წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 75


ნაწილი 75

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ამჰერსტი, ოჰაიო, 25 იანვარი, 1832 წ. ეს ნაწილი მოიცავს ორ სხვადასხვა გამოცხადებას (პირველი – მუხლები 1-დან 22-ის ჩათვლით და მეორე – მუხლები 23-დან 36-ის ჩათვლით) რომელიც მიღებულ იქნა იმავე დღეს. კონფერენციის მსვლელობისას ჯოზეფ სმითი მხარდაჭერილ და ხელდასხმულ იქნა მღვდელმთავართა პრეზიდენტად. ზოგიერთმა უხუცესმა მოისურვა, მეტი გაეგო თავისი უშუალო მოვალეობების შესახებ. ამის შემდგომ ეს გამოცხადება იქნა მიღებული.

1–5, ერთგული უხუცესნი, რომლებიც ქადაგებენ სახარებას, მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს; 6–12, ილოცეთ, რათა მიიღოთ ნუგეშისმცემელი, რომელიც ასწავლის ყოველივეს; 13–22, უხუცესები ისხდებიან იმათ სასამართლოზე, რომლებმაც უარყვეს მათი გზავნილი; 23–36, მისიონერთა ოჯახებმა უნდა მიიღონ დახმარება ეკლესიისგან.

1 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბენებით: მე, რომელიც ვლაპარაკობ ჩემი სულის ხმით, ალფა და ომეგა, თქვენი უფალი და თქვენი ღმერთი –

2 ყური დამიგდეთ თქვენ, რომლებმაც საკუთარი სახელები მიეცით, რათა წასულიყავით და გამოგეცხადებინათ ჩემი სახარება და გაგესხლათ ჩემი ვენახი.

3 აჰა, გეუბნებით, რომ ეს არის ჩემი ნება, რომ წახვიდეთ და არ დაყოვნდეთ, ნუ იქნებით ზარმაცნი, არამედ იშრომეთ მთელი თქვენი ძალით –

4 აიმაღლეთ ხმა საყვირივით, აუწყეთ ჭეშმარიტება გამოცხადებებისა და მცნებების შესაბამისად, რომელნიც მოგეცით.

5 და ამგვარად, თუ ხართ ერთგულნი, დაიტვირთებით მრავალი ძნით და გვირგვინით პატივისა, სიდიადით და უკვდავებით და მარადიული სიცოცხლით.

6 ამიტომ, ჭეშმარიტად ვეუბნები ჩემს მსახურს, უილიამ ე. მაკლელინს, რომ ვაუქმებ მისთვის მიცემულ დავალებას, წავიდეს აღმოსავლეთ მხარეებში;

7 და ვაძლევ ახალ დავალებას და ახალ ბრძანებას, რომელშიც მე, უფალი, მოვკითხავ მას, რადგან ბუზღუნებდა გულში;

8 და მან შესცოდა; ამისდა მიუხედავად, ვპატიობ მას და კვლავ ვეუბნები: წადი სამხრეთ მხარეებში.

9 დაე, ჩემი მსახური, ლუკ ჯონსონი, წავიდეს მასთან ერთად და გამოაცხადონ ყოველივე, რაც მათ ვუბრძანე –

10 მოუხმონ რა უფლის სახელს ნუგეშისმცემლისთვის, რომელიც მათ ასწავლის ყოველივეს, რაც საჭიროა მათთვის –

11 ყოველთვის ილოცონ, რათა არ დასუსტდნენ; და იმისდა მიხედვით, როგორ შეასრულებენ ამას, ვიქნები მათთან ბოლომდე.

12 აჰა, ეს არის უფლის, თქვენი ღმერთის, ნება თქვენდამი. სწორედ ასე. ამინ.

13 და კვლავ, ჭეშმარიტად ამბობს უფალი: დაე, ჩემი მსახური, ორსონ ჰაიდი და ჩემი მსახური, სამუელ ჰ. სმითი, გაემგზავრონ აღმოსავლეთ მხარეებში და გამოაცხადონ, რაც ვუბრძანე; და რამდენადაც ერთგულნი იქნებიან, დიახ, იმდენად მათთან ვიქნები ბოლომდე.

14 და კვლავ, ჭეშმარიტად ვეუბნები ჩემს მსახურს, ლაიმან ჯონსონსა და ჩემს მსახურს, ორსონ პრატს: ისინიც ასევე უნდა გაემგზავრონ აღმოსავლეთ მხარეებში და აჰა, დიახ, მე ასევე მათთან ვიქნები ბოლომდე.

