ნაწილი 92
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 15 მარტი, 1833 წ. გამოცხადება მიუთითებს ფრედერიკ გ. უილიამსს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯოზეფ სმითის მრჩეველად დაინიშნა, მის მოვალეობებზე გაერთიანებულ ფირმაში. (იხ. 78-ე და 82-ე ნაწილის შესავალი)
1–2, უფალი იძლევა ბრძანებას გაერთიანებულ ორდენში წევრების მიღების შესახებ.
1 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: ადრე მიცემული ბრძანების თანახმად ჩამოყალიბებულ გაერთიანებულ ორდენს ვაძლევ გამოცხადებასა და ბრძანებას, რომელიც ეხება ჩემს მსახურს, ფრედერიკ გ. უილიამსს, რომ იგი მიიღოთ თქვენს ორდენში. რასაც ვეუბნები ერთს, ვეუბნები ყველას.
2 და კვლავ, გეუბნები, ჩემო მსახურო, ფრედერიკ გ. უილიამს, შენ უნდა იყო ამ ორდენის მგზნებარე წევრი; და იმისდა მიხედვით, რამდენად ერთგულად და-იცავ ჩემს წინანდელ ბრძანებებს, მუდამ იქნები კურთხეული. ამინ.