830 წ, ოქტომბრის დასაწყისი. უხუცესებს ჰქონდათ დიდი ინტერესი და კეთილი სურვილები ლამანიელების მიმართ, რომელთა ნაწინასწარმეტყველები კურთხევების შესახებ ეკლესიამ შეიტყო მორმონის წიგნიდან. ამის გამო ლოცვით შეევედრნენ უფალს, რათა ეკარნახა თავისი ნება, გაეგზავნათ თუ არა იმჟამად უხუცესები ინდიელთა ტომებთან დასავლეთში. საპასუხოდ მიიღეს შემდეგი გამოცხადება.

1–3, პარლეი პ. პრატი და ზიბა პიტერსონი მოწოდებულნი არიან, უქადაგონ ლამანიელებს და თან გაჰყვნენ ოლივერ ქაუდერისა და პიტერ ვიტმერ უმცროსს; 4–5, მათ უნდა ილოცონ, რათა წმინდა წერილს ჩასწვდნენ.

1 და ახლა, ჩემი მსახურის, პარლეი პ. პრატის შესახებ, აჰა, ვეუბნები მას, რომ მსურს, იქადაგოს ჩემი სახარება, ისწავლოს ჩემგან და იყოს თვინიერი და გულით მდაბალი.

2 და რისთვისაც იგი დავნიშნე არის ის, რომ ჩემს მსახურებთან, ოლივერ ქაუდერისა და პიტერ ვიტმერ უმცროსთან ერთად, წავიდეს უდაბნოში ლამანიელებთან.

3 და ზიბა პიტერსონიც ასევე მათ გაჰყვება; და მათთან ერთად წავალ და ვიქნები მათ შორის; და მამასთან ვარ მათი ქომაგი და მათ ვერაფერი ვერ დაამარცხებს.

4 და ისინი ყურს დაუგდებენ იმას, რაც დაწერილია და არ დაიმოწმებენ რაიმე სხვა გამოცხადებას; და მუდამ ილოცებენ, რათა იგივე გავუხსნა მათ, თავიანთი გაგების შესაბამისად.

5 და მათ ყური უნდა დაუგდონ ამ სიტყვებს, არ ჩათვალონ უმნიშვნელოდ და მათ ვაკურთხებ. ამინ.