წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 48


ნაწილი 48

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 10 მარტი, 1831 წ. წინასწარმეტყველმა ჰკითხა უფალს, როგორ უნდა შეეძინა მიწა წმინდანთა დასახლებისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხი ეკლესიის წევრების აღმოსავლეთ შტატებიდან მიგრაციის გამო, ემორჩილებოდნენ რა უფლის ბრძანებას, დასახლებულიყვნენ ოჰაიოში. (იხ. ნაწილი 37:1–3; 45:64).

1–3, ოჰაიოს წმინდანებმა უნდა უწილადონ საკუთარი მიწები თავიანთ ძმებს; 4–6, წმინდანებმა უნდა იყიდონ მიწები, ააშენონ ქალაქი და შეასრულონ ხელმძღვანელთა რჩევები.

1 აუცილებელია, ამჟამად დარჩეთ საცხოვრებლად, სადაც ცხოვრობთ, ეს შესაფერისი იქნება თქვენი მდგომარეობისთვის.

2 და თუ მიწები გაქვთ, უნდა უწილადოთ თქვენს აღმოსავლეთელ ძმებს.

3 და მიწები თუ არ გაქვთ, დაე, ამჟამად შეიძინონ ისინი გარშემო მდებარე რაიონებში, რასაც ჩათვლიან შესაფერისად, ვინაიდან საჭიროა, ჰქონდეთ ადგილი საცხოვრებლად.

4 საჭიროა, დაზოგოთ რაც შეიძლება მეტი ფული და სამართლიანად შეიძინოთ ყველაფერი, რასაც შეძლებთ, რათა საჭირო დროს შეძლოთ მიწის შეძენა მემკვიდრეობისთვის, თვით ქალაქიც კი.

5 ადგილი ჯერჯერობით არ იქნება გამხელილი; მაგრამ, როდესაც თქვენი ძმები მოვლენ აღმოსავლეთიდან, მაშინ დაინიშნებიან გარკვეული მამაკაცები და მათ ებოძებათ ცოდნა ადგილმდებარეობის შესახებ ანუ მათ ეს გაენდობათ.

6 და ისინი დაინიშნებიან, რომ შეიძინონ მიწები და დაუდონ სათავე ქალაქის საძირკვლის ჩაყრას; და მაშინ დაიწყებთ თქვენი ოჯახების ერთად შეკრებას, ყოველი ადამიანი თავისი ოჯახისა და ვითარების მიხედვით და როგორც მითითებული ექნება, პრეზიდენტობისა და ეპისკოპოსის მიერ, კანონებისა და მცნებების შესაბამისად, რომლებიც მიიღეთ და მოგვიანებით კვლავ მიიღებთ. სწორედ ასე. ამინ.