ნაწილი 4
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით თავისი მამის, ჯოზეფ სმით უფროსისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, 1829 წ. თებერვალი.
1–4, უფლისადმი გმირულ სამსახურს მოაქვს ხსნა მისი მსახურებისთვის; 5–6, ღვთიური თვისებები განსაზღვრავს ადამიანის სამსახურისთვის შესაბამისობას; 7, ისწრაფეთ იმისკენ, რაც არის ღვთისგან.
1 ახლა, აჰა, საოცარი საქმე იწყება ადამიანთა შვილებს შორის.
2 ამიტომ, თქვენ, რომლებიც დგებით ღმერთის სამსახურში, უსათუოდ ემსახურეთ მთელი თქვენი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით, რომ უკანასკნელ დღეს უმწიკვლოდ წარსდგეთ ღმერთის წინაშე.
3 ამიტომ, თუ გაქვთ სურვილი, ემსახუროთ ღმერთს, მაშინ მოწოდებულნი ხართ ამ საქმისთვის.
4 ვინაიდან, აჰა, უკვე თეთრია ყანა, მკისთვის მომწიფებული და აჰა, ის, რომელიც ნამგალს მოიქნევს ძალ-ღონით, აივსებს საკუთარ ბეღელს, რომ არ დაიღუპოს, არამედ მოუტანოს ხსნა საკუთარ სულს;
5 და რწმენა, იმედი, გულმოწყალება და სიყვარული, ღმერთის სიდიადისკენ მიპყრობილი მზერით, განსაზღვრავს ადამიანის შესაბამისობას ამ სამსახურისთვის.
6 გახსოვდეთ რწმენა, სათნოება, ცოდნა, ზომიერება, მოთმინება, ძმური სიკეთე, ღვთისმოსაობა, გულმოწყალება, თავმდაბლობა, სიბეჯითე.
7 ითხოვეთ და მიიღებთ; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ამინ.