ნაწილი 85
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 27 ნოემბერი, 1832. წ. ეს ნაწილი არის ამონაწერი წინასწარმეტყველის მიერ გაგზავნილი წერილიდან უილიამ ვ. ფელფსს, რომელიც ცხოვრობდა ინდეფენდენსში, მისური. წერილი პასუხობს შეკითხვებზე იმ წმინდანების შესახებ, რომლებიც გადასახლდნენ სიონში, მაგრამ არ იცავდნენ ბრძანებას, მიეძღვნათ თავიანთი ქონება და ამგვარად არ მიიღეს მემკვიდრეობა ეკლესიაში დადგენილი წესისამებრ.
1–5, სიონში მემკვიდრეობა მიიღება მიძღვნის მეშვეობით; 6–12, ერთი ძლევამოსილი და ძლიერი წმინდანებს უბოძებს მემკვიდრეობას სიონში.
1 ეს არის მოვალეობა უფლის მოხელისა, რომელიც დანიშნულია მის მიერ, რათა აწარმოოს ეკლესიის საერთო ჩანაწერები და მონაცემთა ისტორია ყოველივეს შესახებ, რაც სიონში ხდება და ყოველ მათგანზე, რომლებიც უძღვნიან ქონებას და კანონიერად იღებენ მემკვიდრეობას ეპისკოპოსისგან;
2 ასევე მათი ცხოვრების წესის შესახებ, მათ რწმენაზე, საქმიანობაზე; და ასევე განდგომილების შესახებ, რომლებიც ეკლესიას განუდგნენ მემკვიდრეობის მიღების შემდეგ.
3 ეს არის ღმერთის ნებისა და ბრძანებების საწინააღმდეგო, რომ მათ, რომლებსაც არ მიუღიათ მემკვიდრეობა მიძღვნის მეშვეობით, მისი კანონის შესაბამისად, რომელიც მის მიერ არის ნაბოძები მეათედის მისაღებად თავისი ხალხისგან, რათა მოამზადოს ისინი შურისგების დღისთვის და დაწვისთვის, ჰქონდეთ თავიანთი სახელები ღვთის ხალხთან ჩაწერილი.
4 არც მათი გვარტომობა არ უნდა ინახებოდეს ან იწერებოდეს არც ერთ ჩანაწერში ან ეკლესიის ისტორიაში.
5 მათი სახელები ვერ მოიძებნება, ვერც სახელები მათი მამებისა, ვერც სახელები შვილების, ჩაწერილი ღმერთის კანონების წიგნში, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
6 დიახ, ამას ამბობს წყნარი, ჩუმი ხმა, რომელიც ჩურჩულებს და აღწევს ყოველივეში და ხშირად ჩემს ძვლებს აიძულებს, იცახცახონ, როდესაც მეცხადება სიტყვებით:
7 და იქნება ასე, რომ მე, უფალი ღმერთი, მოვავლენ ძლევამოსილსა და ძლიერს, ხელში ძალაუფლების კვერთხით, სინათლით შემოსილს, ვითარცა სამოსელში, რომლის ბაგენი იტყვიან სიტყვებს, მარადიულ სიტყვებს; იმ დროს, როდესაც მისი წიაღი იქნება ჭეშმარიტების წყარო, რათა ღმერთის სახლი მოაწესრიგოს და გაანაწილოს ნაკვეთებად მემკვიდრეობა წმინდანთათვის, რომელთა სახელები და მათი მამების სახელები და მათი შვილების სახელები ღმერთის კანონის წიგნში იქნება ჩაწერილი.
8 ხოლო ეს ადამიანი, რომელიც ღმერთის მიერ იქნა მოწოდებული და დანიშნული, რომელიც ხელს იწვდის ღმერთის კიდობნის მხარდასაჭერად, დაეცემა სივდილის ისრით განგმირული, როგორც კაშკაშა მეხით მოკვეთილი ხე.
9 და ყველანი, რომლებიც არ იქნებიან სამახსოვრო წიგნში ჩაწერილნი, ვერ ჰპოვებენ მემკვიდრეობას იმ დღეს, არამედ შუაზე იქნებიან გაკვეთილნი და მიეზღებათ წილი ურწმუნოთა შორის, იქ, სადაც კვნესაა და კბილების ღრჭიალი.
10 ყოველივე ამას არ ვამბობ ჩემით; ამიტომ, როგორც უფალი ლაპარაკობს, ასევე იგი აღასრულებს.
11 და ისინი, რომლებიც არიან მღვდელმთავრებისგან, რომელთა სახელები არ არის ჩაწერილი კანონის წიგნში ანუ არიან განდგომილნი ან ეკლესიიდან მოკვეთილნი, ასევე მცირე მღვდლობის ან ეკლესიის წევრები, იმ დღეს, ასეთები ვერ მოიპოვებენ მემკვიდრეობას ყოვლად მაღალის წმინდანთა შორის.
12 ამიტომ, მათ მიეზღებათ იმავენაირად, როგორც მღვდლის შვილებს, რაც ჩაწერილია ეზრას მეორე თავის სამოცდამეერთე და მეორე მუხლებში.