წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 120


ნაწილი 120

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ფარ ვესტში, მისური, 8 ივლისი, 1838 წ. ცნობილი ხდება განკარგულება მეათედის სახით მიღებული ქონების განაწილებაზე, როგორც მითითებულია წინა გამოცხადებაში, ნაწილი 119.

1 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: დადგა დრო, როდესაც ეს უნდა განაწილდეს საბჭოს მიერ, რომელიც შედგება ჩემი ეკლესიის პირველი პრეზიდენტობის, ეპისკოპოსის, მისი მრჩევლისა და ჩემი უმაღლესი საბჭოსგან; და მათთვის მიმართული ჩემი პირადი ხმისგან, – ამბობს უფალი. სწორედ ასე. ამინ.