15 და კვლავ, მე ვეუბნები ჩემს მსახურს, ასა დოდს, და ჩემს მსახურს, კალვეს უილსონს, რომ ისინიც ასევე უნდა გაემგზავრონ აღმოსავლეთ მხარეებში და გამოაცხადონ ჩემი სახარება ისე, როგორც მათ ვუბრძანე.

16 და ვინც ერთგულია – სძლევს ყოველივეს და ამაღლდება უკანასკნელ დღეს.

17 და კვლავ, მე ვეუბნები ჩემს მსახურს, მეიჯორ ნ. ეშლის და ჩემს მსახურს, ბურ რიგს, დაე, ასევე გაემგზავრონ სამხრეთ მხარეში.

18 დიახ, დაე, ყოველი მათგანი გაემგზავროს, როგორც მათ ვუბრძანე, იარონ სახლიდან სახლში, სოფლიდან სოფელში და ქალაქიდან ქალაქში.

19 და რომელ სახლშიც შეხვალთ და მიგიღებენ, დატოვეთ თქვენი კურთხევა იმ სახლზე.

20 და რომელ სახლშიც შეხვალთ და არ მიგიღებენ, უნდა სწრაფად წახვიდეთ იმ სახლიდან და ფეხებიდან მტვერი ჩამოიფერთხოთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად.

21 და აღივსებით სიხარულითა და ბედნიერებით; და იცოდეთ, რომ განკითხვის დღეს თქვენ იქნებით მსაჯულნი იმ სახლისა და განსჯით მათ.

22 და განკითხვის დღეს ეს კერპთაყვანისმცემელს უფრო გაუადვილდება, ვიდრე იმ სახლს; ამიტომ, შემოისარტყლეთ წელი და იყავით ერთგულნი და თქვენ სძლევთ ყოველივეს და ამაღლდებით უკანასკნელ დღეს. სწორედ ასე. ამინ.

23 და კვლავ, ამას გეუბნებათ უფალი: თქვენ, უხუცესებო ჩემი ეკლესიისა, რომლებიც საკუთარი სახელით გამოცხადდით, რათა გაიგოთ მისი ნება თქვენდამი –

24 აჰა, გეუბნებით, ეს არის ეკლესიის მოვალეობა, დაეხმაროს მათ ოჯახებს და მხარი დაუჭიროს და ასევე დაეხმაროს მათ ოჯახებს, რომლებიც არიან მოწოდებულნი და ამასოფლად უნდა წავიდნენ, რათა მსოფლიოს უქადაგონ სახარება.

25 ამიტომ, მე, უფალი, გაძლევთ ამ ბრძანებას, შეიძინოთ ადგილები თქვენი ოჯახებისთვის, შესაბამისად იმისა, რაოდენ მზად იქნებიან თქვენი ძმები, გაგიხსნან გულები.

26 დაე, ყოველი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ოჯახისთვის ადგილის შეძენა და ეკლესიისგან მათთვის დახმარება, ნუ დააყოვნებს ამაქვეყნად წასვლას, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთისკენ, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთისკენ.

27 დაე, ითხოვონ და მიიღებენ, დააკაკუნონ და გაეღებათ და ზეციდან გახდება ცნობილი თვით ნუგეშისმცემლისგან, საით უნდა წავიდნენ.

28 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ყოველი კაცი, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი, დაე, უზრუნველყოს და არასგზით არ დაკარგავს საკუთარ გვირგვინს; დაე, იშრომოს მან ეკლესიაში.

29 დაე, ყოველი ადამიანი იყოს ბეჯითი ყოველივეში. და ზარმაცს არ ექნება ადგილი ეკლესიაში, თუ არ მოინანიებს და არ გამოასწორებს საკუთარ გზას.

30 ამიტომ, დაე, ჩემი მსახური, სიმეონ კარტერი და ჩემი მსახური, ემერ ჰარისი, ერთად იყვნენ მსახურებაში;

31 და ასევე ჩემი მსახური, ეზრა თეიერი და ჩემი მსახური, თომას ბ. მარში;

32 ასევე ჩემი მსახური, ჰაირამ სმითი და ჩემი მსახური, რეინოლდს კაჰუნი;

33 და ასევე ჩემი მსახური, დანიელ სტენტონი და ჩემი მსახური, სეიმურ ბრანსონი;

34 და ასევე ჩემი მსახური, სილვესტერ სმითი და ჩემი მსახური, გიდეონ კარტერი;

35 და ასევე ჩემი მსახური, რაგლს იმსი და ჩემი მსახური, სტივენ ბურნეტი;

36 და ასევე ჩემი მსახური, მიქა ბ. უელტონი და ასევე ჩემი მსახური, ედენ სმითი. სწორედ ასე. ამინ.