ნაწილი 80
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება სტივენ ბურნეტისთვის, ჰაირამი, ოჰაიო, 7 მარტი, 1832 წ.
1–5, სტივენ ბურნეტი და იდენ სმითი მოწოდებულნი არიან, იქადაგონ იქ, სადაც მოესურვებათ.
1 ჭეშმარიტად ამას გეუბნება უფალი, ჩემო მსახურო, სტივენ ბურნეტ: იარე, იარე ამასოფლად და უქადაგე სახარება ყოველ არსებას, რომლამდეც მიაღწევს შენი ხმა.
2 და რამდენადაც გსურს ძმადნაფიცი, მე გიბოძებ ჩემს მსახურს, ედენ სმითს.
3 ამიტომ, წადით და იქადაგეთ ჩემი სახარება, სამხრეთისკენ თუ ჩრდილოეთისკენ, აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისკენ – ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან თქვენ ვერ შეცდებით.
4 ამიტომ, გამოაცხადეთ ყოველივე, რაც მოისმინეთ და ჭეშმარიტად გწამთ და იცით, რომ ჭეშმარიტია.
5 აჰა, ეს არის ნება იმისა, ვინც მოგიწოდათ, თქვენი გამოსყიდველის, იესო ქრისტესი. ამინ.