ნაწილი 77
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება, ჰაირამი, ოჰაიო, დაახლოებით 1832 წ. მარტი. ჯოზეფ სმითის ისტორიაში წერია: „წმინდა წერილის თარგმნასთან დაკავშირებით მივიღე შემდეგი განმარტება წმინდა იოანეს გამოცხადების შესახებ.“
1–4, ცხოველებს აქვთ სული და იცხოვრებენ მარადიულ ბედნიერებაში; 5–7, ამჟამინდელ დედამიწას უწერია დროებითი არსებობა, 7000 წელი; 8–10, სხვადასხვა ანგელოზებმა აღადგინეს სახარება და ქადაგებენ დედამიწაზე; 11, ას ორმოცდაოთხი ათასის ჩაბეჭვდვა; 12–14, ქრისტე მოვა მეშვიდე ათასწლეულის დასაწყისში; 15, ორი წინასწარმეტყველი ამაღლდება იუდეველთა ერში.
1 კითხვა: რას ნიშნავს მინის ზღვა, რომელზეც იოანე საუბრობს გამოცხადების მე-4 თავის მე-6 მუხლში?პასუხი: ეს არის დედამიწა, განწმენდილ, უკვდავ და მარადიულ მდგომარეობაში.
2 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ იგივე მუხლში ნახსენები ოთხი მხეცი?პასუხი: ეს არის იოანე განმცხადებელის მიერ გამოყენებული მეტაფორული გამონათქვამი ზეცის, ღვთის სამოთხის, აღწერისას, ასევე ადამიანის, ცხოველების, ქვეწარმავლებისა და ცის ფრინველების ბედნიერების; ის, რაც სულიერი არსებაა შესაბამისად ხორციელისა; და ის, რაც ხორციელია, არსებული სულიერის მაგვარად; ადამიანის სული შეეფერება მის პიროვნებას, ისევე როგორც მხეცის სული და ყოველი სხვა არსებისა, რომელიც ღმერთმა შექმნა.
3 კითხვა: ოთხი მხეცი წარმოადგენს ოთხ ცალკეულ ცხოველს თუ ცხოველების ოთხ კლასს ან სახეობას?პასუხი: ისინი წარმოადგენენ მხოლოდ ოთხ განცალკევებულ ცხოველს, რომელიც ღმერთმა დაანახა იოანეს, რომ წარმოჩენილიყო ბრწყინვალება სხვადასხვა არსებათა სახეობებისა მათთვის განკუთვნილ წესში ანუ ქმნილების სფეროში, თავიანთ მარადიულ ბედნიერებაში ტკბობით.
4 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ ის, რაც მხეცების თვალებსა და ფრთებზეა?პასუხი: მათი თვალები წარმოადგენს სინათლესა და ცოდნას, რომ არიან სავსენი ცოდნით და მათი ფრთები წარმოადგენს მოძრაობის, მოქმედების და ა.შ. ძალას.
5 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ ოცდაოთხი უხუცესი, რომლებზეც იოანემ ილაპარაკა?პასუხი: ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს უხუცესები, რომლებიც იოანემ იხილა, იყვნენ უხუცესები, რომლებიც მსახურების საქმეში ერთგულნი იყვნენ და გარდაიცვალნენ; რომლებიც მიეკუთვნებოდნენ შვიდ ეკლესიას და იმ დროს იყვნენ ღვთის სამოთხეში.
6 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ იოანეს მიერ ხილული წიგნი, რომელიც გარედან ჩაბეჭდილი იყო შვიდი ბეჭდით?პასუხი: ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ის მოიცავს გამოცხადებულ ნებას, ღმერთის საიდუმლოებებსა და საქმეებს; ფარულ ცოდნას მის მიერ ამ დედამიწის მმართველობის შესახებ, მისი არსებობის შვიდი ათასი წლის განმავლობაში ანუ მისი დროებითი არსებობის.
7 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ შვიდი ბეჭედი, რომლითაც ის იყო ჩაბეჭდილი?პასუხი: ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ პირველი ბეჭედი მოიცავს ყოველივეს, რაც ეხება პირველ ათას წელს და მეორე – მეორე ათას წელს და ასე მეშვიდემდე.
8 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ ოთხი ანგელოზი, რომლებზეც ნათქვამია გამოცხადების მე-7 თავის 1 მუხლში?პასუხი: ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ისინი არიან ღმერთის მიერ მოვლენილი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც ნაბოძები აქვთ ძალაუფლება დედამიწის ოთხ კუთხეზე სიცოცხლის გადასარჩენად და გასანადგურებლად, ისინი არიან, რომლებსაც აქვთ მარადიული სახარება, რათა უბოძონ ის ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს; აქვთ რა ძალაუფლება დახურონ ზეცა, ჩაბეჭდონ სასიცოცხლოდ ან ჩააგდონ ბნელეთის არეში.
