წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 2


ნაწილი 2

ამონარიდი ჯოზეფ სმითის ისტორიიდან, ანგელოზი მორონის მიერ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისადმი ნათქვამ სიტყვებთან დაკავშირებით ნიუ-იორკში, მანჩესტერში, წინასწარმეტყველის მამის სახლში ყოფნისას, 1823 წ. 21 სექტემბრის საღამოს. მორონი იყო ბოლო ისტორიკოსი იმ მრავალთაგან, რომლებიც აკეთებდნენ ჩანაწერებს, რაც მსოფლიოსთვის ცნობილია, როგორც მორმონის წიგნი. (შეადარეთ მალაქია 4:5–6; ასევე ნაწილები 27:9; 110:13–16; და 128:18.)

1, ელია გაანდობს მღვდლობას; 2–3, მამებისადმი მიცემული დაპირებები ჩაინერგა შვილთა გულებში.

1 აჰა, გაგანდობთ მღვდლობას, წინასწარმეტყველი ელიას ხელით, უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე.

2 და დათესავს იგი შვილთა გულში მათი მამებისათვის მიცემულ დაპირებებს და შვილთა გულები თავიანთი მამებისკენ შებრუნდებიან.

3 თუ ასე არ მოხდება, მთელი დედამიწა იქნება გაპარტახებული მისი მოსვლის ჟამს.