წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 113


ნაწილი 113

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ ესაიას წერილის შესახებ ზოგიერთ შეკითხვაზე გაცემული პასუხები, ფარ ვესთში ან მის შემოგარენში, მისური, მარტი, 1838 წ.

1–6, აღწერილია იესეს ღერო, მასზე გაზრდილი ყლორტი და იესეს ფესვი; 7–10, სიონის გაფანტულ ნარჩენს აქვს მღვდლობის უფლება და მოწოდებულნი არიან, დაბრუნდნენ უფალთან.

1 ვინ არის ესაიას მე-11 თავის 1, 2, 3, 4 და მე-5 მუხლებში ნახსენები იესეს ღერო?

2 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: ეს არის ქრისტე.

3 რა არის ესაიას მე-11 თავის პირველ მუხლში ნახსენები ყლორტი, რომელიც უნდა გაიზარდოს იესეს ღეროდან?

4 აჰა, ამას ამბობს უფალი: ეს არის მსახური ქრისტეს ხელში, რომელიც ნაწილობრივ იესეს შთამომავალია, ასევე ეფრემის ანუ იოსების სახლის, რომელზეც მინდობილია დიდი ძალაუფლება.

5 რას ნიშნავს მე-11 თავის მე-10 მუხლში ნათქვამი იესეს ფესვი?

6 აჰა, ამას ამბობს უფალი: ეს არის იესეს შთამომავალი, ისევე როგორც იოსების, რომელსაც სამართლიანად ეკუთვნის მღვდლობა და სასუფევლის გასაღებები, დროშისთვის და ჩემი ხალხის შესაკრებად უკანასკნელ დღეს.

7 ელიას ჰიგბის შეკითხვები: რას ნიშნავს ბრძანება ესაიას 52-ე თავის 1 მუხლში, რომელშიც ნათქვამია: შეიმოსე ძალით, სიონო – რომელ ხალხზე საუბრობს ესაია?

8 იგი საუბრობს მათ შესახებ, რომლებსაც უკანასკნელ დღეს ღმერთი მოუწოდებს, რომლებსაც ექნებათ მღვდლობის ძალაუფლება სიონის აღსადგენად და ისრაელის გამოსასყიდად; და მისი აღჭურვა ძალით ნიშნავს, აღიჭურვო მღვდლობის უფლებამოსილებით, რომელზეც მას, სიონს, შთამომავლობით მინიჭებული უფლება აქვს; ასევე იმ ძალაუფლების დაბრუნებაზე, რომელიც მან დაკარგა.

9 როგორ უნდა გავიგოთ მე-2 მუხლი, როდესაც ვკითხულობთ სიონის კისრიდან ბორკილების მოხსნაზე?

10 ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ გაფანტულ ნარჩენს მოუწოდეს, დაბრუნებულიყვნენ უფალთენ, რომელსაც ისინი ჩამოშორდნენ; თუ ასე იზამენ, უფლის დაპირებაა, რომ იგი მათ მიმართავს ანუ გამოცხადებას უბოძებს. იხ. მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები. კისერზე ჯაჭვები ნიშნავს მასზე დადებულ ღვთის წყევლას ანუ ისრაელის ნარჩენზე, მათ გაფანტულ მდგომარეობაში წარმართთა შორის.