წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 131


ნაწილი 131

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მოცემული მითითებები, რამუსი, ილინოისი, 16 და 17 მაისი, 1843 წ.

1–4, ცელესტიალური ქორწინება აუცილებელია ზეცის უმაღლეს სასუფეველში ასამაღლებლად; 5–6, განმარტებულია, თუ როგორ იბეჭდება ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის; 7–8, ყოველი სული არის მატერია.

1 ცელესტიალურ ბრწყინვალებაში არის სამი წოდების სასუფეველი ანუ სავანე;

2 და უმაღლესი სასუფევლის მისაღწევად ადამიანმა უნდა მიიღოს მღვდლობის ეს წესი [იგულისხმება ახალი და მარადიული ქორწინების აღთქმა];

3 თუ იგი ამას არ იზამს, ამას ვერ მიიღებს.

4 მას შეუძლია, შევიდეს სხვაგან, მაგრამ ეს იქნება მისი სასუფევლის დასასრული; მას არ ექნება ზრდა.

5 (17 მაისი, 1843 წ.) უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა ნიშნავს, რომ ადამიანმა იცის, ის ჩაბეჭდილია მარადიული სიცოცხლისთვის გამოცხადებითა და წინასწარმეტყველების სულით, წმინდა მღვდლობის ძალის მეშვეობით.

6 შეუძლებელია ადამიანის ხსნა უმეცრებაში.

7 არ არსებობს არამატერიალური მატერია. ყოველი სული არის მატერია, მაგრამ უფრო სუფთა და წმინდა და მისი ამოცნობა შესაძლებელია მხოლოდ უწმინდესი თვალებით;

8 ჩვენ მას ვერ ვხედავთ; მაგრამ, როდესაც ჩვენი სხეული განიწმინდება, ვიხილავთ, რომ სრულიად მატერია არის.