წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 137


ნაწილი 137

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისთვის ბოძებული ხილვა კირტლანდის ტაძარში, ოჰაიო, 21 იანვარი, 1836 წ. ტაძრის მიძღვნის წეს-ჩვეულებისათვის მსახურების მზადებისას.

1–6, წინასწარმეტყველმა იხილა თავისი ძმა, ალვინი, ცელესტიალურ სასუფეველში; 7–9, გამოცხადდა მოძღვრება გარდაცლილთა გამოსახსნელად; 10, ყოველი ბავშვი მიიღებს ხსნას ცელესტიალურ სასუფეველში.

1 გაგვეხსნა ზეცა და ვიხილე ღვთის ცელესტიალური სასუფეველი და მისი ბრწყინვალება, ვერ გავერკვიე, სხეულში ვიყავი თუ მის გარეთ.

2 ვიხილე არაჩვეულებრივი მშვენიერება კარიბჭისა, რომელშიც შევლენ მემკვიდრენი იმ სასუფევლისა, კარიბჭისა, რომელიც იყო მბრუნავი ცეცხლის ალივით;

3 ასევე ღვთის აბრიალებული ტახტი, რომელზეც ისხდნენ მამა და ძე.

4 ვიხილე იმ სასუფევლის მშვენიერი ქუჩები, რომელნიც ვითარცა ოქროთი იყო მოკირწყლული.

5 ვიხილე მამა ადამი და აბრაამი; და მამაჩემი და დედაჩემი; ჩემი ძმა, ალვინი, რომელმაც დიდი ხანია, მიიძინა;

6 ვიყავი გაოცებული, როგორ მიიღო მემკვიდრეობა იმ სასუფეველში, ვინაიდან ამ ცხოვრებიდან წავიდა მანამდე, სანამ უფალი გაიწვდიდა ხელს ისრაელის მეორეჯერ შესაკრებად და არ იყო მონათლული ცოდვების მისატევებლად.

7 ამგვარად, უფლის ხმამ მომმართა სიტყვებით: ყველა, ვინც გარდაიცვალა ამ სახარების ცოდნის გარეშე, რომელნიც მას მიიღებდნენ, თუ მიეცემოდათ დარჩენის ნებართვა უფლისგან, გახდებიან ცელესტიალური სასუფევლის მემკვიდრენი.

8 ასევე ყოველი, რომელიც ამიერიდან გარდაიცვლება სახარების ცოდნის გარეშე, რომელიც მიიღებდა მას მთელი თავისი გულით, იმ სასუფევლის მემკვიდრე გახდება;

9 ვინაიდან მე, უფალი, განვსჯი ყოველ ადამიანს მისი საქმეებისა და გულის საწადელის შესაბამისად.

10 და ასევე ვიხილე, რომ ყოველი ბავშვი, რომელიც იღუპება პასუხისმგებლობის წლოვანების მიღწევამდე, მიიღებს ხსნას ზეცის ცელესტიალურ სასუფეველში.