წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 30


ნაწილი 30

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება დევიდ ვიტმერისთვის, პიტერ ვიტმერ უმცროსისთვის და ჯონ ვიტმერისთვის, ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, 1830 წ. სექტემბერი, ფაიეტში, სამდღიანი კონფერენციის შემდეგ, ეკლესიის უხუცესების შეკრების დაშლამდე. თავდაპირველად ეს მასალა გამოქვეყნებული იყო სამი გამოცხადების სახით; შემდგომ ის გაერთიანებულ იქნა ერთ სექციად წინასწარმეტყველის მიერ, მოძღვრება და აღთქმების 1835 წლის გამოცემისთვის.

1–4, დევიდ ვიტმერი დასჯილია, ვინაიდან ბეჯითად არ მსახურობდა; 5–8, პიტერ ვიტმერი უმცროსი უნდა გაჰყვეს ოლივერ ქაუდერის ლამანიელებთან, მისიაში; 9–11, ჯონ ვიტმერი მოწოდებულია, იქადაგოს სახარება.

1 აჰა, გეუბნები, დევიდ, რომ გეშინოდა ადამიანის და სიმტკიცისთვის არ მეყრდნობოდი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყავი.

2 ხოლო შენი ფიქრები უფრო მიწიერზე იყო, ვიდრე საქმეებზე შენი შემქმნელისა და სამსახურზე, რომელზეც იყავი მოწოდებული; და ყურს არ უგდებდი ჩემს სულს, არც მათ, რომლებიც დაინიშნენ შენს ხელმძღვანელებად, თუმცა დაგიყოლიეს მათ, რომლებსაც მე არ ვუბრძანე.

3 ამიტომ, ისღა დაგრჩენია, რომ მომმართო საკუთარი თავისთვის და იმსჯელო იმაზე, რაც მიიღე.

4 და იცხოვრებ მამაშენის სახლში იქამდე, სანამ არ მოგცემ დამატებით ბრძანებებს. და უნდა აღასრულო ეკლესიაში მსახურება, ასევე მსოფლიოს წინაშე და გარშემო ოლქებში. ამინ.

5 აჰა, გეუბნები, პიტერ, რომ უნდა გაემგზავრო შენს ძმასთან, ოლივერთან, ერთად; ვინაიდან, დადგა დრო და ჩემთვის სასურველია, რომ ბაგე გახსნა და აუწყო ჩემი სახარება; ამიტომ, ნუ გეშინია, არამედ ყური დაუგდე შენი ძმის სიტყვებსა და რჩევებს, რომლებსაც იგი მოგცემს.

6 და გაიჭირვე ყოველ მის გასაჭირში, ყოველთვის აიმაღლე გული ჩემსადმი ლოცვითა და რწმენით, მისი და შენი გამოხსნისთვის; ვინაიდან, ვუბოძე მას ჩემი ეკლესიის აღშენების ძალა ლამანიელთა შორის;

7 და არავინ დამინიშნავს ეკლესიაში მასზედ დამრიგებლად ეკლესიის საქმეებში, მისი ძმის, ჯოზეფ სმით უმცროსის გარდა.

8 ამიტომ, ყური დაუგდე ამას და იყავი ბეჯითი ჩემი მცნებების დაცვაში და კურთხეული იქნები მარადიული სიცოცხლით. ამინ.

9 აჰა, გეუბნები, ჩემო მსახურო, ჯონ, რომ ამიერიდან უნდა გამოაცხადო ჩემი სახარება საყვირის ხმით.

10 და იშრომებ შენს ძმასთან, ფილიპ ბუროუსთან, და იმ ოლქის გარშემო, დიახ, სადაც შეძლებენ შენს მოსმენას, სანამ არ გიბრძანებ აქედან წასვლას.

11 და ამიერიდან იშრომებ მხოლოდ სიონში, მთელი შენი სულით; დიახ, ჩემი საქმისთვის ყოველთვის ბაგე უნდა გახსნა და არ გეშინოდეს იმის, რას იზამს ადამიანი, ვინაიდან მე შენთან ვარ. ამინ.