წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 91


ნაწილი 91

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 9 მაისი, 1833 წელი. იმჟამად წინასწარმეტყველი დაკავებული იყო ძველი აღთქმის თარგმნით, მივიდა რა უძველესი ჩანაწერების ნაწილამდე, რომელსაც ეწოდება აპოკრიფი, მან ჰკითხა უფალს და მიიღო ეს მითითება.

1–3, აპოქრიფი მეტწილად სწორად არის ნათარგმნი, მაგრამ მოიცავს ადამიანის მიერ შეტანილ დამატებებს, რომლებიც არ არის ჭეშმარიტი; 4–6, სულით განათლებულთათვის ის არის სასარგებლო.

1 ჭეშმარიტად, ასე გეუბნებათ უფალი აპოკრიფის შესახებ – ის მოიცავს მრავალს, რაც ჭეშმარიტია და არის მეტწილად სწორად ნათარგმნი;

2 ის მოიცავს მრავალს, რაც არ არის ჭეშმარიტი, რაც ადამიანის ხელით არის შეტანილი.

3 ჭეშმარიტად, გეუბნებით: არ არის საჭირო, რომ აპოკრიფი იყოს ნათარგმნი.

4 ამიტომ, ვინც მას კითხულობს, დაე, ჩასწვდეს, ვინაიდან სული აცხადებს ჭეშმარიტებას;

5 და ვინც არის სულით განათლებული, მისგან სარგებელს მიიღებს;

6 და ვინც სულისგან ვერ იღებს, ვერც სარგებელს ვერ მიიღებს. ამიტომ არ არის საჭირო, რომ ეს იყოს ნათარგმნი.