ნაწილი 25
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქალაქი ჰარმონი, პენსილვანიის შტატი, ივლისი, 1830 წ. (იხ. 24-ე ნაწილის შესავალი). ეს გამოცხადება უფლის ნებას აცნობებს ემა სმითს, წინასწარმეტყველის მეუღლეს.
1–6, ემა სმითი, რჩეული ქალბატონი, მოწოდებულია, დაეხმაროს და ანუგეშოს მეუღლე; 7–11, ემა ასევე მოწოდებულია, დაწეროს და განმარტოს წმინდა წერილი და ამოარჩიოს საგალობლები; 12–14, მართალთა გალობა არის უფლისადმი ლოცვა; 15–16, ამ გამოცხადებაში მოცემული მორჩილების წესები ეხება ყველას.
1 ყური დაუგდე უფლის, შენი ღმერთის, ხმას, როდესაც გელაპარაკები შენ, შვილო ჩემო, ემა სმით, ვინაიდან ჭეშმარიტად გეუბნები, ყოველი მათგანი, რომელიც მიიღებს ჩემს სახარებას, ჩემს სასუფეველში არის ჩემი ძე და ასული.
2 გამოცხადებას გაძლევ ჩემი ნების შესახებ; და თუ ერთგული იქნები და ივლისათნოების ბილიკით ჩემ წინაშე, მე დავიცავ შენს სიცოცხლეს და სიონში მიიღებ მემკივდრეობას.
3 აჰა, შეგენდო ცოდვები და ხარ რჩეული ქალბატონი, რომელსაც მე მოვუწოდე.
4 ნუ ბუზღუნებ იმაზე, რაც არ გინახავს, ვინაიდან ეს დაფარულია შენგან და ამაქვეყნისგან ჩემი სიბრძნით, ჟამისთვის, რომელიც მოვა.
5 და შენი წოდების მოვალეობაა, იყო ჩემი მსახურის, შენი მეუღლის, ჯოზეფ სმით უმცროსის, ნუგეში რჩევის სიტყვით, მის გაჭირვებაში, თვინიერების სულით.
6 და როდესაც იგი წავა, შენ მასთან ერთად წახვალ და იქნები მისთვის მწერალი. როდესაც არ ეყოლება სხვა ვინმე მწერლად, რათა ჩემი მსახური, ოლივერ ქაუდერი, გავაგზავნო იქ, სადაც მე მსურს.
7 და იქნები მისი ხელქვეითი, ხელდასხმით კურთხეული, რათა განმარტო წმინდა წერილი და ეკლესიას გაამხნევო იმისდა შესაბამისად, რაც გებოძება ჩემი სულით.
8 ვინაიდან, იგი ხელს დაგასხამს და მიიღებ სულიწმინდას და შენს დროს მიუძღვნი წერასა და მრავალი რამის სწავლას.
9 და არ უნდა შეგეშინდეს, ვინაიდან, მეუღლე დაგეხმარება ეკლესიაში; ვინაიდან, მათთვის არის იგი მოწოდებული, რათა გახდეს მათთვის ცნობილი ყოველივე, რაც მე მნებავს, მათი რწმენის შესაბამისად.
10 და ჭეშმარიტად გეუბნები, გვერდზე გადადე ის, რაც არის ამაქვეყნისა და ეძიე ის, რაც არის უკეთესი.
11 და გებოძება ასევე, რომ ამოარჩიო წმინდა საგალობლები, იმისდა მიხედვით, როდესაც ისინი გებოძება, რაც ჩემთვის სასურველია, რომ ისინი იყოს ჩემს ეკლესიაში.
12 ვინაიდან, სული ჩემი ხარობს გულის სიმღერით; დიახ, მართალთა სიმღერა არის ჩემს მიმართ ლოცვა და პასუხად კურთხევა იქნება მათ თავზე მოვლენილი.
13 ამიტომ, ამაღლდი გულით და გაიხარე, ჩაეჭიდე იმ აღთქმებს, რომელნიც დადე.
14 დარჩი თვინიერების სულში და მოერიდე ამპარტავნობას. დაე, შენმა სულმა იხაროს შენს მეუღლეში და სიდიადეში, რომელიც მას მოევლინება.
15 გამუდმებით დაიცავი ჩემი მცნებები და მიიღებ სამართლიანობის გვირგვინს. და თუ ასე არ მოიქცევი, ვერ მოხვალ იქ, სადაც ვიმყოფები.
16 და ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები, ეს არის ჩემი ხმა ყველასათვის. ამინ.