წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 37


ნაწილი 37

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და სიდნეი რიგდონის მიერ მიღებული გამოცხადება ქ. ფაიეტთან ახლოს, ნიუ-იორკის ოლქი, 1830 წ. დეკემბერი. აქ მოცემულია პირველი ბრძანება ამ წყობაში შეკრებების შესახებ.

1–4, წმინდანები მოწოდებულნი არიან, შეიკრიბონ ოჰაიოში.

1 აჰა, გეუბნებით, არ არის საჭირო, გააგრძელოთ თარგმნა, სანამ არ წახვალთ ოჰაიოში და ეს თქვენი მტრის გამო და თქვენი გულისთვის.

2 და კვლავ, გეუბნებით: არ უნდა წახვიდეთ, სანამ იმ ადგილებში არ იქადაგებთ ჩემს სახარებას და არ განამტკიცებთ ეკლესიას, სადაც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით კოლსვილში; ვინაიდან, აჰა, ისინი ლოცულობენ ჩემსადმი დიდი რწმენით.

3 და კიდევ: ბრძანებას ვაძლევ ეკლესიას – ჩემთვის საჭიროა, რომ ერთად შეიკრიბონ ოჰაიოში იმ დროისთვის, როდესაც ჩემი მსახური, ოლივერ ქაუდერი, დაბრუნდება მათთან.

4 აჰა, ამაშია სიბრძნე, დაე, ყოველმა ადამიანმა ჩემს მოსვლამდე გააკეთოს საკუთარი არჩევანი. სწორედ ასე. ამინ.