წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 44


ნაწილი 44

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და სიდნეი რიგდონის მიერ მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, თებერვლის ბოლო, 1831 წ. აქ მითითებული მოთხოვნის შესაბამისად ეკლესიამ დაადგინა, რომ კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო იმავე წლის ივნისის დასაწყისში.

1–3, უხუცესები უნდა შეიკრიბონ კონფერენციაზე; 4–6, მათ ქვეყნის კანონების შესაბამისად უნდა შეძლონორგანიზებადაფუძნება და იზრუნონ ღარიბებზეთათვის ზრუნვა.

1 აჰა, ამას გეუბნებათ უფალი, ჩემო მსახურებო: საჭიროდ მიმაჩნია, რომ ჩემი ეკლესიის უხუცესები შეიკრიბონ ერთად, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ეცნობოთ რა ეს წერილით ან სხვაგვარად.

2 და იქნება ასე: იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ერთგულნი იქნებიან და გამოიჩენენ ჩემში რწმენას, გადმოვღვრი ჩემს სულს მათზე იმ დღეს, როდესაც ერთად შეიკრიბებიან.

3 და იქნება ასე, რომ წავლენ ახლომდებარე მხარეებში და ხალხს მონანიებას უქადაგებენ.

4 და მრავალნი იქნებიან მოქცეულნი ისე, რომ მიიღებენ ძალას, რათა ადამიანის კანონების შესაბამისად შეძლონ ორგანიზება.

5 რათა თქვენს მტრებს არ ჰქონდეთ თქვენზე ძალაუფლება; რათა დაცული იყოთ ყველაფერში; რომ შეძლოთ ჩემი კანონების დაცვა; რათა დაიმსხვრეს ყოველი ბორკილი, რომლითაც მტერი ცდილობს ჩემი ხალხის განადგურებას.

6 აჰა, მე გეუბნებით: უნდა ეწვიოთ ღარიბსა და ღატაკს, გაუწიოთ მათ დახმარება, რომ მიეშველოთ იქამდე, სანამ ყოველივე არ შესრულდება ჩემი კანონის შესაბამისად, რომელიც თქვენ მიიღეთ. ამინ.