ნაწილი 94
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 2 აგვისტო 1833 წ. ჰაირამ სმითი, რეინოლდს კაჰუნი და ჯარედ კარტერი დანიშნულები არიან ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის წევრებად.
1–9, უფალი იძლევა ბრძანებას სახლის აშენების შესახებ პრეზიდენტობის სამუშაო ადგილისთვის; 10–12, უნდა აშენდეს სტამბა; 13–17, დანიშნულია სხვადასხვა მემკვიდრეობა.
1 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით, ჩემო მეგობრებო, გაძლევთ ბრძანებას, აქ, კირტლანდის მიწაზე, დაწყებული ჩემი სახლიდან, სიონის პალოს ქალაქის დაარსებისა და საფუძვლის ჩაყრის საქმის მზადებას.
2 და აჰა, ეს უნდა გაკეთდეს, შესაბამისად ნიმუშისა, რომელიც მოგეცით.
3 დაე, პირველი ნაკვეთი სამხრეთით მე მომიძღვენით, პრეზიდენტობისთვის სახლის ასაგებად, პრეზიდენტობისთვის სამუშაოდ, გამოცხადებების მიღებისა და პრეზიდენტობის მსახურობის საქმისთვის, ყოველივეში, რაც ეხება ეკლესიას და სასუფეველს.
4 ჭეშმარიტად გეუბნებით, შიგნით ის იქნება ორმოცდათხუთმეტი ფუტი სიგანეში და სამოცი ფუტი სიგრძეში.
5 და იქ იქნება ქვედა სართული და ზედა სართული, ნიმუშის შესაბამისად, რომელიც მოგეცემათ მოგვიანებით.
6 და ის მიეძღვნება უფალს მისი დაარსებიდანვე, მღვდლობის შესაბამისად, ნიმუშის შესაბამისად, რომელიც მოგეცემათ მოგვიანებით.
7 და ეს მთლიანად მიეძღვნება უფალს, პრეზიდენტობისთვის სამუშაოდ.
8 და თქვენ არ დაუშვებთ, რაიმე უწმინდური რომ შიგ შემოვიდეს; და იქ იქნება ჩემი ბრწყინვალება და ჩემი გარემოცვა იქნება იქ.
9 მაგრამ იქ თუ შემოვა რაიმე უწმინდური, ჩემი ბრწყინვალება იქ არ იქნება და ჩემი გარემოცვა იქ არ შემოვა.
10 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: მეორე ნაკვეთი სამხრეთით მე მომეძღვნება, ჩემთვის სახლის ასაშენებლად, ჩემი წმინდა წერილის თარგმანისა და ყოველივესი, რასაც გიბრძანებთ დასაბეჭდად, სამუშაოსთვის.
11 და ეს იქნება ორმოცდათხუთმეტი ფუტი სიგანეში და შიგნით სამოცი ფუტი სიგრძეასი და ექნება ქვედა სართული და ზედა სართული.
12 და ეს სახლი მთლიანად მიეძღვნება უფალს დაარსებიდანვე, ყოველივეს დასაბეჭდად, რასაც არ გიბრძანებთ, რომ ის იყოს წმინდა, წაუბილწავი, ნიმუშის შესაბამისად ყოველივეში, როგორც ეს მოგეცემათ.
13 და მესამე ნაკვეთზე, ჩემი მსახური, ჰაირამ სმითი, მიიღებს თავის მემკვიდრეობას.
14 ჩრდილოეთის პირველსა და მეორე ნაკვეთზე ჩემი მსახური რეინოლდს კაჰუნი და ჯარედ კარტერი მიიღებენ მემკვიდრეობას –
15 რათა მათ შეძლონ იმ სამუშაოს შესრულება, რაც მე მათ დავუნიშნე, იყვნენ რა ჩემი სახლების მშენებლობის კომიტეტში, ბრძანების შესაბამისად, რომელიც მე უფალმა ღმერთმა, თქვენ მოგეცით.
16 ეს ორი სახლი არ უნდა აშენდეს, სანამ არ მოგცემთ ბრძანებას მათ შესახებ.
17 და ახლა, მეტს არაფერს მოგცემთ ამჟამისთვის. ამინ.