წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 72


ნაწილი 72

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიო, 4 დეკემბერი, 1831 წ. რამდენიმე უხუცესი და ეკლესიის წევრი შეიკრიბა, რათა ჩასწვდნენ თავიანთ მოვალეობებს და ღრმად შეისწავლონ ეკლესიის სწავლებები. ეს ნაწილი მოიცავს სამ გამოცხადებას, რომელიც მიღებულ იქნა ერთ დღეს. მუხლები 1-დან 8-ის ჩათვლით იუწყება ნუელ კ. უიტნის ეპისკოპოსად მოწოდების შესახებ. იგი შემდგომში მოწოდებულ და ხელდასხმულ იქნა, რის შემდეგაც მიღებულ იქნა მუხლები 9-დან 23-ის ჩათვლით, სადაც დამატებითი ინფორმაცია იყო ეპისკოპოსის მოვალეობების შესახებ. ამის შემდეგ მიღებულ იქნა მუხლები 24-დან 26-ის ჩათვლით მითითებებით სიონში შეკრების შესახებ.

1–8, უხუცესებმა უნდა მიაწოდონ ეპისკოპოსს ანგარიში თავიანთ მმართველობაზე; 9–15, ეპისკოპოსი განაგებს საცავს და ზრუნავს ღარიბსა და გაჭირვებულზე; 16–26, ეპიკოპოსებმა უნდა დაადასტურონ უხუცესთა ღირსეულობა.

1 ყური დაუგდეთ და მოუსმინეთ უფლის ხმას, თქვენ, შეკრებილნო, რომლებიც ხართ ჩემი ეკლესიის მღვდელმთავრები, რომლებსაც გებოძათ სასუფეველი და ძალა.

2 ვინაიდან, ჭეშმარიტად, ამას ამბობს უფალი: საჭიროდ მიმაჩნია, დაგენიშნოთ ეპისკოპოსი ან რომელიმე თქვენგანი ეკლესიისთვის უფლის ვენახის ამ ნაწილში.

3 და ჭეშმარიტად, ამაში მოიქეცით ბრძნულად, ვინაიდან უფალი ითხოვს ყოველი მმართველისგან მისი მმართველობის შესახებ ახსნა-განმარტებას ჟამსა და მარადისობაში.

4 ვინაიდან, რომელიც ერთგულია და ბრძენი ჟამთასვლისას, ითვლება ღირსეულად, დაიმკვიდროს სავანეები, ჩემი მამის მიერ მისთვის მომზადებული.

5 ჭეშმარიტად გეუბნებით, ეკლესიის უხუცესებმა ჩემი ვენახის ამ ნაწილიდან უნდა ჩააბარონ ანგარიში თავიანთი მმართველობის შესახებ ეპისკოპოსს, რომელიც დაინიშნება ჩემ მიერ, ჩემი ვენახის ამ ნაწილში.

6 ყოველივე ეს უნდა ჩაიწეროს, რათა გადაეცეს ეპისკოპოსს სიონში.

7 და ეპისკოპოსის მოვალეობა ცნობილი გახდება მოცემული ბრძანებებით და კონფერენციის გადაწყვეტილებით.

8 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: ჩემი მსახური ნეუელ კ. უიტნი არის კაცი, რომელიც დაინიშნება და ხელდასხმულ იქნება ამ ძალაუფლებისთვის. ეს არის ნება უფლისა, თქვენი ღმერთის, თქვენი გამომსყიდველის. სწორედ ასე. ამინ.

9 უფლის სიტყვა, კანონთან დამატებით რომ მოგეცათ, გაცნობებთ მოვალეობას ეპისკოპოსისა, რომელიც ეკლესიაში ხელდასხმულია ვენახის ამ ნაწილში, რაც ჭეშმარიტად ესაა –

10 განაგოს უფლის საცავი; მიიღოს ეკლესიის თანხები ვენახის ამ ნაწილში;

11 ჩაიბაროს ანგარიში უხუცესებისგან, როგორც მანამდე იყო ნაბრძანები; და მეთვალყურეობა გაუწიოს მათ მოთხოვნებს და ისინი გადაიხდიან იმისას, რასაც მიიღებენ, თუ ექნებათ რაიმეთი გადახდის შესაძლებლობა;

12 რათა ამის მიძღვნა ასევე შესაძლებელი იყოს ეკლესიის სასიკეთოდ, ღარიბისა და გაჭირვებულისთვის.

