ნაწილი 83
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ინდეფენდენსი, მისური, 30 აპრილი, 1832 წ. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა, როდესაც წინასწარმეტყველი იმყოფებოდა ძმებთან სხდომაზე.
1–4, ქალებსა და ბავშვებს აქვთ უფლება, მოითხოვონ საარსებო საშუალებები ქმრებისა და მამებისგან; 5–6, ქვრივებსა და ობლებს აქვთ უფლება, მოითხოვონ საარსებო საშუალებები ეკლესიისგან.
1 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი ეკლესიის კანონებზე დამატებით, რაც ეხება ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეკლესიას და რომლებმაც დაკარგეს ქმრები და მამები:
2 ქალებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ქმრებისგან საარსებო საშუალებები, სანამ მათი ქმრები არ გარდაიცვლებიან; და თუ არ არიან დანაშაულში მხილებულნი, ისინი უნდა იყვნენ ეკლესიის სრულუფლებიანი წევრები.
3 და თუ არ არიან ერთგულნი, არ უნდა იყვნენ ეკლესიის სრულუფლებიანი წევრები; ამისდა მიუხედავად, მათ შეუძლიათ, დარჩნენ საკუთარ მემკვიდრეობაზე ქვეყნის კანონების შესაბამისად.
4 ყველა ბავშვს აქვს უფლება, მოითხოვოს მშობლებისგან საარსებო საშუალებები სრულწლოვანობამდე.
5 და ამის შემდეგ მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ ეკლესიისგან ანუ სხვა სიტყვებით, უფლის საცავიდან, თუ მათ მშობლებს არაფერი არ აქვთ მათთვის მემკვიდრეობით გადასაცემი.
6 და საცავის მომარაგება მოხდება ეკლესიის შემოწირულობებით; ამით იქნებიან ქვრივები და ბავშვები უზრუნველყოფილნი, ასევე ღარიბნიც. ამინ.