წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 69


ნაწილი 69

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. ჰაირამი, ოჰაიო, 11 ნოემბერი, 1831 წ. საგანგებო კონფერენციაზე 1–2 ნოემბერს წინასწარ დარიგდა დასაბეჭდად გამზადებული გამოცხადებათა კრებული. 3 ნოემბერს დაემატა გამოცხადება, რომელიც მოცემულია, როგორც ნაწილი 133. კონფერენციის გადაწყვეტილებით ოლივერ ქაუდერის დაევალა, მიეტანა ხელნაწერები გამოცხადებათა კრებულის დასაბეჭდად ქ. ინდეფენდენსში, მისურის შტატი. მას ასევე თან უნდა წაეღო შემოწირული ფული მისურის შტატში ეკლესიის გასამტკიცებლად. ამ გამოცხადებაში ჯონ ვიტმერს ევალება, თან გაჰყვეს ოლივერ ქაუდერის, ასევე ვიტმერს ევალება მოგზაურობა და ისტორიული მასალების შეგროვება მისი, როგორც ეკლესიის ისტორიკოსის, მოწოდების შესაბამისად.

1–2, ჯონ ვიტმერი უნდა გაჰყვეს ოლივერ ქაუდერის მისურიში; 3–8, მან ასევე უნდა იქადაგოს, შეაგროვოს და ჩაიწეროს ისტორიული მონაცემები.

1 ყური დამიგდეთ, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი მსახური ოლივერ ქაუდერის გამო. არ არის ბრძნული, რომ მას მიანდოთ აღთქმები და თანხები, რომლებსაც იგი წაიღებს სიონის მიწაზე, თუ ვინმე არ წავა მასთან ერთად, რომელიც იქნება მართალი და ერთგული.

2 ამიტომ, მე, უფალს, მსურს, რომ ჩემი მსახური, ჯონ ვიტმერი, გაემგზავროს ჩემს მსახურთან, ოლივერ ქაუდერისთან, ერთად.

3 და ასევე, რომ გააგრძელოს წერა და ისტორიის შედგენა ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის თაობაზე, რომელსაც იგი იხილავს და გაიგებს ეკლესიის შესახებ.

4 და ასევე, რომ მიიღოს რჩევა და დახმარება ჩემი მსახურისგან, ოლივერ ქაუდერისგან და სხვებისგან.

5 და ასევე, რომ ჩემმა მსახურებმა, რომლებიც შორეულ მიწებზე იმყოფებიან, გამოაგზავნონ ანგარიში თავიანთი ხელმძღვანელობის შესახებ სიონის მიწაზე:

6 ვინაიდან, სიონის მიწა დაინიშნება და იქნება ყოველივე ამის მიღებისა და აღსრულების ადგილი.

7 მიუხედავად ამისა, დაე, ჩემი მსახური, ჯონ ვიტმერი, მრავალჯერ გაემგზავროს ერთი ადგილიდან მეორეზე, ეკლესიიდან ეკლესიაში, რათა უფრო ადვილად მიიღოს ცოდნა –

8 ქადაგებითა და განმარტებით, წერითა და ასლის შედგენით, ამორჩევით და შეძენით ყოველივე იმისა, რაც სასიკეთო იქნება ეკლესიისთვის და მომავალი თაობებისთვის, რომლებიც გაიზრდებიან სიონის მიწაზე, რათა გადასცენ ის თაობიდან თაობაზე, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.