ნაწილი 126
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ბრიგამ იანგის სახლში, ნავუ, ილინოისი, 9 ივლისი, 1841 წ. ამ დროს ბრიგამ იანგი იყო თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი.
1–3, ბრიგამ იანგი იმსახურებს ქებას თავის შრომისთვის და განთავისუფლებულია მომავალში მოგზაურობებისგან საზღვარგარეთ.
1 ძვირფასო და ძალზედ საყვარელო ძმაო, ბრიგამ იანგ, ჭეშმარიტად, ამას გეუბნება უფალი: ჩემო მსახურო, ბრიგამ, შენ აღარ მოგეთხოვება ოჯახის დატოვება, როგორც ეს იყო წარსულში, ვინაიდან შენი შემოწირულობა მისაღებია ჩემთვის.
2 ვიხილე შენი შრომა და გარჯა ჩემი სახელით მოგზაურობისას.
3 ამიტომ, გიბრძანებ, გააგზავნო ჩემი სიტყვა საზღვარგარეთ და ამჟამიდან განსაკუთრებულად იზრუნო შენს ოჯახზე, ამიერიდან და სამარადისოდ. ამინ.