ნაწილი 40
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და სიდნეი რიგდონის მიერ მიღებული გამოცხადება ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, 6 იანვარი, 1831 წ. ამ გამოცხადების ჩაწერის წინ წინასწარმეტყველმა დაწერა: „იმის გამო, რომ ჯეიმს კოველმა უარყო უფლის სიტყვა და დაუბრუნდა თავის წინანდელ პრინციპებსა და გარემოცვას, უფალმა გვიბოძა მე და სიდნეი რიგდონს შემდეგი გამოცხადება“ (იხ. ნაწილი 39).
1–3, დევნის შიში და ამაქვეყნიური საზრუნავი იწვევს სახარების უარყოფას.
1 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ჩემი მსახურის, ჯეიმს კოველის, გული მართალი იყო ჩემ წინაშე, ვინაიდან აღმითქვა, რომ დაემორჩილებოდა ჩემს სიტყვას.
2 და მან მიიღო სიტყვა სიხარულით, მაგრამ სატანამ იგი უმალ აცდუნა; დევნის შიშმა და ამქვეყნიურმა საზრუნავმა აიძულა იგი, სიტყვა უარეყო.
3 ამიტომ, მან დაარღვია ჩემი აღთქმა და ისღა დამრჩენია, მოვექცე ისე, როგორც მიმაჩნია სწორად. ამინ.