ნაწილი 79
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ჰაირამი, ოჰაიო, 12 მარტი, 1832 წ.
1–4, ჯარედ კარტერი მოწოდებულია, იქადაგოს სახარება ნუგეშისმცემლის მეშვეობით.
1 ჭეშმარიტად გეუბნები: ეს არის ჩემი ნება, რომ ჩემი მსახური, ჯარედ კარტერი, კვლავ გაემგზავროს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ქალაქიდან ქალაქში და ხელდასხმის ძალით, რომელიც მას აქვს ნაბოძები, იქადაგოს სიხარულის ამბები დიდი ბედნიერებისა, თვით მარადიული სახარება.
2 და მოვავლენ მასზე ნუგეშისმცემელს, რომელიც ასწავლის მას ჭეშმარიტებასა და გზას, რომლითაც მან უნდა იაროს;
3 და იმისდა მიხედვით, რამდენად ერთგული იქნება იგი, მე კვლავ დავაგვირგვინებ მას ძნებით.
4 ამიტომ, დაე, იხაროს შენმა გულმა, ჩემო მსახურო, ჯარედ კარტერ და ნუ გეშინია, – ამბობს შენი უფალი, იესო ქრისტე. ამინ.