წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 81


ნაწილი 81

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ჰაირამი, ოჰაიო, 15 მარტი, 1832 წ. ფრედერიკ გ. უილიამსი მოწოდებულია, იყოს მღვდელმთავარი და მღვდელმთავართა პრეზიდენტობის მრჩეველი. ისტორიულ ჩანაწერებში ჩანს, რომ როდესაც მიღებულ იქნა ეს გამოცხადება 1832 წლის მარტში, ჯესი გაუსი ჯოზეფ სმითის მრჩევლად იქნა მოწოდებული პრეზიდენტობაში. თუმცა, როდესაც მან ვეღარ შეძლო, ყოფილიყო დანიშნული თანამდებობისთვის შესაფერისი, მოწოდება გადაეცა ფრედერიკ გ. უილიამსს. გამოცხადება (დათარიღებული 1832 წ. მარტით) უნდა ჩაითვალოს, როგორც პირველი პრეზიდენტობის ოფიციალურად ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც განსაკუთრებულად დაინიშნა მრჩევლის თანამდებობა ამ ორგანოში და განმარტებულია ამ დანიშვნის ღირსეულობა. ძმა გაუსმა იმსახურა ამ თანამდებობაზე რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ მოკვეთილ იქნა ეკლესიიდან 1832 წლის დეკემბერში. ძმა უილიამსი დაინიშნა ამ თანამდებობაზე 1833 წლის 18 მარტს.

1–2, სასუფევლის გასაღებები ყოველთვის აქვს პირველ პრეზიდენტობას; 3–7, თუ ფრედერიკ გ. უილიამსი ერთგული იქნება თავის მსახურებაში, იგი მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს.

1 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები, ჩემო მსახურო, ფრედერიკ გ. უილიამს: მოუსმინე მის ხმას, რომელიც აცხადებს სიტყვას უფლისას, შენი ღმერთის, და ყურად იღე მოწოდება, რომელზეც ხარ მოწოდებული – ჩემი ეკლესიის მღვდელმთავრად და ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსის მრჩევლად;

2 ვისაც ვუბოძე სასუფევლის გასაღებები, რომლებიც ყოველთვის ეკუთვნის მღვდელმთავართა პრეზიდენტობას:

3 ამიტომ, ჭეშმარიტად, ვცნობ და ვაკურთხებ მას და ასევე შენ, რამდენადაც ერთგული ხარ რჩევების მიცემაში თანამდებობაზე, რომელზეც დაგნიშნე, ყოველთვის ლოცვით, ხმამაღლა და გულში საჯაროდ და განმარტოებულად, ასევე შენი მსახურებით სახარების გამოცხადებაში ცოცხალთა მიწაზე და შენს ძმებს შორის.

4 და ყოველივე ამის კეთებით, მოუტან უდიდეს სიკეთეს შენს ახლობლებს და განადიდებ მის ბრწყინვალებას, ვინც არის შენი უფალი.

5 ამიტომ, იყავი ერთგული; დაიკავე თანამდებობა, რომელზეც დაგნიშნე; დაეხმარე დაუძლურებულს, ძირს დაშვებული ხელები ზეაღმართე და განუმტკიცე სუსტი მუხლი.

6 და თუ ბოლომდე ერთგული დარჩები, გექნება უკვდავების გვირგვინი და მარადიული სიცოცხლე სავანეებში, რომლებიც ჩემი მამის სახლში მოვამზადე.

7 აჰა, ეს არის ალფას და ომეგას სიტყვები, თავად იესო ქრისტესი. ამინ.