წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 118


ნაწილი 118

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ფარ ვესტი, მისური, 8 ივლისი, 1838 წ. ლოცვაზე „გაგვანდე შენი ნება, უფალო, თორმეტთა შესახებ“ თხოვნის საპასუხოდ.

1–3, უფალი უზრუნველყოფს თორმეტთა ოჯახებს; 4–6, თორმეტთა თავისუფალი ადგილები შეივსო.

1 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: დაე, დაუყოვნებლივ ჩატარდეს კონფერენცია; დაე, მოხდეს თორმეტთა ორგანიზება; დაე, დაინიშნონ სხვა ადამიანები მათი ადგილის დასაკავებლად, რომლებიც დაცემულნი არიან.

2 დაე, ჩემი მსახური, თომასი, დარჩეს სიონის მიწაზე ცოტა ხნით, რათა გამოაქვეყნოს ჩემი სიტყვა.

3 დაე, დანარჩენებმა გააგრძელონ ქადაგება ამ საათიდან და თუ ამას გააკეთებენ დამდაბლებული გულით, თვინიერებით, თავმდაბლობითა და სულგრძელობით მე, უფალი, მივცემ მათ დაპირებას, რომ მათ ოჯახებს უზრუნველვყოფ და ამიერიდან მათთვის გაიღება მოქმედი კარი.

4 და მომდევნო გაზაფხულს, დაე, გაემგზავრონ დიდი წყლების გადასალახავად და იქ გაავრცელონ ჩემი სახარება, მისი სისრულე და დაამოწმონ ჩემი სახელი.

5 დაე, დაემშვიდობონ ჩემს წმინდანებს ქალაქ ფარ ვესტში, მომდევნო აპრილის ოცდამეექვსე დღეს, ჩემი სახლის მშენებლობის ადგილზე, – ამბობს უფალი.

6 დაე, ჩემი მსახური, ჯონ ტეილორი და ასევე ჩემი მსახური, ჯონ ე. პეიჯი და ასევე ჩემი მსახური, ვილფორდ ვუდროფი და ჩემი მსახური, უილარდ რიჩარდსი, დაინიშნონ მათ ადგილებზე, რომლებიც დაეცნენ და ოფიციალურად შეატყობინონ თავიანთი დანიშვნის შესახებ.