წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 108


ნაწილი 108

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 26 დეკემბერი, 1835 წ. ეს ნაწილი მიღებულ იქნა ლაიმან შერმანის მოთხოვნით, რომელიც მანამდე ხელდასხმულ იქნა სამოცდაათიანელად და რომელიც წინასწარმეტყველთან მოვიდა გამოცხადების თხოვნით, რათა გააეგო თავისი მოვალეობა.

1–3, ლაიმან შერმანს შეენდო ცოდვები; 4–5, იგი ჩაითვლება ეკლესიის წინამძღვარ უხუცესებში; 6–8, იგი მოწოდებულია, იქადაგოს სახარება და განამტკიცოს თავისი ძმები.

1 ჭეშმარიტად, ამას გეუბნება უფალი, ჩემო მსახურო, ლაიმან: ცოდვები შეგენდო, ვინაიდან დაემორჩილე ჩემს ხმას, მოხვედი რა ამ დილით აქ, რჩევის მისაღებად მისგან, რომელიც დავნიშნე.

2 ამიტომ, დაე, შენი სული დამშვიდდეს შენი სულიერი მდგომარეობის გამო და ნუღარ შეეწინაღმდეგები ჩემს ხმას.

3 ადექი და ამიერიდან იყავი უფრო გულმოდგინე აღთქმების შესრულებაში, რომელნიც დადე და კვლავ დადებ და იქნები კურთხეული ძალზედ დიადი კურთხევებით.

4 დაელოდე მოთმინებით, სანამ მოწვეული არ იქნება ჩემს მსახურთა საზეიმო კრება, მაშინ იქნები მოხსენიებული ჩემს პირველ უხუცესთა შორის და ხელდასხმით მიიღებ უფლებას დანარჩენ უხუცესებთან ერთად, რომლებიც მე ამოვირჩიე.

5 აჰა, ეს არის მამის დაპირება შენთვის, თუ დარჩები ერთგული.

6 და აგისრულდება იმ დღეს, რომ გექნება ჩემი სახარების ქადაგების უფლება, სადაც არ უნდა გაგაგზავნო, ამიერიდან – იმ ჟამიდან.

7 ამიტომ, განამტკიცე შენი ძმები ყოველ შენს საუბარში, ყოველ შენს ლოცვაში, ყოველ შენს გამოსვლაში და ყოველ შენს საქმეში.

8 და აჰა, ჭეშმარიტად, შენთან ვარ, რათა გაკურთხო და გამოგიხსნა სამუდამოდ. ამინ.