წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 39


ნაწილი 39

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ჯეიმს კოველისადმი, ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, 5 იანვარი, 1831 წ. ჯეიმს კოველმა, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში მეთოდისტური ეკლესიის მღვდელი იყო, აღთქმა დადო უფალთან, რომ დაემორჩილებოდა ყოველ ბრძანებას, რომელსაც წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მას უფალი უბრძანებდა.

1–4, წმინდანებს აქვთ უფლებამოსილება, იქცნენ ღვთის შვილებად; 5–6, სახარების მიღება ნიშნავს ქრისტეს მიღებას; 7–14, ჯეიმს კოველს ნაბრძანები აქვს, მოინათლოს და იშრომოს ღვთის ვენახში; 15–21, უფლის მსახურები იქადაგებენ სახარებას მეორე მოსვლის წინ; 22–24, ისინი, რომლებიც სახარებას მიიღებენ, შეკრებილ იქნებიან დროსა და მარადისობაში.

1 ყური დაუგდე და მოუსმინე მის ხმას, რომელიც სრული მარადისობიდანსრულ მარადისობამდეა, დიადი მე ვარ, თავად იესო ქრისტე –

2 ქვეყნის სინათლე და სიცოცხლე; სინათლე, რომელიც ანათებს უკუნეთში და მას ბნელი ვერ მოიცავს;

3 რომელიც მოვედი ჩემიანებთან ჟამთასვლის ზენიტში და ჩემიანებმა არ მიმიღეს;

4 მაგრამ, რომლებმაც მიმიღეს – ვუბოძე ძალა, ჩემს შვილებად იქცნენ; ასევე ყველას, რომლებიც მიმიღებენ, ვუბოძებ ძალას, იქცნენ ჩემს შვილებად.

5 და ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: ის, რომელიც იღებს ჩემს სახარებას – მეც მიღებს; და რომელიც არ იღებს ჩემს სახარებას – მეც არ მიღებს.

6 და ეს არის ჩემი სახარება – მონანიება და წყლით ნათლობა და შემდეგ მოდის ნათლობა ცეცხლითა და სულიწმინდით, ნუგეშისმცემლით, რომელიც გვიმხელს ყოველივეს და გვასწავლის სამეფოს მშვიდობისმოყვარე საქმეს.

7 და ახლა, აჰა, გეუბნები, ჩემო მსახურო, ჯეიმს: მე შევხედე შენს საქმეებს და გიცნობ.

8 და ჭეშმარიტად გეუბნები, რომ ახლა გული შენი მართალია ჩემ წინაშე; და აჰა, შენს თავზე დიდი კურთხევები მოვავლინე;

9 მიუხედავად ამისა, შენ დიდი დარდი ნახე, ვინაიდან ბევრჯერ უარმყავი ამპარტავნობისა და ამქვეყნიური საზრუნავის გამო.

10 მაგრამ, აჰა, მოვიდა შენი გამოხსნის დღეები, თუ ყურს დაუგდებ ჩემს ხმას, რომელიც გეუბნება: აღსდექ და მოინათლე და ჩამოირეცხე ცოდვები ჩემი სახელის ხსენებით და მიიღებ ჩემს სულსა და კურთხევას, იმდენად დიდს, როგორიც არასდროს გცოდნია.

11 და თუ ასე მოიქცევი, მე მოგამზადე უფრო დიდი საქმისთვის. შენ იქადაგებ ჩემი სახარების სისრულეს, რომელიც მოვავლინე ამ უკანასკნელ დღეებში, აღთქმა, რომელიც მოვავლინე, რათა დავაბრუნო ჩემი ხალხი, რომელიც არის ისრაელის სახლისა.

12 და იქნება ასე, რომ ძალა იქნება შენზედ, გექნება დიდი რწმენა და ვიქნები შენთან და ვივლი შენ წინაშე.

13 შენ ხარ ჩემს ვენახში შრომისთვის მოწოდებული, ჩემი ეკლესიის აღსაშენებლად და სიონის მოსავლენად, რათა გაიხაროს მან გორაკებზე და აყვავდეს.

14 აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები, რომ არ ხარ მოწოდებული ქვეყნის დასავლეთში წასასვლელად, არამედ მოწოდებული ხარ, წახვიდე ოჰაიოში.

15 და როგორც შეიკრიბება ჩემი ხალხი ოჰაიოში, მე მომზადებული მაქვს კურთხევა, ისეთი, როგორიც ჯერ არ არის ცნობილი ადამიანთა შვილებს შორის და ეს გადმოიღვრება მათ თავზედ. და იქიდან წავლენ ადამიანები ყველა ერში.

16 აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ხალხი ოჰაიოში მომმართავს დიდი რწმენით, ფიქრობს რა, რომ განკითხვის დღეს ხელს შევაკავებ ერებზე, მაგრამ მე ვერ ვუარვყოფ ჩემს სიტყვას.

17 ამიტომ, მიმართეთ მთელი თქვენი ძალა და მოუწოდეთ ერთგულ მშრომელებს ჩემს ვენახში, რათა ის უკანასკნელად გაისხლას.

18 და იმის მიხედვით, თუ როგორ ინანიებენ, იღებენ ჩემი სახარების სისრულეს და იწმინდებიან, ისე შევაკავებ ჩემს ხელს განკითხვაში.

19 ამიტომ, წადით, ხმამაღლა იღაღადეთ სიტყვები: ცის სასუფეველი ახლოსაა; იღაღადეთ: ოსანა! დაე, კურთხეული იყოს უზენაესი ღმერთის სახელი.

20 წადით, მონათლეთ წყლით, გზა მოამზადეთ ჩემ წინ, ჩემი მოსვლის ჟამისთვის;

21 ვინაიდან, მოახლოვდა ჟამი; დღე და საათი არავინ იცის; მაგრამ აუცილებლად მოვა.

22 და ვინც მიიღებს ყოველივე ამას – მე მიმიღებს; და ისინი შეიკრიბებიან ჩემთან ჟამსა და მარადისობაში.

23 და კვლავ, მათ, ვისაც წყლით მონათლავთ, ხელი უნდა დაასხათ და ისინი მიიღებენ სულიწმინდის ძღვენს; და დაელოდებიან ისინი ჩემი მოსვლის ნიშნებს და მიცნობენ.

24 აჰა, მე მალე მოვალ. სწორედ ასე. ამინ.