1–5, ერთგული წმინდანები იღებენ ნუგეშისმცემელს, რომელიც არის მარადიული სიცოცხლის დაპირება; 6–13, ყოველივე განისაზღვრება და იმართება ქრისტეს სინათლით; 14–16, აღდგომა მოდის გამოსყიდვით; 17–31, ცელესტიალურის, ტერესტრიალურის ან ტელესტიალურის კანონისადმი მორჩილება ადამიანს ამზადებს შესაბამისი სასუფევლებისა და ბრწყინვალებისთვის; 32–35, რომლებსაც სურთ ცოდვაში დარჩენა, წაბილწულები რჩებიან; 36–41, ყოველი სასუფეველი იმართება კანონით; 42–45, ღმერთმა უბოძა კანონი ყოველივეს; 46–50, ადამიანი ჩასწვდება ღმერთსაც კი; 51–61, იგავი ადამიანზე, რომელიც მოსამსახურეებს მინდორში აგზავნიდა და მიდიოდა სათითაოდ მათ სანახავად; 62–73, მიუახლოვდით უფალს და იხილავთ მის სახეს; 74–80, განიწმინდეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სასუფევლის მოძღვრება; 81–85, ყოველმა ადამიანმა, რომელიც გაფრთხილებულია, უნდა გააფრთხილოს თავისი მოყვასი; 86–94, ნიშნები, სტიქიური უბედურებები და ანგელოზები ამზადებენ გზას უფლის მოსვლისთვის; 95–102, ანგელოზთა საყვირი უხმობს გარდაცვლილებს – თანმიმდევრობით; 103–116, ანგელოზთა საყვირი გამოაცხადებს სახარების აღდგომას, ბაბილონის დაცემას და დიადი ღმერთის ბრძოლას; 117–126, ეძიეთ ცოდნა, დააფუძნეთ ღვთის სახლი (ტაძარი) და შეიმოსეთ მოწყალების ერთობით; 127–141, მოცემულია წესი წინასწარმეტყველთა სკოლისთვის, ფეხის დაბანის წეს-ჩვეულების ჩათვლით.