9 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ აღმოსავლეთიდან ამომავალი ანგელოზი გამოცხადების მე-7 თავის მე-2 მუხლში?პასუხი: ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ აღმოსავლეთიდან ამომავალი ანგელოზი არის იგი, რომელსაც ნაბოძები აქვს ცოცხალი ღმერთის ბეჭედი ისრაელის თორმეტ ტომზე; ამიტომ, იგი შეჰღაღადებს ოთხ ანგელოზს, რომლებსაც აქვთ მარადიული სახარება, სიტყვებით: არ ავნოთ მიწას, არც ზღვას, არც ხეებს, სანამ არ დავადეთ ბეჭედი ჩვენი ღმერთისა მსახურებს შუბლზე. და თუ მიიღებთ ამას, ეს არის ელიასი, რომელიც უნდა მოვიდეს ისრაელის ტომების ერთად შესაკრებად და ყოველივეს აღსადგენად.
10 კითხვა: როდის უნდა ახდეს ყოველივე ის, რაზეც ნათქვამია ამ თავში?პასუხი: ეს უნდა ახდეს მეექვსე ათასწლეულში ანუ მეექვსე ბეჭდის გახსნისას.
11 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ ას ორმოცდაოთხი ათასის ჩაბეჭვდვა ყოველი ისრაელის ტომიდან – თორმეტი ათასი ყოველი ტომიდან?პასუხი: ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ჩაბეჭდილნი არიან მღვდელმთავარნი, ღმერთის წმინდა წესის შესაბამისად, რათა გააზიარონ მარადიული სახარება; ვინაიდან ესენი არიან, რომლებიც არიან ხელდასხმულნი ყოველი ერიდან, ტომიდან, ენიდან და ხალხიდან ანგელოზების მიერ, რომლებსაც ნაბოძები აქვთ ძალაუფლება დედამიწის ერებზე, რომ მიიყვანონ პირმშოს ეკლესიაში ყოველი, ვისაც აქვს ამის სურვილი.
12 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ, რაც წერია საყვირების ხმებზე გამოცხადების მე-8 თავში?პასუხი: ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ისე, როგორც ღმერთმა შექმნა სამყარო ექვს დღეში და მეშვიდე დღეს დაასრულა რა თავისი სამუშაო, მან განწმინდა ის და ასევე გამოძერწა ადამიანი მიწის მტვრისგან, ზუსტად ასე, მეშვიდე ათასწლეულის დასაწყისში, უფალი ღმერთი განწმენდს დედამიწას და დაასრულებს ადამიანის ხსნას და განსჯის ყოველივეს და გამოისყიდის ყოველივეს, გარდა იმისა, რაც მან არ მოაქცია თავისი ძალაუფლების ქვეშ, როდესაც ყოველივეს ჩაბეჭდავს ყველაფრის დასასრულისთვის; და შვიდი ანგელოზის საყვირის ხმა ამზადებს და ასრულებს მის საქმეს მეშვიდე ათასწლეულის დასაწყისში – გზის მზადებას მისი მოსვლის ჟამისთვის.
13 კითხვა: როდის ახდება ყოველივე, რაც აღწერილია გამოცხადების მე-9 თავში?პასუხი: ის ახდება მეშვიდე ბეჭდის გახსნის შემდეგ, ქრისტეს მოსვლის წინ.
14 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ პატარა წიგნი, იოანეს მიერ შეჭმული, როგორც ნახსენებია გამოცხადების მე-10 თავში?პასუხი: ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ მისთვის ეს იყო მისია და წეს-ჩვეულება ისრაელის ტომების შესაკრებად; აჰა, ეს არის ელიასი, რომელიც დაწერილისამებრ უნდა მოვიდეს და ყოველივე აღადგინოს.
15 კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ გამოცხადების მე-11 თავში ნახსენები ორი მოწმე?პასუხი: ისინი არიან ორი წინასწარმეტყველი, იუდეველთა ერისთვის უკანასკნელ დღეს ამაღლებულნი, აღდგენის ჟამს, რათა უწინასწარმეტყველონ იუდეველებს მას შემდეგ, რაც ისინი შეიკრიბებიან და აღაშენებენ ქალაქ იერუსალიმს თავიანთი მამების მიწაზე.