წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 65


ნაწილი 65

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ლოცვად მიღებული გამოცხადება, ქ. ჰაირამი, ოჰაიო, 1831 წ. 30 ოქტომბერი.

1–2, ღვთის სასუფევლის გასაღებები ნაბოძებია ადამიანისთვის დედამიწაზე და სახარების საქმე გამარჯვებას იზეიმებს; 3–6, ათასწლეულის ზეციური სასუფეველი მოვა და შეუერთდება ღვთის სასუფეველს დედამიწაზე.

1 ყური დამიგდეთ და აჰა, ხმა, რომელიც ზეციდან არის მოვლენილი, რომელიც ძლევამოსილია და ძლიერი, რომელიც აღწევს დედამიწის კიდეებამდე, დიახ, რომლის ხმა მიმართავს ადამიანს – მოუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.

2 ღვთის სასუფევლის გასაღებები გადაეცა ადამიანს დედამიწაზე და იქიდან გავრცელდება სახარება დედამიწის კიდეებამდე, ვითარცა მთიდან მოწყვეტილი ლოდი, ხელთუქმნელი, დაგორდება, სანამ არ აღავსებს მთელ დედამიწას.

3 დიახ, ხმა მღაღადებელი – მოუმზადეთ გზა უფალს, მოუმზადეთ ვახშამი კრავს, მოემზადეთ ნეფის შესახვედრად.

4 ილოცეთ უფლისადმი, შეჰღაღადეთ მის წმინდა სახელს, აუწყეთ მისი სასწაულებრივი საქმენი ხალხს.

5 შეჰღაღადეთ უფალს, რათა მისი სასუფეველი გავრცელდეს დედამიწაზე, რათა მისმა მცხოვრებმა მიიღონ ის და მზად იყვნენ დღეებისთვის, რომელნიც უნდა დადგეს, იმ დღეს, როდესაც კაცის ძე ჩამოვა ზეცაში, თავისი დიდების ბრწყინვალებით შემოსილი, რათა შეხვდეს ღვთის სასუფეველს, რომელიც დაფუძნებულია დედამიწაზე.

6 ამიტომ, დაე, გავრცელდეს ღვთის სასუფეველი, რათა მოვიდეს ცათა სასუფეველი, რომ განდიდდე, ო, ღმერთო, როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზე, რათა დამორჩილებულნი იქნენ შენი მტრები, ვინაიდან შენია პატივი, ძალა და დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.