წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 15


ნაწილი 15

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ჯონ ვიტმერისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ფეიეტი, ნიუ-იორკი, ივნისი, 1829 წ. (იხ. მე-14 ნაწილის შესავალი). მოწოდება შთამბეჭდავი და ძალზედ პირადულია, ვინაიდან უფალი ამბობს იმას, რაც მარტო ჯონ ვიტმერისთვის და მისთვის არის ცნობილი. მოგვიანებით ჯონ ვიტმერი გახდება მორმონის წიგნის რვა მოწმიდან ერთ-ერთი.

1–2, უფლის ხელი მთელ დედამიწაზეა გაწვდილი; 3–6, სახარების ქადაგება და სულების გადარჩენა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასია.

1 ყური დამიგდე, ჩემო მსახურო, ჯონ, და მოისმინე სიტყვები იესო ქრისტესი, შენი უფლისა და გამომსყიდველისა.

2 ვინაიდან, აჰა, გელაპარაკები სიმკაცრითა და ძალით, ვინაიდან ჩემი ხელი მთელ დედამიწაზეა გაწვდილი.

3 და გეტყვი იმას, რაც არავინ იცის, ჩემსა და შენს გარდა –

4 ვინაიდან, მრავალჯერ ისურვე, ჩემგან გაგეგო ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასი იქნებოდა.

5 აჰა, კურთხეული ხარ ამისთვის და ჩემი სიტყვების გამოცხადებისთვის, რომლებიც მოგეცი ჩემი მცნებების შესაბამისად.

6 და, აჰა, გეუბნები, რომ ყველაზე ძვირფასი რამ შენთვის იქნება ამ ხალხისთვის მონანიების შესახებ უწყება, რათა სულები მოიყვანო ჩემთან, რათა მათთან ერთად განისვენო ჩემი მამის სასუფეველში. ამინ.