13 და ვინც ვერაფრით ვერ გადაიხდის, ანგარიში გამოერთმევა და გადაეცემა ეპისკოპოსს სიონში, რომელმაც უნდა გადაიხადოს ვალი იქიდან, რასაც უფალი მას ხელში ჩაუდებს.

14 და ერთგულთა შრომა, რომლებიც სულიერ საქმეში შრომობენ სახარებისა და სასუფევლის საქმის გასავრცელებლად ეკლესიისთვის და ამაქვეყნისთვის, ვალს დაფარავენ ეპისკოპოსთან სიონში.

15 ამგვარად, ეს მოდის ეკლესიიდან, ვინაიდან კანონის შესაბამისად სიონში მოსულმა ყოველმა ადამიანმა სიონის ეპისკოპოსის წინაშე უნდა დადოს ყველაფერი.

16 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: ვინაიდან ყოველმა უხუცესმა ვენახის ამ ნაწილში უნდა ჩააბაროს ეპისკოპოსს ანგარიში თავისი მმართველობის შესახებ ვენახის ამ ნაწილში –

17 მოწმობა მოსამართლისგან ან ეპისკოპოსისგან ვენახის ამ ნაწილში სიონის ეპისკოპოსისთვის ყოველ ადამიანს წარმოაჩენს მისაღებად და აკმაყოფილებს ყოველ მოთხოვნას მემკვიდრეობისთვის და უნდა მიღებულ იქნეს, როგორც ბრძენი მმართველი და ერთგული მშრომელი;

18 სხვაგვარად იგი არ იქნება მიღებული სიონის ეპისკოპოსის მიერ.

19 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ყოველი უხუცესი, რომელიც ანგარიშს ჩააბარებს ეკლესიის ეპისკოპოსს ვენახის ამ ნაწილში, წარდგენილ იქნეს იმ მრევლისა ან მრევლთა მიერ, სადაც იგი შრომობს, რათა მან და მისმა ანგარიშებმა მიიღოს მხარდაჭერა ყოველივეში.

20 და კვლავ, დაე, ჩემმა მსახურებმა, რომლებიც დანიშნულნი არიან მმართველებად ჩემი ეკლესიის ბეჭდვითი საქმიანობის საკითხებში, მოითხოვონ მხარდაჭერა ეპისკოპოსისგან ან ეპისკოპოსებისგან ყოველივეში –

21 რათა გამოცხადებები იქნეს გამოცემული და გავრცელებული დედამიწის კიდეებამდე; რათა მათ ასევე შეძლონ თანხების მიღება ეკლესიის სასარგებლოდ ყოველივეში;

22 რათა მათ ასევე მიიღონ ყოველივეში მხარდაჭერა და ჩაითვალონ ბრძენ მმართველებად.

23 და ახლა, აჰა, ეს იქნება მაგალითი ჩემი ეკლესიის ყოველი ფართოდ გავრცელებული სამრევლოსთვის, რომელ მიწაზეც არ უნდა იყოს ის დაარსებული. და ახლა მე ვასრულებ ჩემს სიტყვას. ამინ.

24 რამდენიმე დამატებითი სიტყვა სასუფევლის კანონის შესახებ ეკლესიის წევრების მიმართ, რომლებსაც დანიშნული აქვთ სულიწმინდის მიერ სიონში წასვლა და რომლებსაც აქვთ სიონში წასვლის პატივი –

25 დაე, თან იქონიონ ეპისკოპოსისთვის მოწმობა ეკლესიის სამი უხუცესისგან ან მოწმობა ეპისკოპოსისგან

26 სხვაგვარად ვინც წავა სიონის მიწაზე, არ ჩაითვლება ბრძენ მმართველად და ესეც არის მაგალითი. ამინ.